თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 12:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1392,
კომენტარები: 7
მეოთხედფინალში გადათამაშება არ იქნება
ნახევარფინალისტის ბედი "ოლდ ტრაფორდზე" გაირკვევა.
მეოთხედფინალში გადათამაშება არ იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის მეოთხედფინალში "ბრაიტონ ენ ჰოუვ ალბიონს" დაუპირისპირდება" და ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობას "ოლდ ტრაფორდზე" გაარკვევს.

"წითლები" "თოლიებს" 1983 წლის ინგლისის თასის ფინალშიც დაუპირისპირდნენ და მაშინ "იუნაიტედმა" "უემბლიზე" პირველი შეხვედრის 2-2 დასრულების შემდეგ, გამეორებითი მატჩი 4-0 მოუგეს. "ბრაიტონმა", რომელიც პრემიერ ლიგაში ამჟამად მე-14 ადგილს იკავებს, 1986 წლის შემდეგ პირველად გავიდა მერვედფინალში.

"იუნაიტედმა" კრის ჰიუტონის გუნდი პრემიერ ლიგის ეგიდით უკვე დაამარცხა "ოცნების თეატრზე", როცა ეშლი იანგის დარტყმული "თოლიების" მცველ ლიუის დანკის ავტოგოლის შემდეგ ერთადერთი აღმოჩნდა.

"იუნაიტედს" ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ გოლი არ გაუშვია და ზედიზედ მეოთხე სეზონში გავიდა მეოთხედფინალში.

"ბრაიოტნთან" შეხვედრას გუნდი 16-დან 19 მარტამდე რომელიმე დღეს გამართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 მარტს პრემიერ ლიგის ეგიდით "ვესტ ჰემთან" დანიშნული მატჩის თარიღი შეიცვლება.

გასულ სეზონში წესებში შეტანილი ცვლილებების გამო მეოთხედფინალში გადათამაშება არ იქნება და გამარჯვებულის ვინაობა "ოლდ ტრაფორდზე" გამოვლინდება.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
18 თებერვალი 2018 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არავინ თქვას რომ არ გვიმართლებს love am
1
№2
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian kargi Ese jobia naklebi tamashi Iqneba da naklebad daitvirtebian
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 13:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერია, გადათამაშება ისედაც ცუდი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში
0
№4
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 13:10
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რა დრო დაგვიდგა, სეზონის გადარჩენისთვის ინგლისის თასს შევნატრით. არაუშავს, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო, ნათქვამია :)))))
0
№5
ავტორი: F1RSTA
18 თებერვალი 2018 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ციტატა: Svani
რა დრო დაგვიდგა, სეზონის გადარჩენისთვის ინგლისის თასს შევნატრით. არაუშავს, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო, ნათქვამია :)))))

ეგ ლივერპულზე ჯდება მაგრად:დდდ
0
№6
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2018 13:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არა მგონია, გადათამაშება დაგვჭირვებოდა. ბრაიტონს სახლში უნდა მოვუგოთ ყველა შემთხვევაში. ნახევარფინალები კი მაგარი წყვილები გამოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: temo-scholes
18 თებერვალი 2018 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: RojoDiablo
არა მგონია, გადათამაშება დაგვჭირვებოდა. ბრაიტონს სახლში უნდა მოვუგოთ ყველა შემთხვევაში. ნახევარფინალები კი მაგარი წყვილები გამოვა

მეც ზუსტად ეგრე მგონია და მაგის მოლოდინში ვარ....))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top