თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2037,
კომენტარები: 14
"რეალი" პოგბას შეძენას ეცდება
მადრიდული კლუბი კვლავ აპირებს ფრანგის შეძენას.
მადრიდის "რეალი" მიმდინარე წლის ზაფხულს პოლ პოგბას შეძენას ეცდება.

2016 წელს "რეალი" ასევე აპირებდა პოგბას შეძენას, მაგრამ მაშინ ფრანგმა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არჩია.

"სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრები კი ახლა უფრო დიდ თანხას იხდიან, ვიდრე "იუნაიტედმა" გადაიხადა თავის დროზე ფრანგის შესაძენად.

"რეალს" ლა ლიგაში პრობლემები აქვს სატურნირო ცხრილში დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით და აქტიურად აკვირდება "იუნაიტედში" პოგბას მდგომარეობას, რაც ჟოზე მოურინიოსთან უთანხმოების გამო დამძიმებულია.

24 წლის ნახევარმცველი მეორე სეზონს ატარებს "ოლდ ტრაფორდზე", სადაც ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "იუნაიტედი" მასთან განშორებას არ აპირებს, მაგრამ თუ დამოკიდებულება შეიცვლება, ესპანური გრანდი 120 მლნ. ფუნტს ჩამოდის მის შესაძენად.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფეხბურთელზე, რომელიც მიმდინარე სეზონში ხანდახან უკმაყოფილო სახითაც შენიშნეს.

ბოლო კვირებში მოურინიო მას არ სწყალობს და მატჩის ბოლომდე დასრულების საშუალებას არ აძლევს, თუმცა საჯაროდ მხოლოდ დადებითად საუბრობს და მის პროფესიონალიზმს აქებს.

პოგბას "იუნაიტედის" დატოვების სურვილი არ აქვს, მაგრამ ეს "რეალს" ვერ შეაჩერებს და თავის გადაწყვეტილებას არ შეიცვლის.

წყარო: the sun
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: dzia_David
16 თებერვალი 2018 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ოჰ ოჰ ოჰჰჰ ჟურნალისტებს საბაზრო თემა მიეცათ :D :D
0
№2
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
კაით რა ერთი შეცვლის გამო რას აღარ დაწერენ ეხლა wink wink
0
№3
ავტორი: Temo che
16 თებერვალი 2018 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
Ki ki pogba aq darcheba
0
№4
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2018 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
:DDDD უეჭველი
0
№5
ავტორი: gaga1987
16 თებერვალი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
აუუუუ რააამბავია.თუ არჩაზასა მოურინიომ მანამდე ეს ჭორი იქნება.მერე იტყვიან შერიგდნენო ))))
0
№6
ავტორი: bigana
16 თებერვალი 2018 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Me ki sulac ar mgonia chori tu chmouriniom ese gaagrzela wava realshi da arc gavamtyuneb. Da tu martla ese moxda ro chmou darcheba da es wava tan reali agvaxevs isev mashin meukve agar vuyureb momaval wels am avtobusjis tamashebs. Amovida yelshi 6 weli sazizgrobis yureba
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
16 თებერვალი 2018 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ციტატა: bigana
Me ki sulac ar mgonia chori tu chmouriniom ese gaagrzela wava realshi da arc gavamtyuneb. Da tu martla ese moxda ro chmou darcheba da es wava tan reali agvaxevs isev mashin meukve agar vuyureb momaval wels am avtobusjis tamashebs. Amovida yelshi 6 weli sazizgrobis yureba

ვისი ბრალია მერე რა დავიჯერო ხემძღვანელობამ არ იცოდა ამ ****ს ავტობუსობანა და რაც იყო ამის აქ ყოფნას მირჩევნია გამოუცდელი გიგზი იყოს მენეჯერი
0
№8
ავტორი: PaLoMo
16 თებერვალი 2018 22:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ჟურნალისტებს მადა გაეხსნათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: gia miqadze
17 თებერვალი 2018 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ბოდიშით ცენზურისთვის მაგრამ ეს იმ ჟურნალისტს ეხება ვინც ეგ დაწერა დიდი ჩორი მტყვანს შეცა მანჩესტერის ფანობამ
0
№10
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2018 14:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაიწყო ისევ უაზრო ჭორები love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top