თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 13:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1640,
კომენტარები: 5
ჟოზე: "ასისტენტებს ვუთხარი, მოეკეტათ"
მოურინიოს რეაქცია საკამათო გადაწყვეტილებაზე.
ჟოზე:
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰადერსფილდის" მატჩში სალაპარაკო თემა გააჩინა ხუან მატას მიერ შეხვედრის პირველ ტაიმში გატანილი გოლის გაუქმებამ.

მატჩის მთავარმა არბიტრმა კევინ ფრენდმა თამაშგარის დაფიქსირების სისწორის მიზეზით ვიდეო მსაჯის სტუდიას ნეილ სუორბრიკთან კონსულტაციის შემდეგ მიმართა და რამდენიმე წუთიანი ყოყმანის შემდეგ ესპანელის გოლი გააუქმა. BT სპორტის მიერ წარმოდგენილ ფოტოზე, რომელსაც მაღლა ხედავთ, ნათლად ჩანს, რომ თამაშგარე არც ისე აშკარაა და კითხვებს იწვევს. შესაბამისად, ასეთმა სურათმა კითხვები გააჩინა და მოურინიო სწორედ ამის შესახებ საუბრობს.

"მთელი კვირის განმავლობაში ვამზადებდი ჩემს თავს, რომ ასეთ სიტუაციაში ჩემი ემოციები გამეკონტროლებინა. გოლს იტან და არ იცი, უნდა აღნიშნო თუ არა. ბედნიერი ხარ თუ არა? მე სულაც არ ვიყავი ბედნიერი, რადგან დავინახე, რომ კევინ ფრენდი ყურსასმენს შეეხო, ვიცოდი, რომ რაღაც ხდებოდა. ეჭვი კი საუკეთესო ემოცია ნამდვილად არ არის.

თუ გადაწყვეტილება ჩემი გუნდის საწინააღმდეგოა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა, კმაყოფილი ვარ, რადგან მე სიმართლე მსურს და ხანდახან ეს ჩემი გუნდის სასარგებლოდა, ზოგჯერ კი - საწინააღმდეგოდ. მაგრამ მოვისმინე კომენტარები, რომ გვერდითი მსაჯი იყო მართალი და არა სტუდია. ვფიქრობ, ეს საცდელი პერიოდია. პორტუგალიაში ვიდეო რეფერი ყველა მატჩზე გვაქვს. შერეული დამოკიდებულება მაქვს ვიდეო რეფერისთან დაკავშირებით, რადგან კარგიცაა და ცუდიც. ამან უნდა აღკვეთოს ცუდი და გახადოს იდეალური.

საოცარი შეგრძნებაა, როცა სიმართლე ირკვევა, მაგრამ პრობლემებიც არსებობს. ერთ-ერთი პრობლემა დღეს მომხდარია, რაც პროტოკოლის საწინააღმდეგოდ მიდის. ამის დანიშნულება "ცხადი და უდავო სიტუაციაა" და, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ცხადი და უდავო. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ეს საცდელი მექანიზმია და უნდა შევეგუოთ, თანაც 2-0 ანგარიშის შემდეგ ვლაპარაკობ.

შესვენებაზე ჩემს ანალიტიკოსებსა და ასისტენტებს ვუთხარი, მოეკეტათ! არ მინდოდა, ჩემს ფეხბურთელებს სცოდნოდათ, რაც მოხდა. სჯობდა, ფეხბურთელებს ჩაეთვალათ, რომ თამაშგარე იყო და მოედანზე კომპიუტერის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არ გასულიყვნენ. ვამბობდი "მოკეტე - უნდა გავაგრძელოთ". ერთი დღე ჩვენ სასარგებლოდაც მიიღებენ გადაწყვეტილებას."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ise martla Ra qnes Es:)))
0
№2
ავტორი: LASHQARA
18 თებერვალი 2018 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კარგია როცა მწვრთნელი ესე ექცევა მოთამაშეებს, რაც ბოლოს წავიკითხე დიდ პროფესიონალიზმზე მიუთითებს, თამაშის დროს სიბრაზე, ყოველთვის წამგებიანია. love am
0
№3
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 16:14
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მანჩესტერმა დააბრძენა ჟოზე
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვიდეო რეფერიმ სწორი გადაწყევტილება უნდა მიიღოს და თუ ისევ საკამათო დარჩა რა აზრი აქ
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
19 თებერვალი 2018 06:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
აი კლასიკოს ყველა უყურებთ და აი იქ PES ის დახმარებით კეთდება მოდელირება სიტუაციის და 3განზომილებაში გადაჰყავთ.იგივე სისტემა უნდა ამოქმედდეს საერთოდ რაც კომპიუტერულ თამაშში თვლის ოფსაიდია თუ არა.მაისურებში უნდა ქონდეს ჯიპიეს ტრეკერი რომლებიც ახლაც უდგათ მაგათ სტატისტიკის დასადებად თამაშის ბოლოს და მთელი მოედნის ტრეკინგით სავსებით ადვილია გამეორების გარეშეც იკივლოს კომპიუტერმა და დააფიქ****ს აფსაიდი.უბრალოდ აქ უკვე მანიპულირების საშუალება უფქრება მსაჯს და მერე ფული რაში უნდა გაკეთდეს?თან რამხელა ფული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top