თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2018, 11:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1687,
კომენტარები: 7
რეშფორდი მომდევნო მატჩში დაბრუნდება
ახალგაზრდა ფორვარდი გუნდის დახმარებას შეძლებს.
რეშფორდი მომდევნო მატჩში დაბრუნდება
"მანჩესტერ იუნაიტედში" იმედოვნებენ, რომ მარკუს რეშფორდი ინგლისის თასის ეგიდით "ჰადერსფილდთან" მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

3 თებერვალს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით "ჰადერსფილდის" დამარცხებისას მიღებული ტრავმის გამო რეშფორდმა "ნიუკასლ იუნაიტედთან" შეხვედრა გამოტოვა.

როგორც მოსალოდნელია, კვირას საღამოს ინგლისელი მოედანზე გასვლას და ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში თამაშს შეძლებს.

თუმცა, იქნება თუ არა განაცხადში, ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება. შესაძლოა, მოურინიომ მისი მოფრთხილება და ჩემპიონთა ლიგისთვის თავის დაზღვევა მოინდომოს.

მიუხედავად ტრავმისა, 20 წლის ფეხბურთელი ტაინსაიდზე მაინც ახლდა გუნდს, რადგან ინგლისის ნაკრების მაისურის წარდგენაში მონაწილეობა უნდა მიეღო.

მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევა იყო, რომ მარკუსი განაცხადს მიღმა დარჩა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩის განმავლობაში გაგრძელდება.

"ჰადერსფილდთან" მატჩის შემდეგ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "სევილიას" დაუპირისპირდება, რის შემდეგაც სახლში "ჩელსის" უმასპინძლებს.

არის იმის იმედიც, რომ მოედანზე დაბრუნება მოახერხოს ანდერ ერერამ, რომელმაც ასევე გამოტოვა "ჰადერსფილდთან" მატჩი.

ნახევარმცველის მდგომარეობას მიმდინარე კვირაში გადაამოწმებენ და გადაწყდება, შეძლებს თუ არა "სევილიასთან" მატჩის წინ ვარჯიშს.

წყარო: espn
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: rooney-scholes
14 თებერვალი 2018 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Gaushvit mau psj-shi da moiyvabet pochetinio ra tamashi shemoabruna to tan ra shetevut etamasha 67% floba gasvlaze ai es mwvrtneli gvinda neta maum tu uyura tamashs bevrs iswavlida

Am tamashma fergis manche gamaxsena eh
1
№2
ავტორი: PaLoMo
14 თებერვალი 2018 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
ციტატა: rooney-scholes
Gaushvit mau psj-shi da moiyvabet pochetinio ra tamashi shemoabruna to tan ra shetevut etamasha 67% floba gasvlaze ai es mwvrtneli gvinda neta maum tu uyura tamashs bevrs iswavlida

Am tamashma fergis manche gamaxsena eh

is pirveli 10wuti dabneulobis ro ara moigebda mag tamashs.nu im gamazulma penaltmac iqonia gavlena,magram magard itamashes da mgonia saxlshi realivit gauketebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
14 თებერვალი 2018 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
არ ღირს გარისკვა ჯობია სევილიასთან იყოს
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2018 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია სევილიასთან თამაშისთვის იყოს მწყობრში
0
№5
ავტორი: kobinio
14 თებერვალი 2018 17:41
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლუკაკუს ადგილზე უნდა მიეცეს შანსი რეშფორდს და სასტარტოში უნდა იყოს.ნამეტანი გადაყვა ლუკაკუს მაურინიო და ეს ბიჭი მაგრად დაჩაგრა
0
№6
ავტორი: Svanchester
14 თებერვალი 2018 18:17
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
რეშფორდის გაყიდვა არანაირად არ შეიძლება. მოვა ეს აზრზე და ათამაშდება ისე როგორც საჭიროა, უბრალოდ ამ ეტაპზე დაბნეულია, რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს უკვე თვითონაც აღარ იცის, ეს ჟოზემ უნდა გაარკვიოს სად დააყენოს და საიდან უფროა პროდუქტიული, ჩემი აზრითაც ცენტრ ფორვარდის პოზიცია შესანიშნავი იქნებოდა.
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
15 თებერვალი 2018 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
რეში ძაან მაგარი გვეზდება იმედია სამუდამოდ აქ დარჩება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top