თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2018, 17:28
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1218,
კომენტარები: 8
ფელაინი თურქეთს უახლოვდება
ფელაინისთვის თურქული გრანდები იბრძვიან.
ფელაინი თურქეთს უახლოვდება
მარუან ფელაინი, რომელსაც ტოტენჰემთან შეცვლაზე გამოსვლიდან მალევე მოუწია ტრამვის გამო გასახდელში დაბრუნება, კონტრაქტით გათვალისეინებულ ბოლო თვეებს ატარებს "იუნაიტედის" რიგებში. ბელგიელი ნახევარმცველი რომელიც დევიდ მოიესს "ევერტონიდან" გამოყვა, კლუბთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

გავრცელებული ინფორმაციით ჟოზე მოურინიო პირადად იყო ინიციატორი გაუმჯობესებული კონტრაქტის, მაგრამ ბელგიელის აგენტს ყოველ კვირეულ ანაზღაურებად 150 000 ფუნტი ეცოტავა და პასუხად კვირაში 170 000-იანი მოთხოვნა წაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ თანხებს შორის სხვაობა ასტრონომიული არაა, ვუდვორდი ზედმეტად თვლის ბელგიელის აგენტის ულტიმატუმს.(მაგალითისთვის შეგახსენებთ ინგლისური "პრემიერ ლიგის" ბოლო ორი და მოქმედი გათამაშების ბომბარდირი და ერთერთი საუკეთესო მოთამაშე ჰარი კეინი მხოლოდ და მხოლოდ 110 000-იანი გასამრჯელოს სანაცვლოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას)

მოლაპარაკების ჩიხში შესვლის შემდეგ, იმატა დაინტერესებული კლუბების რაოდენობამ. განსაკუთრებულად თურქული გრანდები "ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში" აქტიურობენ. "ფენერბახჩეს" უპირატესობა, "იუნაიტედთან" უკვე ორ გზის თანამშრომლობაა სატრანსფერო საკითხებში, ლუიშ ნანიმ და რობინ ვან პერსიმ სწორედ მათ რიგებში გააგრძელეს კარიერა. "ბეშიქთაში" კი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კარგი ასპარეზობით იწონებს თავს და ჩენიქ თოსუნის "ევერტონში" გასხვისებისთვის მიღებული თანხით სერიოზული წლიური ანაზღაურების შეთავაზებით აპირებს მარუანის მოხიბვლას.

მაიკლ კერიკის შემდეგ ფელაინი მეორე ცენტრალური ნახევარმცველი გახდება რომელიც "იუნაიტედის" რიგებს დატოვებს და კიდევ უფრო გაზრდის ახალი მოთამაშის დამატების აუცილებლობას.

წყარო: fotomac.com.tr
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 თებერვალი 2018 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სავარაუდოდ ეს წავა რა
0
№2
ავტორი: gache1991
14 თებერვალი 2018 18:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მზით გაცვითონ:))) წავიდეს და გეგმა ბ მოიცილე ბურთი და იქნებ ამ ხეს მოხვდეს და მერე რამე მოხდეს ამოვა ხმარებიდან:)) და სხვა გეგმა ბ გვექნება:)) ნაგლი პროსტა:)) იმდენი უნდა ხელფასი რამდენიც ალის და კეინს ლამის ერთად აწვთ :D
0
№3
ავტორი: Svanchester
14 თებერვალი 2018 18:22
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ამის გაღორებულ >>>.......
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2018 18:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავა სეზონის ბოლოს
0
№5
ავტორი: PaLoMo
14 თებერვალი 2018 19:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
toteze shedareba araaa swori.iq dawesebulia limiti yvelaze magali xelfasi da mets verc itxoven.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: gaga1987
14 თებერვალი 2018 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
wavides.gaushvat.waiyvanon.
0
№7
ავტორი: kantona-7
14 თებერვალი 2018 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არმინდა ფელას წასვლა სიმართლერო ვთქვა რადგან ზოგ გუნთდან და ზოგ მომენტში საჭირო ფეხბურთელია... კერილი მიდის და ესეც თუწავიდა მინიმუმ 2-3 ნახევარმცველია მოსაყვანი აუცილებლად და ნეტა ერიქსენი პიანიჩი +ერთი კაი ჩამშლელი მოიყვანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: giorgi_mg
15 თებერვალი 2018 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
წავიდეს, იქნებ ორი კარგი და უკეთესი ნახევარმცველი მოვიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top