თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2018, 11:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1416,
კომენტარები: 3
მონტელა: "სანჩესის მოკვლა მოგვიწევს"
"სევილიას" მწვრთნელის სანჩესისთვის სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული.
მონტელა:
"სევილიას" მწვრთნელამ ვინჩენცო მონტელამ იხუმრა, რომ მის ფეხბურთელებს ალექსის სანჩესის მოკვლა მოუწევთ, თუ ჩილელის შეჩერება სურთ.

"წითლები" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას ესპანეთსი დღეს გამართავენ და პოზიტიური შედეგის მოპოვებას ეცდებიან.

და მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის სანჩესს თავისი პოტენციალი ჯერ სრულად არ გამოუვლენია, მონტელამ შესანინავად იცის ჩილელის შესაძლებლობები.

"შესაძლოა, მის მოკვლა ან ნოკაუტში ჩაგდება ან რამე ამდაგვარი მოგვიხდეს! სანჩესი ძალიან კარგად მახსოვს იმ დროიდან, როცა იტალიაში თამაშობდა. მას შემდეგ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, როგორც ფეხბურთელმა და გააუმჯობესა მოედნის ხედვა, მოძრაობები და შეტევაში სისწრაფე", - განაცხადა "სევილიას" თავკაცმა.

თავისი მწვრთნელის სიტყვებს გამოეხმაურა "სევილიას" მცველი სერხიო ესკუდეროც.

"იუნაიტედსა" და სანჩესს დიდ პატივს ვცემთ, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. "ბარსელონაში" ყოფნის დროიდან გვახსოვს - ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და ჩვენთვის ძალიან დიდ ხიფათს წარმოადგენს.

შესაძლოა, ჩვენ აუთსაიდერები ვიყოთ, მაგრამ ამას მოტივაციად გამოვიყენებთ. ასეთი მატჩები ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე საოცარი გამოდის.

ჩვენ მზად ვიქნებით და ყურადღებას არ მოვადუნებთ, რადგან ტურნირზე შორს გასვლა გვსურს, თუმცა ვიცით, რომ "იუნაიტედს" უმაღლესი დონის ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2018 12:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანჩესი და მარსიალი დღევანდელი გადმოსახედიდან პრობლემა უფროა ვიდრე სიძლიერე, ყოველ შემთხვევაში ბოლო თამაშებში ასე გამოჩნდა. მარსიალმა მარჯვნივ დაკარგა ეფექტურობა, სანჩესს კიდე ვერ გაურკვევია რა ხდება ჯერ და ვერ თამაშობს, ამიტო ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩემი აზრით და ჟოზემ არამც და არამც არ უნდა დააყენოს ეს ორი, ისე როგორც ნიუკასლთან იყვნენ, ეს ჩემი პირადი აზრია, ჯობია რო ერთ-ერთი დარჩეს სათადარიგოზე, ალბათ უფრო მარსიალს დატოვებს, ვიდრე აქეთ-იქით ფლანგებზე იყვნენ და კვლავ ქაოსი იყოს. სწორი სქემა და ტაქტიკა უნდათ თორე ისე ყველამ ვიცით სანჩესი რამხელა დონეა და ასევე მარსიალი როგორი საჭიროა ამ ფორმაციის მანჩესტერში.
1
№2
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2018 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მჯერა რო გავალთ მაგრამ მაინც ურთულესი თამაში გველოდება
0
№3
ავტორი: stepno
21 თებერვალი 2018 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ რაშფორდი მინდა ძალიან ძირითადშიი რაა და იმედიაა დააყენებს დღეს. დარწმუნებული ვარ გოლს შეაგდებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top