თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2018, 10:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1561,
კომენტარები: 9
მოურინიო: "ზაფხულში ნახევარმცველს შევიძენთ"
ჟოზე კერიკის შემცვლელს გადაიბირებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის დასრულების შემდეგ ნახევარმცველს შეიძენს, რათა მაიკლ კერიკი ჩაანაცვლოს.

36 წლის ინგლისელი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს და "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში ჩაირიცხება.

გუნდის ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველებს პოლ პოგბა და ნემანია მატიჩი წარმოადგენენ, მაგრამ მოურინიო არ მალავს, რომ კიდევ ერთ ნახევარმცველს შეიძენს.

"იუნაიტედის" სახელს "ლაციოსა" და "ნიცას" ნახევარმცველებს უკავშირებენ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისა და ჟან მიშელ სერის სახით, შესაბამისად.

"ნახევარმცველის დამატება დაგვჭირდება, რდაგან მაიკლ კერიკს ვკარგავთ. რა თქმა უნდა, გუნდში ბალანსი აუცილებელია. ეს ერთი თუ ორი თვის წინ გითხარით, როცა სატრანსფერო ბაზარზე ვლაპარაკობდით. როცა ზოგიერთი თქვენგანი ამბობდა, რომ ამ ფორვარდის, იმ ვინგერის, ამ მარცხენა ვინგერის და იმ მარჯვენა ვინგერის შეძენას ვაპირებდით, მე მაშინ ეს გითხარით.

შეგიძლიათ, ბევრი, ბევრი რამ დამაბრალოთ, მაგრამ ვერ იტყვით, რომ მოგატყუეთ. როცა რამის თქმა არ მინდა, არ ვამბობ. მაგრამ არც სხვა მიმართულებით მიმყავხართ.

ჯერ კიდევ ორი თვის წინ გითხარით, არც თავდამსხმელის და არც ვინგერის შეძენას არ ვაპირებთ, ამის ნაცვლად კი ნახევარმცველს ვიყიდით",
- განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: koksonn
17 თებერვალი 2018 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
რაღაც ჟოზეს ინტერვიუებში სიბრაზე და უკმაყოფილება ჩანს რაღაც ნიტოა შიდა სამზარეულოში. არ მინდა ბოლოს ჩელსიდან რო წავიდა ისე წავიდეს აქედანაც
0
№2
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2018 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Aucileblad gvchirdeba aucileblad
0
№3
ავტორი: Alexis7
17 თებერვალი 2018 13:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ნახევარმცველთან ერთად 1-2 მცველი უეჭველი საყიდელია.. ერთი ცენტრალური.. მაგის ფული არ უჭირთ და იმედია დაითრევენ ზაფხულში.. ისეთი მომზადებულები უნდა შეხვდნენ შემდეგ სეზონს რო პრემიერ ლიგა გარანტირებული ქონდეთ და ლიგის მოგებაზე ფიქრობდნენ.. მაინც მოურინიოა და მგონია რო ამ ყველაფერს მოახერხებს.. თავისი ხერხით მაგრამ მაინც მოახერხებს..
0
№4
ავტორი: LASHQARA
17 თებერვალი 2018 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დარჩა და მთავარი ბრძოლები წინაა, მე ისევ ჩემ აზზრზე ვრჩები და ვფიქრობ რომ 2 მცველი გვინდა ერთი ალექსანდრო რომელზეც ბევრი იწერებოდა და ნამდვილად ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, ერთი ცენტრალური, სიტიმ ლაპორტე როგორ დაითრია მაგრად მინდოდა ეგ ბიჭი ჩვენთან, მანოლასი გაასწორებდა კიდე მაგრად და დაიერი ვაბშე დაგვხატავს love am
0
№5
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2018 14:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი ხანია ეგეთი კაცი გვჭირდება და ვერა და ვერ დაითრიეს. მატიჩისნაირი ერთი რომ გვაყვდეს, ოღონდ ახალგაზრდა მაგაზე მაგარი არაფერი იქნებოდა
0
№6
ავტორი: PaLoMo
17 თებერვალი 2018 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: GeorgeBest
დიდი ხანია ეგეთი კაცი გვჭირდება და ვერა და ვერ დაითრიეს. მატიჩისნაირი ერთი რომ გვაყვდეს, ოღონდ ახალგაზრდა მაგაზე მაგარი არაფერი იქნებოდა

pagm wels reals tu ver gacda veratze sheileba chalichi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: kantona-7
17 თებერვალი 2018 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ნახევარდაცვით ვაგებთ ყველა თამაშს და იმედია ერთ ნაცევარმცველს არიყიდიან, მილონკოვიჩ-სავიჩი პიანიჩი და ისკო გვინდა ბალან**** გვქონდეს ნახევარდაცვაში+სანდრო ან როუზი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:57
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ისკო მოიყვანონ. სავარაუდოდ გაყიდიან მაგას ზაფხულში. უთანხმოება აქვს რეალში
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ კიდევ საჭიროა სწორი ტრანსფერები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top