თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1550,
კომენტარები: 8
მოურინიო: "თქვენ სიცრუეს კითხულობთ და ისმენთ"
მოურინიო ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით უკმაყოფილოა.
მოურინიო:
ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში "ჰადერსფილდ თაუნთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს პრესაში პოლ პოგბას შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ჰკითხეს.

მწვრთნელს მიაჩნია, რომ ფრანგის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი დაიწერა და პოგბა "ჯონ სმიტ სტედიუმზე" აუცილებლად ითამაშებს.

როცა ჭორების შესახებ ჰკითხეს, ჟოზემ უპასუხა: "მე ვფიქრობ, თქვენ კარგად გესმით თქვენი სიტყვების, რადგან, როცა ამბობთ "ბევრი ჭორი", აუცილებლად უნდა მოაყოლოთ ამას ბევრი ტყუილიც, რადგან მე ვაღიარებ - მე კი პოლის ქმედებებზე უპრობლემოდ ვსაუბრობ - და პოლიც აღიარებს, რომ ბოლო რამდენიმე მატჩში კარგად ვერ თამაშობს. სულ ეს არის და თუ გსურთ ამაზე ლაპარაკი, ეს ცალკე თემაა, თქვენი სიტყვა "სპეკულაცია" კი ოდნავ გაუგებრობას ქმნის. ძირითადი ნაწილი კი იმისა, რასაც ისმენთ და რასაც კითხულობთ - სასიამოვნო არ არის, არაობიექტურია და ტყუილია.

თქვენთან ლაპარაკი არ მინდა ჩემი და ჩემი ფეხბურთელების დიალოგის შესახებ. არც ვარ ვალდებული, ამის შესახებ რამე მოგახსენოთ. ეს ჩემი პრობლემაა, ეს ფეხბურთელის პრობლემაა. დიდი სიცრუეა, რომ ჩვენ ცუდი ურთიერთობა გვაქვს, დიდი სიცრუეა, რომ არ ვლაპარაკობთ, დიდი სიცრუეა, რომ მის პოზიციასა და გუნდის დინამიკაში მის ჩართულობა ვერ ვთანხმდებით. ამიტომ იყავით ობიექტურები და თქვით ის, რაც ყველამ ვიცით - ბოლო რამდენიმე მატჩში კარგად ვერ ითამაშა. პერიოდია. ამბის დასასრული. ახლა ჩემი და პოლის პრობლემაა ამასთან გამკლავება და მისი თამაშის გაუმჯობესების მცდელობა, ამასთან დაკავშირებით საუბრისას კი ტყუილის თქმა არ მოგიწევდათ".


მწვრთნელი თანხმდება იმ მოსაზრებას, რომ სეზონის დასაწყისში მიღებულმა ტრავმამ პოგბას თამაშზე გავლენა მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ გვახსენდება მის მიერ ჩატარებული რამდენიმე კარგი მატჩი.

"შეხედეთ - ამ სეზონში მან დიდი ტრავმა მიიღო. სერიოზული ტრავმა. მას იგივე ტრავმა ჰქონდა, რაც უსმან დემბელეს და მის მსგავსად კინაღამ ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მივიღეთ გადაწვეტილება, რომ არ გაეკეთებინა, ამის ნაცვლად კი გვემკურნალა, რამაც ძალიან, ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა ბედნიერი იყო მოვლენათა განვითარებით.

მანამდე და ამის შემდეგაც ფენომენალურად თამაშობდა. მან წითელი ბარათი მიიღო "არსენალის" წინააღმდეგ, ალბათ მის საუკეთესო მატჩში მთელი სეზონის განმავლობაში და გუნდისა და მისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში. დიდი, დიდი ხანი უქმობდა და ამჟამად კარგად ვერ თამაშობს. პერიოდია.

გუნდს კარგ ფორმაში სჭირდება და როცა ის კარგ ფორმაში არ არის, არც გუნდია ისეთი, როგორიც მისი ფენომენალურ ფორმაში ყოფნის დროს. ვფიქრობ, ეს ემართება ყველა გუნდს, როცა საუკეთესო ფეხბურთელები, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები რაღაც მიზეზით ვერ თამაშობენ კარგად. პერიოდია.

"არა მგონია, საჭირო იყოს ისტორიების გამოგონება, არა მგონია, საჭირო იყო იმის თქმა, რომ "მის გაყიდვას ვაპირებთ", ან "მისი გაყიდვა გვინდა", ან "მას წასვლა სურს", ან "ყოველდღე ვჩხუბობთ", ან "ერთმანეთს არ ვხვდებით" - ეს არ გჭირდებათ. ზოგიერთი ხალხი ამ გზას ირჩევს, ზოგიერთი, ვისაც დიდი ხანია ვიცნობ, ვიცნობ მათ პროფილს და ისინი მოქმედებენ "მატყუარას" ზედმეტსახელით. მედიის სამყაროში გყავთ ხალხი, ვისი ზედმეტსახელიცაა "მატყუარა" და ეს კარგი არ არის, მაგრამ პოლის შესახებ უკვე საკმარისია. თუკი გაინტერესებთ ხვალინდელის შესახებ, ის ითამაშებს".


მწვრთნელმა გარკვეული განცხადება გააკეთა პოგბას პოზიციასთან დაკავშირებითაც და თავადაც აღნიშნა, რომ 4-3-3 მისთვის საუკეთესო ფორმაციაა.

"ჩვენ ერთი ექვსიანითა და ორი რვიანით ვითამაშეთ, ან ორი რვიანითა და ერთი ათიანით, ან ორი ექვსიანით და ერთი ათიანით. ჩვენ ვითამაშეთ ერთი ექვსიანითა და ორი რვიანით. ევსიანზე მატიჩი იდგა, ლინგარდი მატიჩის მარჯვნივ მოქმედებდა, ხოლო პოგბა მარცხნივ.

იცით, რომელია პოგბასთვის საუკეთესო სისტემა? 4-3-3. იცით, რომელია პოგბას საუკეთესო პოზიცია 4-3-3 სისტემაში? რვიანი მარცხნიდან. ასე რომ ადვილი, სამართლიანი და ობიექტურია იმის თქმა, რომ პოგბამ "ნიუკასლთან" კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი, რომელსაც მილიონებს უხდიან, ხალხს უვრცელებენ მცდარ ინფორმაციას. თქვენ იმისთვის გიხდიან, რომ მატჩები განიხილოთ და ხალხს აუხსნათ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ragasac yvela sagad moazrovne adamiani igiqrebda is tqva zustad jozemac...Ro ver itamasha da chaagdo erti ori tamashi amas yvela xedavda zustadac Ro periodia da gaivlis raa Ra panikebi atexes tipebma Martla Ra agar moigos sagol dzmao tqven faantaziis unars sazgvari ar aqvs:))))
0
№2
ავტორი: Alexis7
17 თებერვალი 2018 01:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ჟურნალისტები რის ჟურნალისტები არიან თუ ყველაფერს კუდი არ ააბეს.. სჭირდებათ ესეთი მომენტები იმისთვის რო გადააქციონ დიდ ჭორად და მერე ფული იშოვონ.
0
№3
ავტორი: LASHQARA
17 თებერვალი 2018 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ითამაშოს და არავინ არ ერჩის რა, სულ ის შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლომდე არ იხარჯება და იმის ნახევარსაც არ აკეთებს რაც შეუძლია, მგონი შეამჩნევდით თქვენც რომ თავში აქ ავარდნილი, ბევრი თამაში აქ გადარჩენილი და ამის გარეშე გუნდი ბევრად სხვაა, მაგრამ ბოლომდე და მონდომებით რო ითამაშოს ვაბშე რა მაგაი იქნება აზზე ხართ... love am
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
17 თებერვალი 2018 07:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: LASHQARA
ითამაშოს და არავინ არ ერჩის რა, სულ ის შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლომდე არ იხარჯება და იმის ნახევარსაც არ აკეთებს რაც შეუძლია, მგონი შეამჩნევდით თქვენც რომ თავში აქ ავარდნილი, ბევრი თამაში აქ გადარჩენილი და ამის გარეშე გუნდი ბევრად სხვაა, მაგრამ ბოლომდე და მონდომებით რო ითამაშოს ვაბშე რა მაგაი იქნება აზზე ხართ... love am

ზუსტად ეგ შეგრძნება მაქ მეც როცა ვუყურებ ძმა.აი მანქანას რო მიადგამ და ააკრეფინებ ხო გრძნობ რო ამის იქეთ უკვე მეტს ვერ ამოკრიფავ არა ხოდა ეგ კაროჩე სულ ისე თამაშობს აი პედალს რო ოდნავ მიადებ და ხანდახან მიგეჭირება შემთხვევით.აქვს პოტენციალი დიდი მაგრამ ისევე როგორც სხვებს ერთი პრობლემა აქვთ.სისწრაფე გადაწყვეტილებებში და მოქმედებებში.ესენი რო რამეს გადაწყვიტავენ იმენა ჩალაგებულია მთელი დაცვა და ნახევარდაცვა.პოგბა ზოგადად ნელია მისი აღნაგობის ბრალიცაა მაგრამ როცა შეგიძლია კორპუსით თამაში გრძელი პასი და დარტყმა აკეთე ეს დედა ნატირები რავა ქართველი პარლამენტარივით დადის მოედანზე ვითომ ვალში ვიყოთ რამეში მასთან
1
№5
ავტორი: gaga1987
17 თებერვალი 2018 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
პერიოდია )))))პერიოდი კიარა დააძალე ბოლომდე იბრძოლონ და გუნდს დაემსგავსეთ.ან ყველა წადით ვინც ბოლომდე არიხარჯება და 100%ს არდებს.ეს მანჩესტერია და არა სხვა გუნდიმსულ ნუგამოზიურდით თქვე ჩემისებო.ითამაშეთ გუნდურად და დაიხარჯეთ ბოლომდე,მერე ხარისხიც მოვა და შედეგიც.1თვის მოსული კაცი მაგალითი უნდა იყოს თქვენი?წლებია აქ ხართ და კიდე ვერშეიგნეთ რაგუნდში თამაშობთ.მიაწვდინეთ რა ჩემი ხმა ))))))))ggmu
0
№6
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2018 14:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიხარია ყველაფერს ესე წერტილს რო უსვამს ხოლმე. ზედმეტი ჭორები ისევ იქნება მარა მაინც კაია
0
№7
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:53
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ნაწილობრივ სიმართლეცაა. პოგბას და ჟოზეს მთლად იდეალური ურთიერთობა არამგონია ქონდეთ ამ ბოლო დროს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 12:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩამოაყალიბა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top