თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2018, 11:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1690,
კომენტარები: 8
ჟოზე: "არ მინდა, სანჩესმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატაროს"
მოურინიო წარმატებულ ასპარეზობას იმედოვნებს.
ჟოზე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რის გამოც ალექსის სანჩესმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა ამჯობინა, ამიტომ "სევილიასთან" კარგი თამაშის იმედი აქვს.

დღეს საღამოს "წითელი ეშმაკები" ესპანეთში ანდალუსიელებს ეწვევიან. "იუნაიტედის" მაისურით ჩილელისთვის ეს პირველი მატჩი იქნება ევროპის ელიტარულ ტურნირზე, ზოგადად კი მას დიდი ხანია არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე, ვინაიდან ალექსისის ყოფილი გუნდი "არსენალი" მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.

სწორედ ეს იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რის გამოც 29 წლის სანჩესმა "არსენალის" დატოვება და "იუნაიტედში" გადასვლა სეზონის შუა ნაწილში კონტრაქტის ამოწურვამდე ისურვა.

"ალექსისს შეეძლო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მოცდა, მაგრამ იგი ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე თამაშის შესაძლებლობამ გაიტაცა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისი ჩვენს გუნდში გადმოსვლისა.

გასულ სეზონში ჩემთვის რთული იყო მოტივაციის აღძვრა ხალხისთვის იმ ტურნირზე, სადაც თამაში არ გვინდოდა. მაგრამ ის ტურნირი მოვიგეთ და ახლა საუკეთესოთა შორის ვართ.

სწორედ ომის გამო მოისურვა ალექსისმა ჩვენთან გადმოსვლა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა. ძლიერად უნდა ვიასპარეზოთ, რადგან არ გვინდა, რომ მან მხოლოდ ორი მატჩი ჩაატაროს",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2018 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თამაშის ხარისხი უნდა იყოს მაღალი, ყველა ინგლისურმა კლუბმა ასე თუ ისე კარგად ითამაშა ხარისხის მხრივ და შედეგიც დადეს, ჩელსის გარდა ალბათ და იმედია ესენი წითელი კვერცხები არ იქნებიან wink ინგლისის პრესტიჟზე და სახელზე არ მაქ საუბარი, უბრალოდ მართლა ყველამ კარგად ითამაშა და მეც იგივეს ველი ჩემი გუნდისგან.
1
№2
ავტორი: dachi_mu
21 თებერვალი 2018 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
magali presingi pirveli 15 wuti da minimum 2 gols gavitant..
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
21 თებერვალი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მაღალი პრესინგი თავიდანვე და მოვა შედეგიც ლუკაკუ და მარსი წინ უნდა გაუშვას ალეკო და რეში ფლანგებზე
0
№4
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
მაგრად მჯერა რო დღეს მოვიგებთ love
0
№5
ავტორი: Lev
21 თებერვალი 2018 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
დე ჰეა
ვალე ჯონსი ბაილი შოუ
ერერა მატიჩი
პოგბა
სანჩესი მარსიალი
ლუკაკუ


ამ კაცმა ეს რო დააყენოს გამოაყრის ვითომ?

მერე თამაშის გაძლიერება მატათი და რეშფორდით შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: Phil Jones
21 თებერვალი 2018 15:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
წელს ლიგაზე სანჩესი 2 გოლს მეშვიდე თამაშში გაიტანს, იქამდე მაქსიმუმ ასისტები.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
21 თებერვალი 2018 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჟოზე ჩვენ (გულშემატკივრებს) რა გვინდა მაგაზე იფიქრე ჯობია manunited
0
№8
ავტორი: PaLoMo
21 თებერვალი 2018 17:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
1:2 მოგება კაი იქნება

1:2 მოგება კაი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top