"არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრი ფიქრობს, რომ მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
მას მიაჩნია, რომ რეშფორდმა, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, "ოლდ ტრაფორდის" დატოვებაზე უნდა იფიქროს.
მარკუსს ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო შეუმცირდა სათამაშო პრაქტიკა. ჟოზე მოურინიო თავის შეტევას ძირითადად მარჯვენა ფლანგზე მოასპარეზე ენტონი მარსიალსა და მარცხენა ფლანგზე ჩილელს ანდობს.
ცენტრალურ ფორვარდად რომელუ ლუკაკუ გვევლინება, რაც ერთადერთ არჩევანს ტოვებს სათადარიგოთა სკამზე რეშფორდის დატოვებით.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" თავდამსხმელმა "ოლდ ტრაფორდის" დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუკი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. "ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ის არის, რომ აუცილებლად უნდა ითამაშო. ვერ დაჯდები სათადარიგოთა სკამზე და ვერ გამოტოვებ შეხვედრებს, მათგან სწავლების საშუალებას და მომენტს, ამის მაგალითი კი რეშფორდია.
მაიკლ ოუენს საშუალება ჰქონდა, გაეგრძელებინა ის, რაც ერთი წლით ადრე გააკეთა, რადგან ის თამაშობდა, თამაშობდა, თამაშობდა და თამაშობდა - უფრო მეტ მაგალითსაც მოგცემთ.
მაგრამ რეშფორდს არ მიეცა დებიუტის მომდევნო სეზონში ჩადენილის გამოსწორება, რადგან ხან მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, ხან - მარჯვენაზე.
წასვლა ძლიერი სიტყვაა. რა თქმა უნდა, მას იქ დარჩენა და "იუნაიტედის" რიგებში თამაში სურს. მაგრამ მან აუცილებლად უნდა ითამაშოს და ეს უფრო რთული ხდება სანჩესის მისვლის შემდეგ.
ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის შეიძლება დაფიქრდეს, უნდა დარჩეს თუ არა.
თუკი საკმარისად კარგი ხარ, ყველგან ათამაშდები და მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება კულისებს მიღმა.
მე მას ვეუბნები: თამაში გჭირდება. ეს კი შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედშიც" შეძლო. არ ვამბობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ ითამაშებს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა, რომ მუხტი დაიჭიროს.
არ ვიცი, აპირებს თუ არა კლუბის დატოვებას, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მას თამაში სჭირდება".