თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 17:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1624,
კომენტარები: 10
მოურინიო "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატად ჯერ არ მიიჩნევს
ჟოზეს თქმით, მერვედფინალში ტურნირის მოგებაზე ფიქრი არ ღირს.
მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვდედფინალში მისი გუნდი ტურნირის მოგების კანდიდატად არ ითვლება.

"წითელ ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დევიდ მოიესის მთავარი მწვრთნელობის შემდეგ არ უთამაშიათ, ოთხშაბათს კი გუნდი "სევილიას" ეწვევა "რამონ სანჩეს პისხუანზე" და 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "იუნაიტედი" გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების შედეგად მოხვდა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ჟოზე მიიჩნევს, რომ მერვედფინალში მისი გუნდი ტურნირის მოგების კანდიდატად არ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ამ ეტაპზე დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ თუ მეოთხედფინალში გავა, შემდეგ უკვე გაუჩნდება რეალური შანსი.

"როცა მერვედფინალში ხარ, საერთო გამარჯვებულზე ლაპარაკი არც კი ღირს. ამ სტატუსით ის გუნდები სარგებლობენ, რომლებიც წლიდან წლამდე აღწევენ ტურნირის გვიანდელ სტადიებამდე.

ამჟამად ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი გუნდი ვართ იმათ შორის, რომლებიც მერვედფინალში თამაშობენ. საფუძვლიანი მიზეზი მაშინ გვექნება, თუკი მეოთხედფინალში გავალთ: ამ ეტაპზე უკვე შეიძლება გამარჯვების კანდიდატებად ჩავითვალოთ.

როცა ტურნირზე რვა გუნდი რჩება, კენჭისყრას საინტერესო სცენარის განვითარება და ნახევარფინალამდე თუ ფინალამდე გზის გაკვალვა შეუძლია. მაგრამ ახლა ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
18 თებერვალი 2018 17:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არც ინტერი იყო ფავორიტი და მითუმეტეს პორტო მარა კი მოიგე შე ჩატლახო კაცო :)) იქნება პატარა სულპრიყი გაგვიჩარო
1
№2
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 17:47
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რა თქმა უნდა, რომ ფავორიტად არ ვითვლებით, ამას ყველა ხედავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ ფეხბურთს თამაშობენ ფავორიტები. ლიგაზე უბრალოდ ჟოზეს იმედი მაქვს. ორმატჩიან შეხვედრებში ყოველთვის კარგი იყო მოუ.
1
№3
ავტორი: gache1991
18 თებერვალი 2018 18:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
პსჟ გავარდება, ბარსა ჩელსიდან ერთერთი გავარდება, შახტარი რომას წყვილი საშიში არაა, იუვე ტოტედან იუვე თუ გავარდა ჩვენთვის უკეთესი ტოტე კაი გუნდია მარა ლიგაზე ორ თამაშიანში გავცდებით.ჯერ სევილიაზე უნდა იფიქროთ და გავიაროთ და მერე კენჭისყრაზეც ბევრია დამოკიდებული
0
№4
ავტორი: vale13
18 თებერვალი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Sheudzlebeli araferia
0
№5
ავტორი: Old Red Devil
18 თებერვალი 2018 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ეს კაცი რას ეწევა ეგეთს? პრემიერ ლიგა მას შემდეგ რაც ლესტერმაც კი მოიგო ჩემპიონობა ნელ-ნელა შემტევ ფეხბურთზე გადადის. სიტი ტოტენჰემი ლივერპული. ყველა ეს გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს აჩენებს უტევენ და შედეგს დებენ. ამის სტილი მოძველდა ვისაც არ ეზარება მოურინიოს ტაქტიკას გაარღვევს.არადა ყველა მნიშვნელოვანი თუ ფაიზაღი 3 ქულიანი მატჩები გაანიავა გუნდმა.ვერავინ იტყვის ხალხი არაა და რა ქნასო.მაურმა ახალ ეტაპზე გაიყვანა გუნდი, ახალი ხალხი მოიყვანა.მაგრამ ის არაა გუნდური სტილის მიმყოლი. მარსიალი რეში ლუკაკუ პოგბა მატიჩი მატა სანჩესი.სუპერ სასტავია მეკარის გარდა თითქმის ყველა შემტევია, ყველა ჯანმრთელი მაგრამ მოგება არსად არაა. გამოდის მესაჭე არ ვარგა ბუბლიკ derpgop ჩემი აზრით ეს არაფერი მეტის მომგები არაა.ასე იყო ჩელსიშიც მოვიდა 1-2 სეზონი გაიბაბანა და მერე ფერგიმ პირში მიცა wink ყველგან ასე იყო. აღარაა მაურინიოს დრო მოძველდა.
1
№6
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჯერ ადრეა მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჩვენი გუნდის სახელი love
0
№7
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2018 19:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ ადრეა რამეზე ლაპარაკი. ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ საერთოდ მერვედფინალში რომ ვართ ეგეც შეიძლება ვერ წარმოიდგინო
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მსვლელობისას გამოჩნდება კიდე რა და როგორ
0
№9
ავტორი: kantona-7
18 თებერვალი 2018 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძალიაან კარგად ლაპარაკობს მოუ და მეც ვეთამხმები მაგრამ არდაგვავიწყდეს მოუ რიგორი ცბიერია და უცებ შეიძლება ფინალში ამოვყოთ თავი როცა ფავორიტად არავინ გვთვლის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: vincent
18 თებერვალი 2018 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ბოლო რამდენიმე მატჩში ისეთ ფეხბურთს თამაშობს გუნდი,საკმაოდ ბევრი სანერვიულო გამოჩნდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top