თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2018, 10:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1606,
კომენტარები: 5
მოურინიო: "ახალგაზრდები შანსს მიიღებენ"
შესაძლოა, ტაჰიტ ჩონგი სათასო მატჩის განაცხადში მოხვდეს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობენ.

ტაჰიტ ჩონგისა და ანხელ გომესის მსგავსი ნიჭიერი ფეხბურთელები ბოლო პერიოდში პირველ გუნდთან ერთად გადიან წვრთნებს - მსგავსად სკოტ მაკტომინეისა, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 12 მატჩი ჩაატარა.

ინგლისის თასის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელს ჰკითხეს, ჩონგისა და გომესის მსგავსი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ასაკობრივ გუნდში კარგად თამაშობენ, თუ მიიღებდნენ პირველ გუნდში დაწინაურების საშუალებას.

"გააჩნია, დაწინაურებაში რას გულისხმობთ. თუ ამაში იგულისხმეთ, რომ ჩვენთან ერთად უნდა ვარჯიშობდნენ, მაშინ დიდი ხანია დაწინაურებულები არიან.

სკოტ მაკტომინეი მთვარიდან არ ჩამოსულა. სანამ პირველ გუნდში ითამაშებდა, ჩვენთან ერთად გასულ სეზონში ბევრჯერ ივარჯიშა. ჩვენთან წინასასეზონო ტურნეზე მოვიდა და მე გავაცნობიერეთ, რომ ანდრეს პერეირა ზაფხულში გვტოვებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ: "კარგი, სხვა ფეხბურთელის შეძენას არ ვაპირებთ, ჩვენ სკოტ მაკტომინეი გვყავს, რომელიც მზადაა",
- უპასუხა მოურინიომ.

ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის შეხვედრა, შესაძლოა, მორიგი შანსი იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მათ 17 წლის გომესის ბედი გაიზიარონ, რომელმაც "იოვილ თაუნთან" მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად ითამაშა.

"შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე ერთ-ერთი ბავშვი მყავდეს. ისეთი შემადგენლობის ყოლა, რომელიც ძალიან ღრმა არ არის, სწორედ ამას ისახავს მიზნად. მაგალითად, ამ კვირაში არ გვყავდა რამდენიმე მოთამაშე ტრავმისა და იმ პატარა მიზეზით, რის გამოც მათი მოფრთხილება მინდოდა.

ეს ბავშვები კი ჩვენთან ერთად ვარჯიშობდნენ. პარასკევს არა, რადგან დღეს მატჩი აქვთ, მაგრამ წინა დღით და ოთხშაბათს ჩვენთან ერთად ივარჯიშეს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2018 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Mtvaridan ar chamosulao au Ra kacia:))))
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2018 14:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გომესს ველი პირველ რიგში
0
№3
ავტორი: PaLoMo
17 თებერვალი 2018 16:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
ციტატა: GeorgeBest
გომესს ველი პირველ რიგში

gimesi nec mainterrsesbs magrad wina tamashze ver viyire mashin gametisha zustad saiti.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:54
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
გომესს შეუძლია საუკეთესო გახდეს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 12:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჩონგი და გომეში მინდა რო ვიხილო პირველ გუნდში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top