თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2018, 16:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1560,
კომენტარები: 6
მატა: "შეწუხებული მეგობრები ხშირად მირეკავდნენ"
ხუან მატამ "იუნაიტედში" მოურინიოს მისვლის შემდეგ ბევრი სანუგეშო ზარი მიიღო.
მატა:
ხუან მატამ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ შეწუხებული მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად ურეკავდნენ.

მოურინიო და მატა "ჩელსიშიც" მუშაობდნენ ერთად, სანამ ესპანელს თავის ბოლო სეზონში პრობლემები შეექმნებოდა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრასთან დაკავშირებით და შუა სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდებოდა.

"იუნაიტედში" კი ხუანმა მოურინიოს თავისი მნიშვნელობა დაუმტკიცა და მიუხედავად იმისა, რომ ათიანის პოზიციაზე თამაშს ამჯობინებს, მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობას დაეჩვია.

მაშინ, როცა 2016 წლის მაისში მოურინიო დაინიშნა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, გულდამშვიდებული მატა ხშირად იღებდა სატელეფონო ზარებს მისი ბედით დაინტერესებული ადამიანებისგან.

"ეს მართლა შემემთხვა. შეწუხებული მეგობრების და ოჯახის წევრებისგან სატელეფონო ზარებს ვიღებდი, მაგრამ მე არასოდეს მქონია პირადი პრობლემა მოურინიოსთან ან "ჩელსისთან". გული იმან დამწყვიტა, რომ მათ დაუჯერებს ჭორებს იმის შესახებ, რაც სინამდვილეში არასოდეს მომხდარა",
- განაცხადა ესპანელმა.

ნახევარმცველს მიაჩნია, რომ ხალხი მოურინიოს არასათანადოდ იცნობს: "მოურინიოს შესახებ ხალხმა მხოლოდ ის იცის, რაც მოურინიოს სურს. ჩვენი პირადი ცხოვრებიდან რაღაცის დამალვა აუცილებელია."

მატას ასევე ჰკითხეს, თუ უყვარდა მოედანზე გართობა: "ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა. გამარჯვების მოთხოვნილება გართობას ზღუდავს. ბურთის ფლობა, მასთან შეხება და გართობა მომწონს, მაგრამ ეს ყოველთვის როდია შესაძლებელი".

რაც შეეხება მოედანზე არსებულ თავისუფლებას, ხუანმა ახსნა: "მოურინიო თავდამსხმელის უკან მოთამაშე ფეხბურთელს თავისუფლებას უტოვებს. თუ ბურთი დაკარგე, აუცილებლად უნდა იბრძოლო მის დასაბრუნებლად, მაგრამ ის ფეხბურთელის ინტუიციასაც ენდობა".

წყარო: Sportwitness (mundo deportivo)
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მემგონი ეს ტერის გაექცა ჩელსიდან რაც ვიგულიხმე ხვდებით ალბათ ეხლა ასე ამბობს მაოუსი ეშინია :D
0
№2
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2018 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ramdens egona Ro Mata wavidoda jozes mosvlis mere:)))
0
№3
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2018 20:29
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მატა ხვალე ძირითადში უნდა ათამაშოს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2018 21:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მეგონა რო დარჩებოდა მიუხედავად ჟოზეს მოსვლისა
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
20 თებერვალი 2018 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მატა უნდა დააყენოს ჩმოურინიომ ძირითადში

მატა უნდა დააყენოს ჩმოურინიომ ძირითადში
0
№6
ავტორი: giorgi_mg
21 თებერვალი 2018 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მატა ძირითადის კაცია ამ კაცზე უკეთესი 10 იანს გუნდში ვერ ვხედავ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top