თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2018, 11:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1486,
კომენტარები: 4
მოურინიო: "ყველა ერთნაირად აგებს პასუხს"
მოურინიომ განაცხადა, რომ პოლ პოგბა თავის თანაგუნდელებთან შედარებით არავითარი უპირატესობით არ სარგებლობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პოლ პოგბას ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება თამაშებსა და შედეგებზე, როგორც ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს.

მიმდინარე სეზონში ფრანგი თავისთვის ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს, მცირე ხნის წინ კი პრესაში ინფორმაცია გაჩნდა, რომ 24 წლის ფეხბურთელს მოურინიოსთან უთანხმოება აქვს.

გარდა ამისა, პოლ ახსენებენ მის ღირებულებას - იგი ჯერ კიდევ რჩება "იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად.

მაგრამ მოურინიო ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ აქცენტი ცალკეულ ფეხბურთელზე არ უნდა გაკეთდეს.

"არა მგონია, მოცემულ ვითარებაში სამართლიანი იყოს პასუხისმგებლობაზე, რომელიც ფეხბურთელს აკისტია. არ მომწონს, როცა ხალხი ამბობს, რომ X მილიონად შეძენილი ფეხბურთელი არ ატარებს იმავე ვალდებულებას, რასაც მასზე სამჯერ ძვირი მოთამაშე.

მათ ერთნაირი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ამიტომ არ მომწონს მსგავსი დამოკიდებულება. მესმის თქვენი პოზიციის, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. იგივე ხდება, როცა მატჩის განაცხადს ვარჩევ. ყურადღებას არ ვაქცევ ასაკს, ხელფასს ან სატრანსფერო ღირებულებას, რადგან ეს უსამართლობაა",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2018 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღეს პოგბას აზრზე მოსულს ველოდები მოედანზე wink და არა ისე დაღვრემილს და უხასიათოს, როგორც ბოლო თამაშებში იყო. ხასიათის ფეხბურთელად არ ჩამოყალიბდეს მთავარია, რასთანაც ახლოსაა ამ წუთისთვის.
0
№2
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2018 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
მილიონ პროცენტიანი ხარ ჟოზეე am
0
№3
ავტორი: nika_nikusha
21 თებერვალი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
პოლ პოგბას აგენტს, მინო რაიოლას მისი კლიენტის „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებით ჰკითხეს...


„მანჩესტერ „იუნაიტედთან“ მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონის ბოლოს უნდა მოხდეს. ახლა კლუბი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ წარმატებას მიაღწიოს და სეზონის ბოლოს ტიტული ჰქონდეს მოგებული.“

„პოლი „რეალის“ შემოთავაზებას განიხილავს. დიახ, ვადასტურებ, ზინედინ ზიდანს სურს ჩემ კლიენტთან თანამშრომლობა, მაგრამ ტრანსფერის მასშტაბებიდან გამომდინარე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია შესათანხმებელი.“

„ახლა ვერაფერს ვიტყვი. არ გამოვრიცხავ, პოგბამ საერთოდ არ შეიცვალოს კლუბი.“


ამის წასვლა ფიქრშიც არ უნდა დაუშვას მოურინიომ თორე გადაყვება, ამაზე კლასნი არ გვყვავს არავინ
0
№4
ავტორი: stepno
21 თებერვალი 2018 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს დაგლიჯავს პოგბაა :)))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top