თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2018, 12:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2335,
კომენტარები: 12
ანრის რჩევა რეშფორდს
ტიერი ანრიმ რეშფორდს რჩევა მისცა.
ანრის რჩევა რეშფორდს
"არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრი ფიქრობს, რომ მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მას მიაჩნია, რომ რეშფორდმა, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, "ოლდ ტრაფორდის" დატოვებაზე უნდა იფიქროს.

მარკუსს ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო შეუმცირდა სათამაშო პრაქტიკა. ჟოზე მოურინიო თავის შეტევას ძირითადად მარჯვენა ფლანგზე მოასპარეზე ენტონი მარსიალსა და მარცხენა ფლანგზე ჩილელს ანდობს.

ცენტრალურ ფორვარდად რომელუ ლუკაკუ გვევლინება, რაც ერთადერთ არჩევანს ტოვებს სათადარიგოთა სკამზე რეშფორდის დატოვებით.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" თავდამსხმელმა "ოლდ ტრაფორდის" დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუკი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს.

"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ის არის, რომ აუცილებლად უნდა ითამაშო. ვერ დაჯდები სათადარიგოთა სკამზე და ვერ გამოტოვებ შეხვედრებს, მათგან სწავლების საშუალებას და მომენტს, ამის მაგალითი კი რეშფორდია.

მაიკლ ოუენს საშუალება ჰქონდა, გაეგრძელებინა ის, რაც ერთი წლით ადრე გააკეთა, რადგან ის თამაშობდა, თამაშობდა, თამაშობდა და თამაშობდა - უფრო მეტ მაგალითსაც მოგცემთ.

მაგრამ რეშფორდს არ მიეცა დებიუტის მომდევნო სეზონში ჩადენილის გამოსწორება, რადგან ხან მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, ხან - მარჯვენაზე.

წასვლა ძლიერი სიტყვაა. რა თქმა უნდა, მას იქ დარჩენა და "იუნაიტედის" რიგებში თამაში სურს. მაგრამ მან აუცილებლად უნდა ითამაშოს და ეს უფრო რთული ხდება სანჩესის მისვლის შემდეგ.

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის შეიძლება დაფიქრდეს, უნდა დარჩეს თუ არა.

თუკი საკმარისად კარგი ხარ, ყველგან ათამაშდები და მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება კულისებს მიღმა.

მე მას ვეუბნები: თამაში გჭირდება. ეს კი შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედშიც" შეძლო. არ ვამბობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ ითამაშებს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა, რომ მუხტი დაიჭიროს.

არ ვიცი, აპირებს თუ არა კლუბის დატოვებას, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მას თამაში სჭირდება".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 თებერვალი 2018 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ანრი ტრაკს ნუ ათამაშებ და ტვინს ნუ ურევ კაცს ვინაა ამის გამშვებიი:))
1
№2
ავტორი: kantona-7
14 თებერვალი 2018 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
წადი არსენალში და ტიტულებს მოიგებო ასე გამოუვიდა ანრის:დდ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2018 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარცხენა ფლანგი მართლა თავის ტკივილია, მარჯვნივ კიდე ვერც რაშფორდი და ვერც მარსიალი ვერ თამაშობს, ფორმალურად დგანან იქ. ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ რო გუნდს ასე სჭირდება და უნდა მიეჩვიონ მარჯვნივ თამაშს მაინც ვერ არიან იქ ისე როგორც უნდა და ჰე
0
№4
ავტორი: LASHQARA
14 თებერვალი 2018 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აქ არაფერ შუაშია მაგრამ რომ არ ვთქვა არ გამოდის. გუშინ ძალიან ლამაზ გუნდურ ფეხბურთს ვუყურე, ტოტენჰემის შესრულებით, ეს იყო გამარჯვება საკუთარ თავზე, როგორ მოძრაობდნენ მოედანზე რა ჟილკით და თავგანწირვით თამაშობდნენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობდი ჩვენ გუნდზე winked მივხვდი რომ არაფრით უკეთესი სასტავი არ ყავს ტოტენჰემს, უბრალოდ თამაშობს ლაღ გუნდურ ფეხბურთს, რასაც მანჩესტერი აკეთებდა სერ ალექსის დროს და იმაზე უკეთ ვიდრე ტოტენჰემი დღეს. შედეგი რომც გაკმაყოფილებდეს მირჩევნია მეოთხეზე ვიყოთ და ტოტენჰემისნაირ ფეხბურთს ვთამაშობდეთ ბოლომდე და მონდომებით ვიდრე ამ მოსაწყენ კარის მშრალად შენახვას და ვინ სად რას აკეთებს რო არ იციან, მაგრად მწყინს ამას რომ ვწერ არ მეგონა რომ მანჩესტერის გულშემატკივარს ტოტენჰემის ფეხბურთი სანატრელი გამიხდებოდა მაგრამ რეალობას ვერ გაექცევი რაც არ უნდა ილაპარაკო სხვის დასანახად, არაა მოურინიო მანჩესტერის მწვრთნელი, ჩვენ სხვა გუნდი და სხვა ფეხბურთი გვიყვარს, ყველას სახელით შემიძლია ვთქვა ეს ვინც მანჩესტერს გულშემატკივრობს am
5
№5
ავტორი: Malboro463
14 თებერვალი 2018 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
lukaku skamze marsiali cxrianze da reshi flangze. an arendit espanetshi!! jozes xelshi deda eti reb axalgazrdebs
0
№6
ავტორი: JuanMata
14 თებერვალი 2018 14:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: LASHQARA


გეთანხმები 100%
ძაან მაგრად ითამაშა ტოტემ, შეუძლებელია ასეთი გუნდის მიმართ სიმპათია არ გაგიჩნდეს. ეს იყო მართლა გუნდი რასაც ქვია, ჩვენთან 11 ფეხბურთელი დარბის ცალ-ცალკე.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ შედეგიც უარესდება და წელს ოთხეულშიც თუ ვერ შევედით და ამ ნაგავ ფეხბურთს ვუყურეთ, მერე რა უნდა ვქნათ არ ვიცით.

ნაღდად არ მინდა ისე თამაშობდეს მანჩესტერი, რასაც გუშინ იუვე აკეთებდა, საკუთარ მოედანზე ორ გოლს გიტანს გუნდი და მაინც შენ ნახევარზე დგახარ უბურთოდ და ელოდები რას გიზამს ტოტენჰემი.
1
№7
ავტორი: reddevil12
14 თებერვალი 2018 16:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
არ მესმის უბრალოდ, რატომ უნდა ათამაშო მარსიალი მარჯვნივ იმის გულისთვის, რომ სანჩეზი იდგეს თავის რეალურ პოზიციაზე? სანჩეზისნაირ ვირ და მშრომელ ფეხბურთელს შეუძლია, რომ სხვა პოზიციიდანაც შეუტიოს, ან ათიანზე დადგეს ან მარჯვენა ვინგერად, მაგრამ მარსიალი საერთოდ ცხრიანი იყო, მერე მარცხენა ვინგერად გადაწიეს... ახლა იქაც არ გააჩერეს და მარჯვნივ გადაყავს. ჯერ ხო ნომერი წაართვეს. ნუ მოკლედ მაგრად ცენზურა მაგ ფეხბურთელს. რეშფორდს რაც შეეხება, ასეთი კალიბრის ტალანტს აკადემიიდან ალბათ 1-2 დეკადა კიდე ვერ გადმოიყვანს მანჩესტერი და ჯობია, რომ მიხედონ მაგ ბიჭს და მისცენ უფრო მეტი დრო თავის პოზიციაზე.
1
№8
ავტორი: bigana
14 თებერვალი 2018 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: LASHQARA
აქ არაფერ შუაშია მაგრამ რომ არ ვთქვა არ გამოდის. გუშინ ძალიან ლამაზ გუნდურ ფეხბურთს ვუყურე, ტოტენჰემის შესრულებით, ეს იყო გამარჯვება საკუთარ თავზე, როგორ მოძრაობდნენ მოედანზე რა ჟილკით და თავგანწირვით თამაშობდნენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობდი ჩვენ გუნდზე winked მივხვდი რომ არაფრით უკეთესი სასტავი არ ყავს ტოტენჰემს, უბრალოდ თამაშობს ლაღ გუნდურ ფეხბურთს, რასაც მანჩესტერი აკეთებდა სერ ალექსის დროს და იმაზე უკეთ ვიდრე ტოტენჰემი დღეს. შედეგი რომც გაკმაყოფილებდეს მირჩევნია მეოთხეზე ვიყოთ და ტოტენჰემისნაირ ფეხბურთს ვთამაშობდეთ ბოლომდე და მონდომებით ვიდრე ამ მოსაწყენ კარის მშრალად შენახვას და ვინ სად რას აკეთებს რო არ იციან, მაგრად მწყინს ამას რომ ვწერ არ მეგონა რომ მანჩესტერის გულშემატკივარს ტოტენჰემის ფეხბურთი სანატრელი გამიხდებოდა მაგრამ რეალობას ვერ გაექცევი რაც არ უნდა ილაპარაკო სხვის დასანახად, არაა მოურინიო მანჩესტერის მწვრთნელი, ჩვენ სხვა გუნდი და სხვა ფეხბურთი გვიყვარს, ყველას სახელით შემიძლია ვთქვა ეს ვინც მანჩესტერს გულშემატკივრობს am

Sagol faizags izaxi
1
№9
ავტორი: kobinio
14 თებერვალი 2018 17:38
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: JuanMata
ციტატა: LASHQARA


გეთანხმები 100%
ძაან მაგრად ითამაშა ტოტემ, შეუძლებელია ასეთი გუნდის მიმართ სიმპათია არ გაგიჩნდეს. ეს იყო მართლა გუნდი რასაც ქვია, ჩვენთან 11 ფეხბურთელი დარბის ცალ-ცალკე.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ შედეგიც უარესდება და წელს ოთხეულშიც თუ ვერ შევედით და ამ ნაგავ ფეხბურთს ვუყურეთ, მერე რა უნდა ვქნათ არ ვიცით.

ნაღდად არ მინდა ისე თამაშობდეს მანჩესტერი, რასაც გუშინ იუვე აკეთებდა, საკუთარ მოედანზე ორ გოლს გიტანს გუნდი და მაინც შენ ნახევარზე დგახარ უბურთოდ და ელოდები რას გიზამს ტოტენჰემი.

ტოტენჰემმა ყველა სანტიმეყრისთვის განწირულად იბრძოლა.ამ გუნდს ძნელია დაუკარგო სიმართლე.ერთმუშტად შეკრული ნაგაზები არიან.მთავარი ის კი არაა ჩემთვის რამდენ მილიონად შეიძინეს ფეხბურთელები და რა ხელფასები აქვთ,მთავარია რომ გუნდი დავინახე,მებრძოლი და დაუნდობელი რომელიც ბოლო წამამდე იბრძოდა.ყველა ის ნიუანსი რაც იუნაიტედს დღეს არ გააჩნია.

ციტატა: LASHQARA
აქ არაფერ შუაშია მაგრამ რომ არ ვთქვა არ გამოდის. გუშინ ძალიან ლამაზ გუნდურ ფეხბურთს ვუყურე, ტოტენჰემის შესრულებით, ეს იყო გამარჯვება საკუთარ თავზე, როგორ მოძრაობდნენ მოედანზე რა ჟილკით და თავგანწირვით თამაშობდნენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობდი ჩვენ გუნდზე winked მივხვდი რომ არაფრით უკეთესი სასტავი არ ყავს ტოტენჰემს, უბრალოდ თამაშობს ლაღ გუნდურ ფეხბურთს, რასაც მანჩესტერი აკეთებდა სერ ალექსის დროს და იმაზე უკეთ ვიდრე ტოტენჰემი დღეს. შედეგი რომც გაკმაყოფილებდეს მირჩევნია მეოთხეზე ვიყოთ და ტოტენჰემისნაირ ფეხბურთს ვთამაშობდეთ ბოლომდე და მონდომებით ვიდრე ამ მოსაწყენ კარის მშრალად შენახვას და ვინ სად რას აკეთებს რო არ იციან, მაგრად მწყინს ამას რომ ვწერ არ მეგონა რომ მანჩესტერის გულშემატკივარს ტოტენჰემის ფეხბურთი სანატრელი გამიხდებოდა მაგრამ რეალობას ვერ გაექცევი რაც არ უნდა ილაპარაკო სხვის დასანახად, არაა მოურინიო მანჩესტერის მწვრთნელი, ჩვენ სხვა გუნდი და სხვა ფეხბურთი გვიყვარს, ყველას სახელით შემიძლია ვთქვა ეს ვინც მანჩესტერს გულშემატკივრობს am

მილიონპროცენტიანი ხარ ძმაო!!!
1
№10
ავტორი: vale13
14 თებერვალი 2018 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Es dziritadshi unda iyo aucileblad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top