თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2018, 10:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1659,
კომენტარები: 7
კერიკი: "ჩემს ადგილს სკოტი დაიკავებს"
კერიკი ახალგაზრდა ნახევარმცველით მოხიბლულია.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი მაიკლ კერიკი მიიჩნევს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მის ადგილს გუნდში ახალგაზრდა სკოტ მაკტომინეი დაიკავებს და 36 წლის ფეხბურთელი ამაში დაეხმარება.

რა თქმა უნდა, ტიტულებით სავსე კერიკის კარიერა ჯერ კიდევ გრძელდება და მის თაროებს კიდევ შეიძლება დაემატოს რამდენიმე მედალი, ვინაიდან "იუნაიტედი" სამ ტურნირზე ასპარეზობს. მაგრამ ბოლო დროს მაიკლი გულის პრობლემებმა შეაწუხა და მოედანზე დაბრუნებულს მხოლოდ ისღა სურს, კარიერის უკანასკნელი თვეების განმავლობაში "წითლებს" დახმარება გაუწიოს.

გუნდს კი სჭირდება ადვილად მორგებადი ფეხბურთელი ნახევარდაცვის ხაზში, რის იმედსაც იძლევა მაკტომინეი. 21 წლის სკოტმა ჟოზე მოურინიოსგან მიცემული შანსი სათანადოდ გამოიყენა და წარმატებულად იასპარეზა.

"სკოტი შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ექვსი თუ 12 თვის განმავლობაში ჩვენთან ვარჯიშებზე უფრო ხშირად ვხედავთ და პროგრესი აშკარაა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნებისმიერ ორთაბრძოლაში შედის, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. ნამდვილი ათლეტია. სწრაფი, ძლიერი და ბურთის ფლობაში კარგია. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ კარგი კარიერა შეიქმნას. უბრალოდ სწორ დროს თავის გამოჩენა სჭირდება, რასაც ახერხებდა. იმედი მაქვს, შანსებს კვლავ მიიღებს.

მას მოსმენა და სწავლა უყვარს. ახალგაზრდისთვის ამ უნარის ქონა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. რა თქმა უნდა, აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო და მაქსიმალური გავაკეთო. ვიცი, რომ ერთ დღეს ის დაიკავებს ჩემს ადგილს და ამის სულაც არ მეშინია, თავიდან არიდებას სულაც არ ვცდილობ, რადგან მომავლის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, სკოტი კი ნამდვილად არის მომავალი. მისი დახმარება ჩემი პასუხისმგებლობაა. დიდ სიამოვნებას მგვრის ახალგაზრდების გამოჩენა და მათთვის შანსის მიცემა. იქნება ეს ჩემი პოზიცია თუ სხვისი, თამაში სწორედ ასე უნდა ვითარდებოდეს და კლუბიც ამას უნდა ცდილობდეს".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Temo che
17 თებერვალი 2018 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
მაკტომინის თამაშები არმაქვს ნანახი ნუ თუ კაზემიროსავით განვითარდება კარგია მაგრამ ფაქტია მატიჩი მაინც ვერ დგას საიმედოდ და ამიტომ დაიერს ვისურვებდი ბოდიში ახალგაზდებს მაგრამ ბევრი იღებს შანს და თავს ვერადრით გვამახსოვრებს სამწუხარო რეალობაა თუნდაც რაში და მარსი ფლანგიდან ამოვარდა და სანჩესმა და მატამ ჩაანაცვლა და ეს ასე იქნება სანამ ავტობუსი არ დაბრუნდება მილანში

[quote=Temo che]მაკტომინის თამაშები არმაქვს ნანახი ნუ თუ კაზემიროსავით განვითარდება კარგია მაგრამ ფაქტია მატიჩი მაინც ვერ დგას საიმედოდ და ამიტომ დაიერს ვისურვებდი ბოდიში ახალგაზდებს მაგრამ ბევრი იღებს შანს და თავს ვერადრით გვამახსოვრებს სამწუხარო რეალობაა თუნდაც რაში და მარსი ფლანგიდან ამოვარდა და სანჩესმა და მატამ ჩაანაცვლა და ეს ასე იქნება სანამ ავტობუსი არ დაბრუნდება მილანში
0
№2
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2018 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Aris magis shansi namdvilad tumcaga jer adrea Magaze laparaki...ai me ki mgonia ro keriki magari mwvrtneli dadgeba momavashi❤️
0
№3
ავტორი: dato321dato
17 თებერვალი 2018 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
erti xuti tamashi unda gadabmit itamashos ropalasaze dajdes
0
№4
ავტორი: LASHQARA
17 თებერვალი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მივცემდი შანსს, ააქ ამ ბიჭს მოედნის ხედვა და ის პოტენციალი, რომ მიაღწიოს და შედეგი დადოს love am
0
№5
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2018 14:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგიც იმედებს გამოთქვამს და ვნახოთ. ასე თუ ისე დრო აქვს ხოლმე ბოლო დროს
0
№6
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:55
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მაკტომინიმ უნდა მოუმატოს. სითამამე აგრესია შეტევითი ხასიათი მინდა ვნახო ამ ბიჭში
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თამაშის სტილით კი გვანან ერთმანეთს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top