თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2018, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1399,
კომენტარები: 6
მატიჩი: "თავდაჯერებულობა აღდგენილია"
სერბი "ჰადერსფილდთან" მოგებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მატიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ნემანია მატიჩი მიიჩნევს, რომ შაბათს "ჰადერსფილდთან" მოგებული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის თავდაჯერებულობის ზრდაში "სევილიასთან" რთული მატჩის წინ.

რომელუ ლუკაკუს დუბლის წყალობით "წითლებმა" ინგლისის თასის მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდგა, მაგრამ მატჩის მთავარ მოვლენად მაინც ვიდეო რეფერი იქცა, რომელმაც ხუან მატას მიერ გატანილი გოლი გააუქმა.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედმა" სასურველ შედეგს მაინც მიაღწია და მატიჩს მიაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა გუნდის რთული შეხვედრის წინ.

"ჩვენი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება. წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია რთული მეტოქის წინააღმდეგ. ახლა უნდა დავისვენოთ, რადგან ძალიან რთული მატჩი გვქონდა და თუ შუა კვირაში გამარჯვება გვსურს, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და კარგად ვითამაშოთ".


ლუკაკუმ თავისი 21-ე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და მატიჩს მიაჩნია, რომ ბელგიელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია წინამდებარე რთული მატჩების ფონზე.

"ის ჩვენი მთავარი ფორვარდია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი თავდაჯერებულობისთვის, რომ გოლები გააქვს. დიდებული ფორვარდია და ძალიან ახალგაზრდა, დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

მიხარია, რომ ჩვენს გუნდშია და ორი გაიტანა, რაც ზუსტად ის არის, რაც თავდამსხმელმა უნდა აკეთოს."


კარგი შემტევი სტილის გარდა, გუნდმა მიმდინარე სეზონში 22-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა და მატიჩმა ამაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

"მიხარია, რადგან აქ სწორედ ამისთვის ვარ. პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ძალიან რთულია კარის "მშრალად" შენახვა, რადგან ყველას აქვს გოლის გატანის შანსი. ზოგიერთი სტანდარტული მდგომარეობის დროს 100%-ით ყურადღებიანი უნდა იყო და ბედნიერი ვარ, რომ "მშრალი" მატჩი ჩავატარეთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2018 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
მაგარი რთული თამაში გველოდება და ბოლომდე უნდა დაიხარჯონ ბიჭები love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2018 17:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ესპანეთში მხოლოდ მოგებისთვის უნდა ითამაშონ
0
№3
ავტორი: Svanchester
19 თებერვალი 2018 20:11
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
მარტო მე მგონია რომ მარტივად მოვიგებთ?
0
№4
ავტორი: gela-manchesteri777
19 თებერვალი 2018 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ლიგაზე უნდა გამოაჩინოთ რო ბოლომდე არ ჩაუკლიხართ ჩმოურინიოს
0
№5
ავტორი: stepno
20 თებერვალი 2018 01:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია ესპანეთშივე მოუყომარებთ. ყველაზე მეტად 0:0 ის მეშინია არ დამთავრდეს მერე ოლტრაფორდზე ხო ვიცი რაღაც უაზრო ბურთი უნდა გაუშვათ და მოკლედ რაა : wink
0
№6
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ეს კაცი არის გადამწვარი ყველა თამაში ითამაშა , იმედია სევილისთან გაიბრწყინებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top