თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2018, 16:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1427,
კომენტარები: 5
მატიჩი: "სევილიასთვის" მზად ვართ"
გუნდი რთული გამოწვევისთვის სრულ მზადყოფნაშია.
მატიჩი:
ნემანია მატიჩი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიასთან" დასაპირისპირებლად და "რამონ სანჩეს პისხუანზე" გასამართი ემოციური მატჩისთვის მზად არის.

ესპანურმა გუნდმა 2016 წლის შემდეგ ერთადერთი საშინაო მატჩი წააგო და ეს გასულ თვეში "რეალ ბეტისთან" საჩემპიონატი მატჩში მოხდა. ამ შთამბეჭდავი სერიის განმავლობაში მათ დაამარცხეს ინგლისის ყოფილი ჩემპიონი "ლესტერ სიტი" და ჩვენი მეზობელი "ლივერპული" საყაიმო ანგარიშით 3:3 გაისტუმრეს.

კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში სერბმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მრავალფეროვანი და ცოცხალი ატმოსფეროსთვის მზად არის.

"ძალიან კარგი გუნდია და განსაკუთრებით სახლში, სადაც მათი გულშემატკივრები 90 წუთის განმავლობაში უჭერენ მხარს. ჩვენი მოლოდინით, დასაწყისიდანვე აგრესიულად ითამაშებენ. მაგრამ ჩვენი ვიცით ჩვენი საქმე და შესაძლებლობები, ყველაფრისთვის მზად ვართ.

ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ვთამაშობთ. "სევილია" დიდებული გუნდია და ეს კარგი შესაძლებლობაა მათთან ჭიდილისთვის, ამ შანსით კი ყველა მოხარულია. მათ დიდ პატივს ვცემთ, ვიცით, რომ კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხშაბათს გულშემატკივარი ძალიან კარგ მატჩს იხილავს."


საინტერესოა, რომ "სევილიას" რიგებში ირიცხება პრემიერ ლიგაში ადრე მოასპარეზე რამდენიმე ფეხბურთელი რომელთა შორისაა ხესუს ნავასიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იცავდა "მანჩესტერ სიტის" ფერებს.

"მათ რამდენიმე ისეთი მოთამაშე ჰყავთ, ვინც ადრე პრემიერ ლიგაში ასპარეზობდა და რა თქმა უნდა, ეს მათთვის უკეთესია. მაგრამ ჩვენ ჩვენი უნარებიც გვაქვს, რასაც გამოვიყენებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია გასვლაზე კარგი შედეგის მოპოვება და გოლის არ გაშვება. რთული იქნება, მაგრამ კარგი შედეგის მიღწევას და გამარჯვებას ვეცდებით. ვიცით, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს".
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მატიჩს კარგი მეწყვილე უნდა რაა და ხვალ კარიკს ველოდები მის გევრდით
0
№2
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2018 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magari igra gvelodeba
0
№3
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2018 20:26
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მატიჩს კერიკი დაუყენონ, პოგბა ცოტა წინ წაწიოს ბევრად უფრო მრავალფეროვანი შეტევები იქნება
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2018 21:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სევილიას უნდა მოუგონ!
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
20 თებერვალი 2018 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
უნდა ჩაუდოთ ამ სირ სეველიას რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top