თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 16:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1522,
კომენტარები: 10
მოურინიო: "სკოტი უფრო მეტს იმსახურებს"
მოურინიო ფიქრობს, რომ მაკტომინეის სათანადო პრაქტიკა არ აქვს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ სკოტ მაკტომინეის აქებს და პოლ პოგბას გარკვეულ საკითხებზე მიანიშნებს.

სანამ ფრანგი ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩში "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ ავადმყოფობის გამო უქმობდა, სკოტ მაკტომინეი 4-3-3 სქემაში "იუნაიტედის" მაისურით შესანიშნავად ასპარეზობდა.

პრესა ირწმუნება, რომ პოგბასა და მოურინიოს ურთიერთობა ბოლო დროს დაიძაბა, რაც ხშირ შეცვლებსა და სათადარიგოთა სკამზე დატოვებაში გამოიხატა.

მაკტომინეის შექებისას მოურინიომ მის ცხოვრების სტილზეც გაამახვილა ყურადღება, რაც პოგბას სტილისგან სრულიად განსხვავდება.

"ჰადერსფილდთან" პოგბას არყოფნისა და სხვების შესახებ შეკითხვის დასმის შემდეგ მოურინიომ უპასუხა: "რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მათ ნაცვლად გვყავდა ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან, ძალიან კარგად ითამაშეს.

გულახდილად ვფიქრობ, რომ სკოტი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე იღებს. იმიტომ, რომ მისი პროფილი ასეთია: ნორმალ ვარცხნილობა, არავითარი ტატუ, არც კარგი მანქანები, არც ძვირფასი საათები. თავმდაბალი ბიჭი, რომელიც კლუბში ცხრა თუ 10 წლის ასაკში მოვიდა.

გასულ სეზონში ლამის დაგვტოვა და წავიდა, ვინ იცის, სად, ვინ იცის, რომელ დივიზიონში იქნებოდა ახლა. ჩვენთან კი შვიდჯერ თუ რვაჯერ ჩაატარა სრული მატჩი. აქ საუბარი არ არის 5 ან 10 წუთზე. შვიდჯერ თუ რვაჯერ ჩაატარა სრული მატჩი ყველა ტურნირზე - პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, ინგლისის თასსა და ქარაბაო თასზე.

ვფიქრობ, ეს ბავშვი ცოტა უფრო მეტს იმსახურებს და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ინგლისის სკოტი აკლია. მე რომ ალექს მაკლიში ვყოფილიყავი, პირველი, რასაც ვიზამდი, ეს სატელეფონო ზარი იქნებოდა და მას ვეტყოდი, "ჩემთან წამოდი".


წყარო: metro
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
18 თებერვალი 2018 16:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მანქანაები და საათები და ვარცხნილობა ვისი ნამიოკიც არი ალბათ ყველა მიხვდა;)) ვნახოთ როგორ გაიზრდება თავის დროზე კლევერლისაც იგივე პრესა ქონდა..ისე მიუნხენის ტრაგედიის 60წლისთავზე იყო მომენტრი როცა ფერგიუსონმა უთხრა მოურინიოს მაკტომინი ხშირად გამოიყენე და ათამაშეო.სევილიასთანაც თუ არ იყო პოგბა აიი მერე უკვე მეც დავიჯერებ ამ გაზეთების პანიკას:))
0
№2
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 16:33
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დიდ მატჩებში ვერ ენდობი მაკტომინის.
0
№3
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჯერ ერთი სულ რამოდენიმე თამაში ითამაშა პირველ გუნდში და არაგმონია ამას იმხელა ხელფასი ქონდეს რაც ჟოზემ ჩამოთვალა მაგის დათრევის საშუალება ქონდეს ნუ შედარებითია ყველაფერი ძალიან ძვირად ღირებულს ვგულისხმობ wink
0
№4
ავტორი: dybbuk
18 თებერვალი 2018 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ამ ბიჭის განსაკუთრებულ ნიჭს მე ვერ ვხედავ და ზოგადად არ მიჭირს ახალგაზრდების პერსპექტივის შეფასება, ნუ სკაუტი არ ვარ :D მაგრამ საკმაოდ ადეკვატურად შემიძლია ვთქვა ამა თუ იმ ფეხბურთელზე მოკრძალებული 2 სიტყვა, უბრალოდ მაკტომანის ესეთი ქებადიდება მემგონი გადამეტებულია, იმედია ვცდები და შეძლებს იუნაიტედის დონის თამაშის ჩვენებას, მაგრამ ჯერჯერობით ეგეთის არაფერი ეტყობა
0
№5
ავტორი: kobinio
18 თებერვალი 2018 17:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კაი ფიყიკის მქონე ბიჭია და კიდევ თუ დაიხვეწება წელს კარგი ბიჭი იქნება.პრიჩოსკა მოტ...ლი პოგბა ალბათ :))
0
№6
ავტორი: PaLoMo
18 თებერვალი 2018 19:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
martalia shecdomebi daishva gadacemebshi da cota pzonad iqceoda rig momentebshi,magram gamoizrdeba kai naxevarmcveli essa.magalicaa da imedia meore sartulze cebtrshi es iqneba ntavarii.(momavalshi)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2018 19:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მევასება ამის თამაშის ხილვა, შეიძლება დიდი ვერაფერი მაგრამ ყველა ბურთზე მაინც იბრძვის სხვებისგან განსხვავებით
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
18 თებერვალი 2018 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ჯერ მაინც ადრეა ამის გრანდებთან ტამაში უნდა აყომარო სიკო გუნდებთან
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დახვეწა უნდა, შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში
0
№10
ავტორი: kantona-7
19 თებერვალი 2018 02:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ამბიჭისგან კაი იგროკი დადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top