თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 12:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1324,
კომენტარები: 6
ჟოზეს ვერდიქტი "ჰადერსფილდთან" გამარჯვებაზე
მოურინიომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ჟოზეს ვერდიქტი
კმაყოფილმა ჟოზე მოურინიომ "ჰადერსფილდ თაუნთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ რამდენიმე თემა განიხილა.

"ნიუკასლთან" განცდილი მარცხის შემდეგ "წითლებმა" კომპენსირება მოახერხეს და ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩში გაიმარჯვეს. რომელუ ლუკაკუმ მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა და ყველა ტურნირზე თავისი 21-ე გოლი გაიტანა, მაგრამ ხუან მატას მიერ გატანილი ბურთი ვიდეო რეფერიმ გააუქმა და მიზეზი თამაშგარე მდგომარეობა გახდა.

გამარჯვებისთვის ჯილდოდ ტურნირის მომდევნო ეტაპზე "ბრაიტონთან" საშინაო დაპირისპირება იქცა.

მატჩის შემდეგ კი მოურინიომ შემდეგი თემები მიმოიხილა.

რთული მატჩი

"ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. რთული იყო, მაგრამ კარგად დავიწყეთ. მეორე ტაიმში გატანილი მეორე გოლით, ვფიქრობ, თამაში მოვკალით და იმ მომენტიდან უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით სადავეებს. კარგი კონტრ-შეტევები, ორჯერ გამოყენებული სივრცე. მეკარის პირისპირ ყოფნისას ორჯერ მივიღეთ ცივსისხლიანი გადაწყვეტილება, კარგი დარტყმები, კარგი გოლები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გოლები."

თასზე პროგრესირებით კმაყოფილი

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით. ბედნიერი ვარ, რომ მატჩი მოვიგეთ, განსაკუთრებით მარცხის შემდეგ. ეს ისეთი თამაში იყო, სადაც ფრე დრამას არ შექმნიდა. მატჩის "ოლდ ტრაფორდზე" გადატანა ჩვენთვის დრამა ნამდვილად არ იქნებოდა."

ქება-დიდება "ჰადერსფილდსა" და "წითლების" მცველებს

"რთული თამაში იყო - მათ სრულიად სხვა მიდგომა ჰქონდათ, ვიდრე პრემიერ ლიგაში. დევიდ ვაგნერმა იცის, რომ პრემიერ ლიგაში დასარჩენად ქულა არ სჭირდება. მან იცის, რომ წინ უნდა იაროს და ასეც მოიქცნენ. პირველი ტაიმის უმეტეს ნაწილში სახიფათოდ გვიტევდნენ. ისინი კარგი დაცვითი სამუშაოს შესრულებას გვაიძულებდნენ - ვიქტორი და კრისი, ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ რთულ შეხვედრაში. მეორე ტაიმს კი ჩვენ ვაკონტროლებდით. გოლი მაშინ გავიტანეთ, როცა თამაშს ვაკონტროლებდით და მერე მეორე ტაიმის დარჩენილ ნაწილშიც ჩვენ გვეპყრო სადავეები, რაც კარგი იყო."

ითამაშებს პოგბა "სევილიასთან"?

"არ ვიცი პოლის შესახებ. მატჩის წინ ვთქვი, რომ ექიმმა მითხრა დღეს დილას, პოგბა ვერ წამოვიდოდა. გუშინ კარგი ტაქტიკური სესია გვქონდა და შემდეგ ახალი გუნდის მომზადება გახდა საჭირო. უბრალო კურიოზულია, პოლი კერიკმა შეცვალა. პოგბას 4-3-3 სქემაში მარცხნიდან უნდა ეთამაშა. მატიჩი ნომერ ექვსად დადგებოდა, ხოლო სკოტი მარჯვნივ. შემდეგ კი მატიჩი გადავიყვანეთ მარცხნივ, მისი საყვარელი პოზიცია ნამდვილად არ არის და მაიკლმა დაიკავა ექვსიანის პოზიცია. ახლა პოლზე ფიქრის დროა, უნდა გავიგოთ, რა მოხდა და რატომ არ გრძნობდა თავს კარგად, დაგვეხმარება თუ არა ოთხშაბათს. ახლა ინფორმაციას უნდა დაველოდოთ".

ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Imedia iqneba seviliastan da male daibrunebs dzvel formas
0
№2
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 13:13
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
აშკარაა რომ რაღაც ხდება ჟოზესა და პოგბას შორის.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი ტრამვირებული დაგროვდა უკვე, იმედია პოგბა მაინც ითამაშებს
0
№4
ავტორი: gaga1987
18 თებერვალი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ragac kai suni arasdis am ambavs.imedia vcdebi da yvelaferi kargadaaaa gundshi.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2018 13:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლუკაკუ კარგი იყო, ითამაშა კარგად და გაიტანა ორი გოლი, მაგრამ შეტევას თვითონ რომ იწყებდა გათამაშების ზონაში, ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდა. ტიპი ისეთ ადგილებში და ისეთი მიმართულებით და სიძლიერით აკეთებდა პასს, რომ ვიფიქრე, ბურთთან წესიერად მოპყრობის არაფერი ამას არ ეტყობა

ისე, პასის მიღების დროს ბურთთან პირველად შეხებისას რა ცუდია რომელუ areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: bziki
18 თებერვალი 2018 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პოგბას ირგვლივ სიტუაციას რაც შეეხება ჟოზე მიდის დათმობაზე და იმედია პოგბაც გაბრაბებული ბავშვივით არ მოიქცევა ისევ თავის ავს ავნებს.
ჟოზე აშკარა დათმობებზე მიდის მეტი რაღა ქნას ცვლის ტაქტიკას 3 ნახევარმცველზე გადადის,ცუდი ისაა რო ერერეაა მკვდარიაა და ან ბებერი კერიკის ან გამოუცდელი მაკტომინაის უწევთ ეგ მესამე ნახევარმცველობა რთულ თამაშბში სადაც ტემპი მაღალი იქნება რამდენათ დაეყრდნობი კერიკს ეგაა საქმე თორე მაკტომინაის ვერ დაეყრდნობი.
გამოჩნდა რო შესაბამისის კადრის ყოლის შემთხვევაში ჟოზე პოგბას გაწევს მარცხნივ,ცუდი ისაა რო სეზონის ბოლომდე უნდა მოეცადა პოგბას და მერე ქონოდა ულტიმატუმები და მოთხოვნები(ისე პოგბას ვეთანხმები მე ვერ აჩვენებს ეგ კაცი თავის მაქსიმუმს საყრდენზე მითუმეტეს რთულ თამაშებში, არაა მზად ჯერ ეგეთი როლისთვის მარტომ დაიჭიროს ცენტრი) ვნახოთ ტრანსფერები გასცემს ბვრ კითხვას პასუხს მინიმუმ 2 კაცია საჭირო ცენტრში,ერთი ძირითადის და ერთი ზამენა მე პირადათ ერერასაც,ფელაინსაც და მაკტომინაისაც გავუშვებდი და კიდევ ერთ ახალ სისხლს დავამატებდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top