თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2018, 12:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 6
მატიჩი: "არ ვიცი, რა სჭირდა პოგბას"
ნემანია მატიჩი პოგბას მდგომარეობაზე კონკრეტულს ვერაფერს ამბობს.
მატიჩი:
შაბათს გამართული მატჩის შემდეგ ნემანია მატიჩმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, თუ რა შეემთხვა პოლ პოგბას და იმედოვნებს, რომ ფრანგი ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

"ჰადერსფილდთან" მოგებული მატჩის წინ ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ფრანგ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში დააყენებდა, მაგრამ მომდევნო დღეს კლუბის ოფიციალურმა საიტმა მატჩის დაწყებამდე ხუთსაათ-ნახევრით ადრე დაწერა, რომ პოლი ავად იყო და თამაშს ვერ შეძლებდა.

პოგბამ, რომლის მოურინიოსთან ურთიერთობა ბოლო კვირებში განხილვის საგანი გახდა, ტვიტერზე დაწერა, რომ დამწუხრებულია მატჩის გამოტოვებით, მაგრამ თავს ცუდად გრძნობს და გამოჯანმრთელების იმედი აქვს.

ინგლისის თასის მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა ასევე აღიარა, რომ დაზუსტებით არ იცის, ითამაშებს თუ არა პოგბა "სევილიასთან" შეხვედრაში.

მატიჩი შექმნილი ვითარებით ისეთივე გაკვირვებულია, როგორც ნებისმიერი ჩვენგარი და ზუსტ პასუხს ვერ იძლევა იმაზე, თუ რა დაემართა ფრანგ ფეხბურთელს.

"ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ამ კლუბისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნახევარდაცვაში ჩვენც კარგად ვიმოქმედეთ. კერიკი საოცარი მოთამაშეა, 36 წლის ასაკშიც კი ბევრი ირბინა და სკოტმაც გასაოცრად ითამაშა.

წარმოდგენა არ მაქვს, რა მოუვიდა, მაგრამ, როგორც ვიცი, ავად იყო და დღეს თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრამდე გამოჯანმრთელდება".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2018 12:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასე მგონია, ეს თემა აღარასოდეს დამთავრდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Svanchester
19 თებერვალი 2018 13:17
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
დიდი თურქულ ბრაზილიური სერიალი იწყება +18
0
№3
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2018 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
დროა დამთავრდეს ეს ყველაფერი ამის დრო ნამდვილად არ არის
0
№4
ავტორი: Tyeshela
19 თებერვალი 2018 16:26
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ამას მარტო პოგბა თუ დაამთავრებს, გამოვა მოედანზე და აჩვენებს თუ რაში გადაიხადეს 120 მილიონი ევრო
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2018 17:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცოტა გონდს უნდა მოეგოს პოგბა
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
19 თებერვალი 2018 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
შენ იმდენს იხტუნავებ ბოლოს ***ავ აქედან და იმედია მაურინიოც მოგყვება უკან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top