თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 18:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1791,
კომენტარები: 9
დე ხეა: "აქ მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ"
დავიდ დე ხეა "იუნაიტედში" თავს კარგად გრძნობს.
დე ხეა:
მადრიდის "რეალთან" დაკავშირებული ჭორების ფონზე დავიდ დე ხეა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერია.

ესპანელ მეკარეს დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ მადრიდულ გრანდში გადასვლას, 2015 წელს კი მას მხოლოდ რამდენიმე წუთი დააკლდა ტრანსფერამდე.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული შვიდი სეზონის შემდეგ კი აღიარებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდში.

"დრო ძალიან სწრაფად გადის. აქ შვიდი წელი გავატარე და ბედნიერი ვარ. ბევრი რამ გადამხდა თავს - კარგიც და არც ისე კარგი, - მაგრამ გულახდილად ვამბობ, რომ აქ ბედნიერი ვარ.

გასახდელ ოთახში თავი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მგონია. აქ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოთამაშე ვარ. მაბედნიერებს ახალგაზრდების გამოჩენა. ისინი ცდილობენ, "იუნაიტედი" დიდ გუნდად აქციონ",
- განაცხადა დავიდმა.

"რეალი" ლა ლიგაში წარუმატებელი სეზონის შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ფულის დახარჯვას გეგმავს და კეილორ ნავასის შეცვლის კანდიდატებად დე ხეაცა და "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუაც მოიაზრებიან.

მის მომავალთან დაკავშირებით როცა ჰკითხეს, ესპანელმა უპასუხა: "არა მგონია, კარგი აზრი იყოს მომავლის განხილვა. მხოლოდ აწმყო, კარგად თამაში, თავის კარგად გრძნობა და "იუნაიტედის" დახმარებაა მნიშვნელოვანი".

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 18:04
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
საუკეთესო ხარ !!!
0
№2
ავტორი: gache1991
18 თებერვალი 2018 18:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მალეე გააფორმონ ახალი კონტრაქტი და დაწერონ გამოსასყიდი ან 100 ან 130.სადაც დორტმუნდმა გაყიდა დემბელე 140 მილიონად ეს ვიზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იგროკია, მერე რა რო მეკარეა

თავის დროზე პარმადან რო იუვემ ბუფონი იყიდაბისიც არანორმალური თანხა იყო მარა ვინ იტყვის დღეს რო ძვირი იყოო ან ზედმეტიო ან რავიცი
0
№3
ავტორი: Lalana
18 თებერვალი 2018 18:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია დეხეა მანიუსთვის და აუცილებელია ახალი კონტრაკტის გაფორმება.პირველ რიგში ამაზე უნდა იზრუნონ და შემდეგ იფიქრონ ახალ ტრანსფერებზე.რაც შეეხება პოგბას საკითხს,გუშინ გამოჩნდა რომ რაღაც მართლა ვერ არის კარგად და დალაგებული ტაქტიკაც ერთ წუთში შეიცვალა,იმედია სევილიასთვის ამას გაითვალისწინებს.მატიჩი გუშინ მისთვის შეუფერებელ ადგილას იდგა და იმედია პოგბა გვეყოლება შემდეგი მატჩისთვი.

ისეთ მატჩშებშიც როდესაც ორი დაცვითი ტიპის ნახევარმცველით ვთამაშობთ მაშIნაც ვუშვებთ ასე მიყოლებით გოლს და ვერც კი წარმომიდგენია ასე რომ არ ეხმარეოდეს ნახევარდაცვა დაცვას მაგ ფუნქციებში რამდენად მეტი გაგვივიდოდა

დღეს თუ ვინმეს ჰგონია რომ ნორმალური დაცვა გვყავს ძაან ცდება.ერთადერთი დაცვაში ბაილი და ვალენსია არიან იმ დონის რომ მაგათი დაყენება ღირდეს,დანარჩენი არაფრად არ ღირს.პირველ რიგში მასეთ ხარხახურას მოვიშორებდი და მოვიყვანდი წესიერ ხალხს დაცვაში.ჩელსის ჩვენზე მეტად არ უჭირს დაცვა და ეგენი თამაშობენ ორი დაცვითი ტიპის ფეხბურთელით და ამ დაცვის ფონზე ჩვენ რომ ვითამაშოთ არ არის გასაკვირი,მაგრამ არის ბევრი ისეთი პრობლემა რომელიც ამ ფორმაციისთვისაც არ უნდა იყოს ისეთი დონის ხარვეზები რომელიც გადაცემათა სიზუსტესა და ბურთთან ერთად მუშაობას ეხება.
0
№4
ავტორი: vale13
18 თებერვალი 2018 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Es aq unda darches minimum 100weli magal doneze itamashebs
0
№5
ავტორი: PaLoMo
18 თებერვალი 2018 19:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
მაგას თუ მიხვდა კაი ბიჭია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
ყველაზე მაგარი ხარ love
0
№7
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2018 19:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე საჭირო ფეხბურთელი ხარ გუნდში და გუნდის საუკეთესო კაცი უკვე მერამდენე წელია
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დავიდ კედელი დე ხეა :))
0
№9
ავტორი: kantona-7
18 თებერვალი 2018 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დათუნა ყველაზე მაგარო დიდი ხანი უნდა დატჩე ჩვენთან<3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top