"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან დაკავშირებული ჭორების ფონზე ალექს სანდრო აცხადებს, რომ ყოველთვის თავის სამუშაოზეა კონცენტრირებული.
27 წლის ბრაზილიელი "იუვენტუსში" თამაშისას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ჩამოყალიბდა და მან "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტთა ყურადღება მიიპყრო.
ლუკ შოუს შთამბეჭდავმა თამაშმა "იუნაიტედს" მარცხენა მცველის შეძენა გადააფიქრებინა და ჟოზე მოურინიომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ინგლისელი "წითლების" რიგებში მრავალი წელი ითამაშებს.
"ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე კი არ ფიქრობს თავად ფეხბურთელიც, რომელმაც ტურინულ დერბიში ერთადერთი გოლი გაიტანა.
"მე ყოველთვის ჩემს სამუშაოზე ვიყავი კონცენტრირებული და ჩემი ფიქრები მხოლოდ "იუვენტუსს" უკავშირდება, როელთანაც კონტრაქტით კიდევ ორი წელი მაკავშირებს.
თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. ჩემი უპირველესი მიზანი "იუვენტუსთან" ერთად ყველაფრის მოგებაა. შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და იმედი მაქვს, აქ კარგი ასპარეზობით "სელესაოში" გამომიძახებენ", - განაცხადა სანდრომ.