თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1646,
კომენტარები: 8
მალკომი: "ბორდოდან" წასვლას დამპირდნენ"
მალკომი ივნისში კლუბს შეიცვლის.
მალკომი:
მალკომმა, რომელიც პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების სამიზნეა, განაცხადა, რომ "ბორდოს" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლას ჯერ კიდევ იანვარში უწინასწარმეტყველებდნენ. მისი შეძენის ნომერ პირველი კანდიდატი კი "ტოტენჰემი" იყო, რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტს გამოისყიდდა, მაგრამ "ბორდოში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დატოვებდა.

პრესა ასევე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მალკომით "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებისას გუსტავო პოიეტმა კლუბის ხელმძღვანლობისგან მიიღო პირობა, რომ შემტევს სეზონის შუა ნაწილში არ გაყიდდნენ.

ახლა კი "ბორდოს" მფლობელებს პირობის მიცემა არა მარტო მწვრთნელისთვის, არამედ ფეხბურთელისთვისაც მოუხდათ. ლიგა 1-ის კლუბი ამომავალ ვარსკვლავს დაპირდა, რომ სეზონის ბოლოს მის ტრანსფერს წინ არ აღუდგება და 20 წლის ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლის უფლებას მისცემს.

"დიახ, ამას დამპირდნენ და ივნისში ყველაფერზე მოვილაპარაკებთ. მე გუნდს ავირჩევ, "ბორდო" კი წასვლის უფლებას მომცემს.

უკვე ვთქვი, რომ ზამთარში ახალი გამოწვევისთვის სხვა კლუბის გადასვლა მინდოდა. მაგრამ არ უნდა დამავიწყდეს, რომ "ბორდო" ძალიან დამეხმარა. "ბორდოს" დავპირდი, რომ ახალი კლუბის არჩევამდე მის შემადგენლობაში ვითამაშებდი. უახლოეს სამ-ოთხ თვეში ბევრი რამ შეიცვლება",
- განაცხადა ფეხბურთელმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არა ცუდიი მაგრამ ბევრი არაფერი რაა
0
№2
ავტორი: dzia_David
16 თებერვალი 2018 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ტოტენჰემმა რაც მოურა დაიმატა იმის მერე კიდე იყვნენ ამის ტრანსფერით დაინტერესებულები მეეჭვება, აი ჩვენთან კი სიამოვნებით ვიხილავდი ამას და მარჯვენა ფლანგიდანაც საგრძნობლად გაგვაძლიერებდა, ძააან ტეხნარაა, კრეატილი, ტექნიკური, სწრაფად შეუძლია ბურთის ამოტანა გადანაწილება კრაიდან გამწვავება და ფინიშიც.
0
№3
ავტორი: Temo che
16 თებერვალი 2018 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
Es magrad minda swored is ishviati vingeria
0
№4
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2018 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოუუ დაითრიეე მიდიი ეს აკციი რა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2018 14:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცენტრალური ნახევარმცველი უფრო გვჭირდება, მატიჩმა მოაგვარა ძალიან ბევრი პრობლემა მაგრამ ახალგაზრდა კაცი ისევ გვინდა
0
№6
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:50
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს მოსაყვანია აუცილებლად
0
№7
ავტორი: vale13
18 თებერვალი 2018 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Kargi iqneboda
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 12:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ეს იყიდონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top