თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2013, 14:09
ავტორი: sLipa ;x,
ნანახია: 1535,
კომენტარები: 9
პროექტი სახელად ”მენეჯერი” | sLipa's Team |
პროექტი სახელად ”მენეჯერი”
პროექტი სახელად ”მენეჯერი” | sLipa's Team |
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა და საკმაოდ საინტერესეოდ შეიძლება პროექტის პროცესში განვითარება. დიდი სიამოვნებაა ჩემთვის მონაწილეობის მიღება და ამისათვის მინდა ხაზგასმით გადავუხადო მადლობა ავტორს და რა თქმა უნდა საიტს.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ გუნდს, ჩემთვის ოპტიმალური ტაქტიკა არის 4-2-3-1, ვინაიდან ვფიქრობ, რომ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელია 2 ცენტრალური ნახევარმცველის გარეშე თამაში მით უმეტეს იმ გუნდებთან, რომლებიც მიჩვეულნი არიან ბურთის გორაობას და ცენტრის კონტროლს. შემადგენლობის დასაკომპლექტებლად მომიხდა რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება და რა თქმა უნდა მოყვანა.

გაყიდული ფეხბურთელები : ჯონი ევანსი (11.5 მილიონი) ანდერსონი (10.5 მილიონი) დარენ ფლეტჩერი (6.6 მილიონი) ტომ კლევერლი (11 მილიონი) ეშლი იანგი (22 მილიონი) და დენი უელბეკი (15 მილიონი). ჯამში მივიღე 74.6 მილიონი და ამას დავუმატოთ 60 მილიონი = 134.6 მილიონს ..

შეძენილი ფეხბურთელები : მაც ჰუმელსი (21 მილიონი) გლენ ჯონსონი (10.5 მილიონი) მარუან ფელაინი (24.5 მილიონი) ლუკა მოდრიჩი (31 მილიონი) გარეტ ბეილი (37 მილიონი). ჯამში 134 მილიონი.

მეკარე .. პირველი მეკარე დავიდ დე ჰეა, რომლის პერსპექტივაზე ლაპარაკი შორს წამიყვანს და ნომერ მეორე მეკარე ლინდეგაარდი, ამ მეკარესთან პრეტენზია არ უნდა ქონდეს არავის, ჩინებული მეორე მეკარე გვყავს, ბევრი გრანდის ძირითადსაც რომ გამოკრავდა ხელს ისეთი.

რატომ გავუშვი ? .. იმის გათვალისწინებით, რომ ევანსი უკვე პატარა ბიჭი აღარაა, მისი პერსპექტივები ნელ-ნელა ქრება და მისი დახვეწა არაფრით არ ხერხდება, ვთვლი რომ მისი გაშვება მართებულია. რაც შეეხება ანდერსონს ყველასთვის სამწყხაროდ იგი ვერ ახერხებს ვერაფრით გამოავლინოს მისი ნიჭი და მონაცემები იმის გამო, რომ თითქმის სულ ტრავმები აწუხებს და არც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული მონდომებით და შეუპოვრობით, რაც ელემენტარულად მის წონას რომ დააკვირდეთ მარტივად ჩანს. მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა პირადად მე დარენ ფლეტჩერის კარიერის აღარ მჯერა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ მას ძალიან მძიმე დაავდება ქონდა, თითქოს დაძლია მაგრამ საბოლოოდ გამოდის რომ არასდროს არაა მზად სათამაშოდ. ტომ კლევერლის გუნდიდან გაშვება გამოიწვია ჩემ მიერ მოყვანილმა ორმა ფეხბურთელმა. ტომისთვის უბრალოდ აღარ რჩება დრო და ჯობია მივცეთ მას შანსი სხვა გუნდში ითამაშოს ფეხბურთი. ეშლი იანგი არის იმ ფეხბურთელთაგანი, რომლის იმედზე ვერ იქნები, ვთვლი რომ არ არის იუნაიტედის დონის და ამას ემატება ტრავმები ტრავმები და ტრავმები. დენი უელბეკი კი მარტო იმიტომ არ გამიყიდია რომ 15 მილიონი მიმეღო, ვფიქრობ რომ უპრიანი იქნება რომ ეს ბიჭი გადავიდეს სხვა კლუბში და იქ გამოავლინოს ნიჭი, რომელიც მანჩესტერში მინიჭებულ მცირე დროში რთულია გამოავლინო.

რატომ ვიყიდე ? .. გუნდში მოვიყვანე ჩამოხალიბებული ფლანგის მცველი გლენ ჯონსონი, რომელსაც შეუძლია, როგორც ამრცხნივ ისე ამრჯვნივ თამაში და ამით გადავჩერი პრობლემა, რომელსაც რაფაელის ტრავმა იწვევდა, შესაბამისად აღარ მოუწევთ ხან სმოლინგს ხან ფილ ჯონსს მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში. რიოს და ვიდიჩს ნელ ნელა ემატებათ ასაკი და შესაბამისად აკლდებათ ფიზიკური მონაცემები, ამიტომ საჭიროა ნელ ნელა მათი ჩანაცვლება. გუნდში არის უპერსპექტიულესი ფილ ჯონსი და ასევე ძალიან კარგი ახალგაზრდა კრის სმოლინგი დავუმატოთ ამას უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ვარსკვლავი მაც ჰუმელსი და დაცვის ხაზში პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა როგორც ამჟამად ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ვფიქრობ იუნაიტედის ყველაზე სუსტი წერტილი ნახევარდაცვის ხაზია, სწორედ ამიტომ გუნდი გავაძლიერე მარუან ფელაინით და ლუკა მოდრიჩით. ჩემი აზრით ეს ორი ფეხბურთელი დაბადებულია ინგლისის პრემიერ ლიგისთვის და იდეალური ტანდემია ინგლისში სათამაშოდ. ამას დავუმატოთ უბრალოდ გენიალურ ფორმაში მყოფი მაიკლ კერიკი და ცენტრალური ხაზიც დაკომპლექტდა. იანგის გუნდიდან წასვლას შევსება დაჭირდა და ტოტენჰემიდან გადმოვიბირე გარეტ ბეილი, რომელიც მეორე სეზონია უკვე იქცა უნივერსალურ ფეხბურთელად და აღარ არის ის უბრალოდ სწრაფი მარცხენა ნახევარმცველი, მას შეუძლია დაიწყოს და დაამთავროს შეტევა როგორც ცენტრიდან ასევე მარჯვნიდან, ასე რომ ნანი ვალენსიას დუეტს ბეილი ტრიოდ აქცევს და შეტევა ბევრად გაძლიერდება.

თავდასხმა: არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, დენი უელბეკის წასვლით გუნდში დარჩა სამი სუპერ თავდამსხმელი, რომლებიც ერთმანეთს შეავსებენ იდეალურად.

ძირითადი შემადგენლობა:

პროექტი სახელად ”მენეჯერი” | sLipa's Team |

მეორე შემადგენლობა:

პროექტი სახელად ”მენეჯერი” | sLipa's Team |

P.S .. შემადგენლობის მიღმა დარჩა ერთადერთი ფეხბურთელი ნიკ პაუელი, რომელიც ვარჩიე ტომ ქლევერლის. ტომსა და ნიკის ასაკებს შორის სხვაობა 5 წელია. აი რაც სეეხება სათამაშო კლასს ვფიქრობ პაუელი მომდევნუ 5 წელში გახდება ბევრად კარგი ფეხბურთელი ვიდრე ქლევერლი.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: sLipa ;x
5 თებერვალი 2013 14:13
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
მგონი ყველაფერი კარგად გარკვევით და დეტალებში მიწერია .. ნახეთ თუ რამეა გამაკრიტიკეთ ვეცდები გაგცეთ პასუხი იმიტომ რომ ერთ სტატიაში ყველაფრის დაწერა რთულია არის ნიუანსები რასაც ვერ დაწერ მაგრამ შეიძლება კითხვაზე პასუხით დააკმაყოფილო მკითხველი ..
0
№2
ავტორი: UTD-Rule
5 თებერვალი 2013 14:17
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
პირველი გუნდი კარგია,მაგრამ თუ პერსქპექტივებზე არის საუბარი ტომ ქლევერლი არ უნდა გაგეშვა მგონი nope2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: sLipa ;x
5 თებერვალი 2013 14:19
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
UTD-Rule,
მე ტომ ქლევერლის ნიკ პაუელი ვარჩიე და ანუ პერსპექტივაც გავითვალისწინე ..
0
№4
ავტორი: chicharitoo14
5 თებერვალი 2013 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მე ტომს და ველბეკს არ გავუშვებდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ნემანიამ დაურეკა ვლადიმირის მამას და სთხოვა, რომ ბანკში გაეხსნა ანგარიში, რათა ოდნავ დახმარებოდა მას. სულ ცოტა ხსნის მერე მის ანგარიშზე "წითელი ეშმაკაების" კაპიტანმა გადმორციხა არც მეტი არც ნაკლები 126000 ევრო. გაოგნებულმა და თავზარდაცემულმა მამამ უკან გადმოურეკა და კითხა ვიდიჩს თუ სად დაეხარჯა ამდენი ფული. მცველმა ურჩია, რომ მას ბინა ეყიდა ბელგრადში. საბოლოოდ ვლადიმირის მამამ დაუჯერა და შეიძინა ახალი ბინა რომლის ნომერი არის 15 (რა თქმა უნდა ვიდიჩის საპატივცემულოთ)
№5
ავტორი: BERDI
5 თებერვალი 2013 14:36
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
sLipa ;x,
dzalian kargia yvelas ratqmaunda tavusi mosazreba aqvs ama tu im fexburtelze. chemi azrit kleverlt da jonsi sawiro xalxia ravi me ese vtvli. mtlianobashi dzalian kargia sagil
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: love united
5 თებერვალი 2013 14:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მე ცოტა განსხვავებულ გუნდს წარმოგედგენთ დღეს საღამოს ან ხვალ...
0
№7
ავტორი: ika-beckham
5 თებერვალი 2013 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
yvelas tavisi azri aq mara cariki ro wels formashia egre arasdros yopila..da felaini da modrichi damijere mag poziciaze ver itamasheben.tu daukvirdebi felaini tavdmasxmelebis ukan tamashobs da eseve modrichi.burtis wamomgebi arcerti aaraa, ase ro carikhi uechveli gchirdeba sayrdenze..
0
№8
ავტორი: GoGa
5 თებერვალი 2013 19:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 80
ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
0
№9
ავტორი: sLipa ;x
5 თებერვალი 2013 21:45
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
ika-beckham,
შენ ფელაინის თამაშები მარტო წელს თუ გაქვს ნანახი არ ვიცი მარა მე გეტყვი რომ აქამდე ფელაინი აპორნი იყო და მოდრიჩის თავდამსხმელის უკან თამაში სად ნახე კაცურად ? ერთში გეთანხმებ რო კერიკი ძაალიან გიჟ ფორმაშია და ანუ როტაციაა იქნება საჭირო ხშირი ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top