თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2018, 12:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1397,
კომენტარები: 8
კერიკი: "ჩვენი ადგილი სწორედ აქ არის"
კაპიტანი თვლის, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად უნდა გამოდიოდეს.
კერიკი:
მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იქ არის, სადაც მისი ადგილია - UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

"წითლები" ოთხშაბათს საღამოს "რამონ სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" ეწვევიან და 2013/14 წლების სეზონის შემდეგ პირველ ჩაატარებენ მერვედფინალურ მატჩს.

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას კაპიტანმა განაცხადა, რომ ევროპული ტურნირის ამ ეტაპზე მისი გუნდის გამოსვლა გასაკვირი არ უნდა იყოს.

"საკუთარი თავისგან სწორედ ამას უნდა ველოდეთ - ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ყოფნას. არ ვაჭარბებ, უბრალოდ ეს ჩვენი სტანდარტია. ამ ტურნირზე წლების განმავლობაში უნდა ვიასპარეზოთ და გვიანდელ ეტაპებზე გავიდეთ.

ჩვენი ადგილი სწორედ აქ არის, და თუმცა რამდენიმე წელია არ გვითამაშია, ყოველწლიურად სტანდარტად უნდა დავისახოთ",
- განაცხადა კერიკმა.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 12 წლის განმავლობაში კერიკი მერვედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. კაპიტანი იმ გუნდის წევრიც იყო, რომელმაც 2008 წელს ტურნირი მოიგო, მომდევნო წელს და 2011-ში კი ფინალისტი გახდა.

"რამდენიმე წლის წინ ეს გარდაუვალი იყო. ყოველ სეზონში გვქოდა დიდი შეხვედრა და მათში მართლაც კარგად ვთამაშობდით, რამაც ყველაფერი ჩვეულებრივი გახადა. სწორედ ამ გზას უნდა დავუბრუნდეთ და ასეთი შეხვედრები ჩვევად ვაქციოთ".


მიმდინარე სეზონი კერიკისთვის უკანასკნელი იქნება ფეხბურთელის რანგში და ჩვენი 16 ნომერი აღნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე ნებისმიერი მომენტით ისიამოვნებს.

"ჩემთვის ბოლო რამდენიმე თვე იქნება და ეს თავისთავად ქმნის განსხვავებულ შეგრძნებას. კარიერის მიწურულს ჩემპიონატში, თასსა და მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე, მატჩები გარანტირებული არასდროს გაქვს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
20 თებერვალი 2018 12:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
როგორც მასოვს მოურინიომ თქვა კარიერას რომ დაასრულებს თუ სურვილი ექნება ჩემთან ერთად იმუშავებსო და ვფიქრობ მაიკლმა უნდა სცადოს მწვრთნელობა,თან ძალიან ბევრს ისწავლის ამ კაცისგან და მისი ინტელექტის პატრონს არ უნდა გაუიჭრდეს რომ მაღალი დონის სპეციალისტად ჩამოყალიბდეს.
4
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2018 13:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფინალში გასვლა იყო ხოლმე მთავარი მისია და ახლა იმაზე ვბჭობთ სევილიას გავცდებით თუ არა :/
0
№3
ავტორი: JuanMata
20 თებერვალი 2018 13:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
ფინალში გასვლა იყო ხოლმე მთავარი მისია და ახლა იმაზე ვბჭობთ სევილიას გავცდებით თუ არა :/


გასვლაზე ალბათ ჩაკეტილ თამაშს ითამაშებს მოუ, ზოგადად გასვლა ძაან გვიჭირს, თან სევილია არაა ცუდი გუნდი, კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგას სულ სხვა მონდომებით და მოტივაციით თამაშობენ გუნდები.

გასვლაზე უნდა გავიტანოთ გოლი და სახლში მგონი დიდი უპირატესობა გვექნება, მაგრამ შარშან სელტამაც საკმაოდ გვანერვიულა, გვიდეტიზე უკეთესი თავდამახმელი, რომ ჰყოლოდათ, დაგვტოვებდნენ ლიგის გარეშე.
0
№4
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2018 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მგონია რო ყველაფრის მიუხედავათ მაინც ადვილად გავცდებით am
0
№5
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2018 14:55
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სევილიას მერე რომა და ეგაა :))))
0
№6
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
არადა დაბერდა მაგრამ მაინც მაგარია <3 love რავი რავი მომვალში გუნდის მწვრთნელი არ გახდეს და ენამ არ მიყვილოს !!!!1
0
№7
ავტორი: bigana
20 თებერვალი 2018 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Tqcenii adgili ki aq aris magram ara maseti tamashit da chmouriniostan ertad! Shegvarcxvens vici es mwvrtneli da tu sevilias ver gavcdit aq tu kide vinme magas ityvis magari mwvrtneliao mashin imas araferi gaegeba
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
20 თებერვალი 2018 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
სევილია უნდა გავგუნოდ

სევილია უნდა გავგუნოდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top