თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2018, 12:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1284,
კომენტარები: 8
მოურინიო ერერას ტრავმის შესახებ
ბასკმა "სევილიასთან" მატჩში ტრავმა მიიღო.
მოურინიო ერერას ტრავმის შესახებ
ანდერ ერერას დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ხანმოკლე გამოდგა, ვინაიდან ბასკმა ფეხბურთელმა "სევილიასთან" მატჩის მე-15 წუთზე ტრავმა მიიღო.

ერერამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ იძულებული გახდა, მოედანი დროზე ადრე დაეტოვებინა. მოწინააღმდეგის საჯარიმოში ქუსლში მიღებული დარტყმის შემდეგ ანდერმა მაშინვე გაიხადა ბუცი და მწვრთნელს აჩვენა, რომ თამაშის გაგრძელება არ შეეძლო.

ერერა იანვრის დასრულების შემდეგ ვერ ახერხებდა თამაშს და მან გამოტოვა პრემიერ ლიგის ორი, ინგლისის თასზე კი ერთი შეხვედრა.

მისი ადგილი "რამონ სანჩეს პისხუანზე" გამართულ მატჩში პოლ პოგბამ დაიკავა და თავის გუნდს ფრის მოპოვებაში დაეხმარა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ ერერას ტრავმის შესახებ ისაუბრა: "ვფიქრობ, ცუდი ტრავმაა. შაბათს სამედიცინო შტაბმა მის მდგომარეობას სრულიად ჯანსაღი უწოდა. შაბათს, კვირას და ორშაბათს ჩვენთან ერთად ივარჯიშა და კარგად გრძნობდა თავს.

მოედანზე ყოფნის დროს როგორ ინტენსიურობასაც ის აჩვენებდა, მხოლოდ კარგ ფორმაში მყოფ ფეხბურთელს შეეძლო ამის გაკეთება.

შემდეგ კი ტრავმა მიიღო ქუსლის არეში, რამაც ტკივილი გადაიტანა კუნთში, სადაც მანამდე პრობლემა ჰქონდა".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
22 თებერვალი 2018 13:07
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ცუდია, 25-ში ჩელსისთან მაგრად გამოგვადგებოდა ეს აზარის მეურვედ. შარშანდელივით ამოკეტავდა
0
№2
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2018 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: Svani
ცუდია, 25-ში ჩელსისთან მაგრად გამოგვადგებოდა ეს აზარის მეურვედ. შარშანდელივით ამოკეტავდა

Sharshan imena gaaqro azari moednidan:))
0
№3
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2018 13:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისე, ძალიან ბევრმა უნდა ვაღიაროთ, რომ ამის ტრავმა გაგვიხარდასავით. ანუ პოგბა რომ შემოდიოდა, მაგიტომ. ხომ ვერ თამაშობს კარგად, მაგრამ მოედანზე რომ დგას, სულ მაქვს მოლოდინი, რომ რამე კარგს გააკეთებს და ბოლო დროს არ მიმართლდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2018 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: RojoDiablo
ისე, ძალიან ბევრმა უნდა ვაღიაროთ, რომ ამის ტრავმა გაგვიხარდასავით. ანუ პოგბა რომ შემოდიოდა, მაგიტომ. ხომ ვერ თამაშობს კარგად, მაგრამ მოედანზე რომ დგას, სულ მაქვს მოლოდინი, რომ რამე კარგს გააკეთებს და ბოლო დროს არ მიმართლდება

გუშინ კარგად ითამაშა პოგბამ დეხეა საუკეთესო იყო და მერე პოგბას დავასახელებდი მე პირადად
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2018 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: RojoDiablo
ისე, ძალიან ბევრმა უნდა ვაღიაროთ, რომ ამის ტრავმა გაგვიხარდასავით. ანუ პოგბა რომ შემოდიოდა, მაგიტომ. ხომ ვერ თამაშობს კარგად, მაგრამ მოედანზე რომ დგას, სულ მაქვს მოლოდინი, რომ რამე კარგს გააკეთებს და ბოლო დროს არ მიმართლდება


გეთანხმები აბსოლურტურად
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
22 თებერვალი 2018 16:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: ikeoni
ციტატა: Svani
ცუდია, 25-ში ჩელსისთან მაგრად გამოგვადგებოდა ეს აზარის მეურვედ. შარშანდელივით ამოკეტავდა

Sharshan imena gaaqro azari moednidan:))

არ ვიცი შენ რომელ თამაშზე ამბობ მაგრამ 2:0 რომ მოვუგეთ დარტყმაც არ ქონდა ჩელსის იმ თამაშში და აი მანდ ნაღდად დაკეტა და გააქრო ნამდვილად
0
№7
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2018 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ციტატა: Svani
ცუდია, 25-ში ჩელსისთან მაგრად გამოგვადგებოდა ეს აზარის მეურვედ. შარშანდელივით ამოკეტავდა

Sharshan imena gaaqro azari moednidan:))

არ ვიცი შენ რომელ თამაშზე ამბობ მაგრამ 2:0 რომ მოვუგეთ დარტყმაც არ ქონდა ჩელსის იმ თამაშში და აი მანდ ნაღდად დაკეტა და გააქრო ნამდვილად

ხო ხო მაგ თამაშზე ვამბობ
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
22 თებერვალი 2018 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ერერა ძაან დაგვაკლდება

ერერა ძაან დაგვაკლდება

ერერა ძაან დაგვაკლდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top