თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2018, 13:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1457,
კომენტარები: 6
U19 "იუნაიტედი" ტურნირს გამოეთიშა
მანჩესტერელი ახალგაზრდები "ლივერპულთან" დამარცხდნენ.
U19
UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა / "პრენტონ პარკი"/ გოლები: ვუდბერნი 11', კამაჩო 77'

"მანჩესტერ იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდი UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის გათამაშებას "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინა ღამით "ტრანმერ როვერსისა" და "მაკლსფილდ თაუნის" მატჩისგან დაზიანებულ მოედნის საფარზე დაწინაურება. მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, როცა ნეკო უილიამსმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაუწოდა ბურთი მარტო დატოვებულ ვუდბერნს, რომელმაც ფოიტიჩეკს თავური გოლი გაუტანა.

ამის შემდეგ მასპინძლები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ახდენდნენ ზეწოლას "იუნაიტედის" კარზე, მაგრამ მცველებისა თუ მეკარის კარგი თამაშის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა", მეტი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში აღარ გაუშვეს.

თავისი მომენტი ჰქონდა "იუნაიტედსაც", როდესაც კონტრშეტევაზე ტაჰიტ ჩონგმა ხარიხას მოარტყა ბურთი, მაგრამ გოლის გატანა სტუმრებმა ვერ შეძლეს.

მეორე ტაიმში გარდამავალი უპირატესობის ფონზე ლივერპულელმა ფეხბურთელებმა შორეული ეფექტური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდეს და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირეს.

"იუნაიტედი" სტუმრად 2-0 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ხოლო სტივენ ჯერარდის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian cudi :(((
0
№2
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2018 13:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დაგვახიეს ბურთი თავზე. ჩვენი ანხელ გომესი არც შეუმჩნევიათ, ისე ითამაშეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2018 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სევილიასთან ძალიან გაგვიჭირდება ოლტრაფორდზეე :)) იმედია სასწაულებს მოახდენს დეხეაა თორე ჟოზეს იმედი არ მაქ ისევ საოცარ შემადგენლობას დააყენებს
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2018 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რო გახდა ეს წყვილი ცნობილი უკვე ვფიქრობდი რო წააგებდნენ, 19 წლამდელები ძლიერი ყავს ლივერპულს, თან გასვლაზე იყო ერთ მატჩიანი.
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
22 თებერვალი 2018 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ცუდია
0
№6
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 15:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ლუზერებთან მაგრად ტეხავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top