კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, რომელმაც გავლენა იქონია მატჩის შედეგებზე, კიდევ უფრო აქტუალუტი გახდა, კითხვა თუ როდის დაბრუნდებოდა ერიკ ბაიი, რომელიც დაცვის ცენტრის უდავო ლიდერად ითვლება. ახალგაზრდა აფრიკელ მცველთან ერთად "იუნაიტედს" ჩატარებულ 10 მატჩში მხოლოდ 4 გოლი აქვს მიღებული, რაც შესანიშნავი შედეგია.
ინტერნეტ სივრცეში ბაიის ვარჯიშის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებდნენ ანდერ ერერა და ანტონიო ვალენსია, მაგრამ დაბრუნების ზუსტი ან სავარაუდო პასუხი იქამდე იყო უცნობი, მანამ "ბიბისიმ" არ ახარა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს, რომ ერიკი რამდენიმე დღეში სრული დატვირთვით ივარჯიშებს გუნდთან ერთად და დიდი ალბათობით "სევილიასთან" გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
ერიკის მოედანზე ყოფნა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ გავითვალისწინებთ რომ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ არა ერთ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა "სევილიის" წინააღმდეგ, როგორც "ესპანიოლის" ასევე "ვილიარეალის" რიგებში ასპარეზობისას.
ლაზარეთში რჩებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარუან ფელაინი, რომლებიც უკვე დიდი ხანია გუნდს ვერ ეხმარებიან და მათი არ ყოფნა ნაკლებად ეტყობა გუნდის თამაშს.
წყარო: bbc.co.uk
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.