თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2018, 22:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3863,
კომენტარები: 19
"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "რამონ სანჩეს პისხუანი", სევილია
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. 1/8 ფინალი
თარიღი: ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2018 წელი
მთავარი მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სევილია"

ტრავმირებულები: კარისუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კორშია, ბანეგა, კორეა
განაცხადი:


"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: იბრაჰიმოვიჩი, ფელაინი, ბლინდი როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ერერა, რეშფორდი, პოგბა, ვალენსია
განაცხადი: De Gea , Romero, Pereira, Darmian, Valencia, Shaw, Young, Lindelof, Smalling, Bailly, Matic, Carrick, Pogba, McTominay, Herrera, Mata, Lingard, Sanchez, Martial, Rashford, Lukaku.


"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სევილიას" არასოდეს გადაულახავს 1/8 ფინალური ეტაპი, ხოლო "იუნაიტედთან" მატჩი გაცილებით რთული უნდა გამოდგეს, რადგან "წითლებს" ესპანურ გუნდთან ბოლო რვა მატჩში ერთადერთი მარცხი აქვთ განცდილი.

"სევილიამ" ჯგუფურ ეტაპზე E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, დეკემბერში კი გუნდი ვინჩენცო მონტელამ გადაიბარა, რომელმაც ედუარდო ბერიცო შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "სევილია" მეოთხედ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2013/14 წლების შემდეგ "წითელი ეშმაკები" პირველად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა შეხვედრები


"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სევილია"


ესპანელები სამჯერ გავარდნენ 1/8 ფინალი. 2007/08 წლების სეზონში ისინი "ფენერბაჰჩესთან" პენალტებში დამარცხდნენ (2:3 გასვლაზე, 3:2 სახლში, პენ - 3:2), ორი წლის შემდეგ ცსკა-ს უპირატესობა აღიარეს (1:1 გასვლაზე, 1:2 სახლში), ერთი წლის წინ კი "ლესტერთან" წააგეს (2:1 სახლში, 0:2 გასვლაზე).

"სევილიამ" E ჯგუფში საშინაო მატჩებში 7 ქულა დააგროვა. ვისამ ბენ-იედერის ჰეთ-ტრიკმა ესპანელებს "მარიბორის" წინააღმდეგ მეორე ტურში მოაპოვებინა გამარჯვება, ხოლო მეოთე რაუნდში "სპარტაკი" დაამარცხა 2:1. მომდევნო შეხვედრაში "სევილია" სამი ბურთი ჩამორჩებოდა "ლივერპულს", მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 3:3.

ბოლო 9 საშინაო მატჩში "სევილიამ" ევროტურნირების მასშტაბით ექვსი გამარჯვება მოიპოვა, ერთხელ განიცადა მარცხი, ორჯერ კი ფრე ითამაშა. ფრე ზემოხსენებულ "ლივერპულთან" შეხვედრაში დაფიქსირდა, ხოლო მეორე მიმდინარე სეზონის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე "ისტანბულ ბაშაკშეჰირთან" - 2:2.

"სევილიამ" ერთადერთი მარცხი ინგლისურ კლუბებთან საშინაო შეხვედრაში 2015/16 წლების სეზონში განიცადა, როცა "მანჩესტერ სიტისთან" 1:3 დამარცხდა. გასული გათამაშების 1/8 ფინალში "სევილიამ" "ლესტერი" დაამარცხა საკუთარ მოედანზე, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ბურთების საერთო შეფარდებით საბოლოოდ ტურნირს გამოეთიშა.

"სევილიას" სტატისტიკა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ საშინაო მატჩებში: მ3, ფ1, წ1.

"სევილია" ორმატჩიან დუელში ორჯერ დაუპისირპირდა ინგლისურ გუნდებს და ერთხელ გავიდა მომდევნო ეტაპზე. ანდალუსიელებმა მარცხი გასულ სეზონში "ლესტერთან" განიცადეს, ხოლო გამარჯვება 2006/07 წლების UEFA-ს თასზე ტრიუმფალურ სეზონში მოიპოვა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში.

"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათეჯერ (მ6, წ3) 2013/14 წლების სეზონის შემდეგ კი პირველად ითამაშებს. ბოლო ამ ეტაპზე "წითლებმა" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს (0:2 გასვლაზე, 3:0 სახლში). პირველ 2 შემთხვევაში განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედი" ამ ეტაპზე გასულ შვიდი შემთხვევიდან ექვსჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

ამ ეტაპზე "იუნაიტედს" სულ ორჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული გასვლით მატჩში: მ2 ფ4 წ3.

"იუნაიტედის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელში: მ6, წ7.

"იუნაიტედისთვის" ეს მეშვიდე მატჩია ევროტურნირის მიმდინარე სეზონში, ხოლო მეორე შეხვედრა ესპანური გუნდების წინააღმდეგ. ყველაფერი სკოპიაში 8 აგვისტოს UEFA-ს სუპერთასზე "რეალთან" განცდილი მარცხით დაიწყო. მაკედონიის დედაქალაქში "იუნაიტედის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა (მ8 ფ3), რაც 2016/17 წლების სეზონის ევროპა ლიგის მეოთხე ტურში "ფენერბაჰჩესთან" განცდილი მარცხის შემდეგ გრძელდება. სტამბულში წაგებული მატჩი "იუნაიტედისთვის" მეხუთე იყო ბოლო ცხრა ევროტურნირის შეხვედრაში.

A ჯგუფში "იუნაიტედმა" ხუთი მატჩი მოიგო. სტუმრად "წითლებმა" ცსკა გაანადგურეს (4:1), შემდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა "ბენფიკასთან", მეხუთე ტურში კი "ბაზელთან" დამარცხდა - 0:1.

მარცხი "რეალთან" და "ბაზელთან" - "იუნაიტედისთვის" ორადორი წარუმატებლობაა ბოლო 18 ევროტურნირის მატჩში (მ13 ფ3). "ბაზელთან" წაგებამდე "იუნაიტედს" ევროტურნირზე ბოლო შვიდი მატჩი არ დაუთმია (მ5 ფ2).

გასული წლის ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდმა ესპანური "სელტა" დაამარცხა. მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმამ "ეშმაკებს" ვიგოში მინიმალური გამარჯვება მოუპოვა. "ოლდ ტრაფორდზე" ფრე დაფიქსირდა და "იუნაიტედის" შემადგენლობაში მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

ესპანური კლუბებთან ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ იმარჯვა, ხუთჯერ დამარცხდა და ოთხჯერ ითამაშა ფრე.

ჯამში "იუნაიტედმა" ლა ლიგას გუნდებთან 50 მატჩი ჩაატარა. საერთო სტატისტიკა: მ13 ფ20 წ17. სტუმრად: მ3 ფ10 წ10.

"იუნაიტედი" სამჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს ევროტურნირის ფინალში - ყოველ შემთხვევაში "ბარსელონას" წინააღმდეგ. 1990 /91 წლების სეზონში "იუნაიტედმა" 2:1 დაამარცხა კატალონიელები როტერდამში თასების თასზე, შემდეგ კი ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს რომში 0:2, 2011 წელს კი ლონდონში 1:3.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების შემდეგ "იუნაიტედის" მონაგარში ყველა ევროპული თასია. სტოქჰოლმის ფინალში მანჩესტერელებმა "აიაქსი" დაამარცხეს, ჩემპიონთა თასი 1968, 1999 და 2008 წელს მოიგეს, ხოლო თასების თასი - 1991.

"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


2010 წლიდან 2013 წლამდე მოურინიო "რეალის" მწვრთნელი იყო და მასთან ერთად "სევილია" შესაძლო რვა შემთხვევიდან შვიდჯერ დაამარცხა. ბურთების შეფარდება: 23-6.

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო" 2008-11)
ერიკ ბაიი ("ესპანიოლი" 2013-15, "ვილიარეალი" 2015-16)
ანდერ ერერა ("სარაგოსა" 2008-11, "ატლეტიკი" 2011-14)
ხუან მატა ("კასტილია" 2006-07, "ვალენსია" 2007-11)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა" 2009-10)
ალექსის სანჩესი ("ბარსელონა" 2011-14)

სანჩესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ხუთი შემთხვევიდან ხუთჯერ დაამარცხა "სევილია".

დე ხეა "სევილიას" ოთხჯერ დაუპირისპირდა, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია: ფ1 წ3.

ბაიის "სევილიას" წინააღმდეგ "ვილიარეალის" შემადგენლობაში უკეთესი სტატისტიკა აქვს: მ1 წ4. ამასთან, 2014/15 წლების ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს.

ერერამ "სარაგოსასა" და "ატლეტიკის" შემადგენლობაში "სევილიასთან" ცხრაჯერ მოასწრო დაპირისპირება (მ5 ფ1 წ3) და ერთი გოლიც გაიტანა.

მატამ "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა: მ3 ფ1 წ5.

იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩსი ორი გოლი გაიტანა (მ2 წ2).

ინგლისში უთამაშიათ:

სტივენ ნ'ზონზი ("ბლექბერნი" 2009-12, "სტოკ სიტი" 2012-15)
ხესუს ნავასი ("მანჩესტერ სიტი" 2013-17)
ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი" 2016-17)
დანიელ კარისუ ("რედინგი 2013)
სანდრო რამირესი ("ევერტონი" 2017-18)
როკე მესა ("სუონსი 2017-18)

მესამ და სანდრომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედთან" 4:0 წაგება მოასწრეს. მესასთვის 19 აგვისტოს "სუონსის" რიგებში ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო, ხოლო რამირესი "ევერტონთის" მაისურით 17 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო თამაშში.

ნ'ზონზიმ "ბლექბერნისა" და "სტოკის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა: მ1 ფ2 წ6.

ერთად უთამაშიათ:

ლუის მურიელსა და სერხიო რომეროს ("სამპდორია" 2015).

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

17.02.2018."ლას პალმასი" 1-2 "სევილია" (კალიერი 82' (პენალტი), - ბენ-იედერი 35', სარაბია 50).

"სევილია": რიკო, ლაიუნი, მერკადო, ლანგლე, ნავასი, ნ'ზონზი, ვასკესი (მესა 76), პისარო, სარაბია, კორეა (სანდრო რამირესი 43), ბენ-იედერი (ესკუდერო 86).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 39 ქულა.

11.02.2018. "ნიუკასლი" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, ვალენსია, მატიჩი (მაკტომინეი 77), იანგი, ლინგარდი (მატა 66), პოგბა (კერიკი 66), სანჩესი, ლუკაკუ, მარსიალი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 56 ქულა.
მატჩის წინ
19 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manchesteri777
20 თებერვალი 2018 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
უნდა მოვიგოთ
0
№2
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2018 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Xval velodebi mogebas❤️
0
№3
ავტორი: PaLoMo
20 თებერვალი 2018 23:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
იმედია ზაფხულში ვილიანს მოიყვანენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: SANCHEZ 7
20 თებერვალი 2018 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ვილიანი რაკარგია მართლაც დღეს
0
№5
ავტორი: bziki
20 თებერვალი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჩელსი რა გამართულ თამაშს თამაშობს არ ველოდი,ვილიანი აქამდე იყო მოსაყვანი ამ ზაფხულში ეხლა ვიღა გაუშვებს თან ჟოზეფინაც ამბობს ვინგერები მკიდიაო:D ვილიანის შანსი რო გაჩნდეს დარწმუნებული ვარ დაითრევს გინდ მატას და გინდ რეშფორდის მიუხედავადაც მარა გვიანია

ვუყურებ ტენდენციას და ტიპიური 10 იანი მართლა აღრაა საჭირო შემტევ სამეულს უნდა შეეძლოს კობინირება 10 იანის გარეშე მარა ჩვენი სამეული ჯერ სუსტია იქ პოგბა არ კადრულობს საყრდენობს:D
არადა ფაბრეგასი ერთდ დროს ცრუ ცხრიანი არ თაკილობს:(
0
№6
ავტორი: gache1991
21 თებერვალი 2018 00:32
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რისი გულისთვის გაუშვეს გოლი.სმოლინგი ჩაატარეს

არანაირი დაზიანება პოგბას ის მზად არის სევილიასთან სათამაშოდ-- ჟოზეეე:))
0
№7
ავტორი: LASHQARA
21 თებერვალი 2018 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მინიმუმ 1-1 უნდა ვითამაშოთ ყველაზე ცუდ შემთხვევაში და 2 გოლზე ყველაფერს ესპანეთშივე დავამთავრებთ. 1-1, 1-2 მგონია ეს თამაში love am
0
№8
ავტორი: JuanMata
21 თებერვალი 2018 00:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვახ რა კარგი ავტობუსი ეყენა კონტეს და ერთმა შეცდომამ ჩაუყარა ყველაფერი წყალში, მარტო ჩვენ არ მოგვდის თურმე ეგრე. wink

ჩელსის გაუჭირდება უკვე, იქ გოლი აქვს გასატანი და ეგ რთულია, როცა პოზიციური შეტევა არ გაქვს და მარტო კონტრაზე თამაშობ, ამ ტაქტიკას აქვს პლიუსი მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი იდელაურად სრულდება.

დაახლოებით ამ თამაშს ველოდები ხვალ, სევილია დაიჭერს ბურთს და ჩვენ ვირბენთ კონტრაზე.

P.S. ბარსას თამაშზე ვან გაალის მანჩესტერი არ გაგახსენდათ?
0
№9
ავტორი: Lalana
21 თებერვალი 2018 00:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
P.S. ბარსას თამაშზე ვან გაალის მანჩესტერი არ გაგახსენდათ?

მაგაზე კარგად ვიცინე,აი ზუსტად ერთი-ერთში იყო.აგორავეს ტყუილად ბურთი,ამდენი გადაცემა გააკეთეს და ერთი წესიერი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ.:დდ
დღეს ჩელსი იმსახურებდა მოგებას და ასეთი სულელური შეცდომა არ უნდა დაეშვათ,მაგრამ ვფიქრობ კონტე მაინც შეცდა რომ აზარი დააყენა ცრუ ცხრიანზე.ჩემი აზრით თავიდანვე მორატა ან ჟირუ რომ ყოფილიყო ფლანგებიდან უკეთ შეუტევდა ჩელსი და თავით მოთამაშეც ეყოლებოდათ სტადიონზე.მითუმეტეს დღეს ფლანგებზე იყო დატვირთვა და რათ გინდაა?კაცი არ ყავდათ წესიერი რომ მასზე ჩაეწოდებინათ.
0
№10
ავტორი: gache1991
21 თებერვალი 2018 00:59
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კაიაა კაია ცელსის რო ესე წაუვიდა საქმე..ეხლა მაგრა აიწრებოდნენ,რეალურად ცუდად არ უთამაშIათ ფაქტიირად უმომენტოდ იყო ბარსა და წყალში ჩაეყარათ ყველაფერი არაფრის გამო..კაია არაფერი დამტავრებული არ აქვთ და უნდა მოემზადონ განმეორებისთვის და ჩვენ კიდე დიდად არ შეგვაკლან თავი:)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top