თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2018, 14:49
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1463,
კომენტარები: 8
დე ვრეი "იუნაიტედის" სამიზნეა
დე ვრეი "იუნაიტედის" ინტერესის სფეროში მოექცა
დე ვრეი
რამდენიმე დღის წინ ბრიტანული პრესის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კლუბი კრის სმოლინგის "არსენალში" გაყიდვაზე ფიქრობდა, მოყვა იტალიური პრესის ვარაუდი, რომ ვუდვორდი ცენტრალურ მცველს "სერია ა"-დან მოიყვანდა.

მილოშ სკრინიარის, კალიდუ კულიბალისა და კოსტას მანოლასის კანდიდატურები სავსებით რეალურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ სამივე მათგანს საკუთარ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ და სერიოზული ფინანსური შეთავაზების გარეშე მათმა ხელმძღვანელებმა ნაკლებად სავარაუდოა დროზე ადრე განშორება გადაწყვიტონ.

სულ სხვა საქმეა რომის "ლაციოს" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველის სტეფან დე ვრეის სიტუაცია, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და უკვე თავისუფლად აქვს შესაძლებლობა მოლაპარაკება აწარმოოს დაინტერესებულ კლუბებთან.

თუ აქამდე ასეთებად მხოლოდ "ჩელსი" და "ლივერპული" განიხილებოდნენ, ახლა უკვე "იუნაიტედიც" ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ "მირორი" ნაკლებად განეკუთვნება ყველაზე სანდო წყაროების კატეგორიას, თავისუფლადაა შესაძლებელი მოურინიო მართლაც განიხილავდეს სტეფანის კანდიდატურას, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და ასეთი დონის ცენტრალური მცველები თავისუფალ აგენტებად დიდი იშვიათობაა.

შეგახსენებთ კრის სმოლინგის გარდა პარიზული გრანდის სახით მსურველი ყავს მარკოს როხოს, გაურკვეველია დეილი ბლინდის მომავალიც, რომლის შეძენასაც იანვარში მეორე რომაული კლუბი ცდილობდა.




წყარო: mirror.co.uk
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2018 14:56
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ალდერვეირელდი მირჩევნია მაგას, ან კულიბალი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2018 15:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალს უნდოდა პირველ სეზონში დე ვრეი მარა საბოლოოდ ლაციოში წავიდა, როგორც ჩანს არ იყო სერიოზული ინტერესი
0
№3
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ეს აქ არ დამანახოოოო სმოლინგი და ეს ერთიდაიმავე გამოდის , ტობი მინდა მე ყველაზე მეტად მეიმედება ტუ გადმოვა ჩვენტან ტობი და ბაი კარში დეხეა უბრალოდ კედელი ვიქნებით და დროა ვალენსიას შემცვლელზე ფიქრი რადგანაც ბერდება ეს კაცი და 1 ან 2 წელი კიდევ გაქაჩოს ვინმე უნდა მოიყვაანონ რომელიც დროთა განმავლობაში შეეგუება და ჩაანაცვლებს , იანგის პარპაშიც უნდა მორჩეს და შოუს უნდა მიეცეს უფრო მეტი დრო , მატიჩს წესიერი მეწყვილე რათა პოგბამ ტირილი და სახვის მანჩვები მიატოვოს
1
№4
ავტორი: snatch77
20 თებერვალი 2018 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ყველაზე მეტად დაცვის ცენტრში ხოსე მარია ხიმენესი გამისწორდება ატლეტიკოდან derpthumb
0
№5
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2018 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Arada araa cudi variantiii
0
№6
ავტორი: SANCHEZ 7
20 თებერვალი 2018 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მე კულიბალი ან ვარანი მინდაა

ტობიც ძან მაგარია
0
№7
ავტორი: kantona-7
20 თებერვალი 2018 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ლინდელოფი რისთვის იყიდა თუშანს არმისცემდა ვერვხვდები. კულიბალი იყიდონ და ეგაარა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: gela-manchesteri777
20 თებერვალი 2018 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
გვინდა რო

გვინდა რო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top