თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2018, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1392,
კომენტარები: 7
იბრაჰიმოვიჩი ლოს-ანჯელესში სახლს ეძებს
იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში გადასვლისთვის ემზადება.
იბრაჰიმოვიჩი ლოს-ანჯელესში სახლს ეძებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე ემზადება "მანჩესტერ იუნაიტედის" დასატოვებლად და ბევერლი ჰილზში სახლს ეძებს.

"ლოს-ანჯელეს გელექსი" მთავარი ფავოროტია იბრაჰიმოვიჩის შეძენაში, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

შვედი ფორვარდის ოჯახის წევრები კალიფორნიაში უძრავ ქონებას ათვალიერებენ, რათა MLS-ში მისი გადასვლისთვის მოემზადონ.

36 წლის ფეხბურთელს ბოქსინგ დეიზე "ბარნლისთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ უკვე ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან.

შვედთან დაახლოებული წყარო ამტკიცებს, რომ იგი ფორმაში მალე ჩადგება და "იუნაიტედის" მიმდინარე სეზონზე გავლენას მოახდენს, ჩემპიონთა ლიგაზე პროგრესირება კი ზლატანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"გელექსის" მფლობელებს სურთ, იბრაჰიმოვიჩი აშშ-ს საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედიაა ჩემპიონთა ლიგის თასს აწევს ლეგენდა წელს. ნამდვილად არ არის არარეალური,ურთულესი კი იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგება მაგრამ შესაძლებელია. მანჩესტერ უნაიტედი ეს ყველაფერს ამბობს და გამორიცხული არაფერია ამ გუნდისგან.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2018 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სეზონის ბოლოს წავა გუნდიდან, ამერიკა მთავარი ვარიანტი იქნება ალბათ
0
№3
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2018 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რო არა ის ტრამვა:((
0
№4
ავტორი: dzia_David
16 თებერვალი 2018 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
მერე ამერიკაში ორი ღმერთი როგორ მოშველდებიან ეს და მორგან ფრიმენი :D :DDD
0
№5
ავტორი: gaga1987
16 თებერვალი 2018 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კაცი ლეგენდა
0
№6
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2018 14:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია კარიერა დაასრულოს ჯერ, ამერიკა ყველაზე კაი ვარიანტია ალბათ
0
№7
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 00:49
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ლიგა დადე ზლატან !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top