თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2018, 09:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2552,
კომენტარები: 20
მოურინიო: "პოგბას შეცვლის მიზეზი სიმარტივე იყო"
ჟოზემ მეორეჯერ მიიღო პოგბას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "ნიუკასლთან" მატჩში პოლ პოგბას შეცვლა მისი ტრავმით არ იყო გამოწვეული.

"ოლდ ტრაფორდზე" ალექსის სანჩესის გადასვლის შემდეგ პოგბას თამაში საგრძნობლად გაუარესდა და მოურინიომ მეორე ტაიმში მის შეცვლას მიჰყო ხელი, ხოლო "ჰადერსფილდთან" მატჩში იგი სასტარტო შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდა.

სრული მატჩი ვერ ჩაატარა ფრანგმა "სენტ ჯეიმს პარკზეც", სადაც მისი გუნდი 1-0 დამარცხდა. მოურინიომ პოგბა ერთადერთი გაშვებული გოლის შემდეგ შეცვალა და მატჩის შემდეგ განმარტა, რომ ამის მიზეზი არა ფეხბურთელის ჯანმრთელობის გაუარესება, არამედ ტაქტიკური გათვლა იყო.

"ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ჰქონია. უბრალოდ მინდოდა, რომ უკეთ გადაგველახა შეტევის პირველი ფაზა იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კომპაქტურად იცავდა თავს.

ვეცადე, მაიკლ კერიკის დახმარებით თამაში გამეადვილებინა, რადგან ის ყველაფერს მარტივად აკეთებს. ალექსის სანჩესი ლუკაკუსთან უფრო ახლოს უნდა დამდგარიყო, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე, რათა გამარჯვების მოპოვებაში დაგვხმარებოდა.

არ გამიმართლა, რადგან ცვლილებების განხორციელებამდე რამდენიმე წამით ადრე გაგვიტანეს, ამის შემდეგ კი უკვე სულ სხვა "ნიუკასლი" დაგვიპირისპირდა, რომელიც მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდა",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
12 თებერვალი 2018 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
pogbas viris abazana unda erti ra :/ gushin ra samarcxvino iyo :/
1
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 თებერვალი 2018 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პოლი კაი ხანია თავის თავს არ გავს და როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. არადა ფაქტია როცა პოგბა ვერ თამაშობს, ვერ თამაშობს გუნდიც...
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
12 თებერვალი 2018 09:47
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
1.მანჩესტერი როდის იყო 1 ფეხბურთელის გუნდი? პოგბა ვერ კი არა,არ თამაშობს. ფეხბურთელს ეტყობა როცა არუნდა თამაში და რცოა უნდა. გუშინ ის შემთხვევა იყო,როცა უბრალოდ თამაში ეზარებოდა.
2.ის რაც უნაიტედს ჭირს რა დავარქვა არვიცი. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები რატო არ დარბიან სტადიონზე. ეს მარტო პოგბას კი არა,მთელ გუნდს ეხება.
3.ახლა შეიძლება ვინმემ მითხრას,მოურინიომ სენზე კარგად იცისო. მარა რა გადააკვდა ამ სმოლინგს. დააყენე რა ლინდოლფი რამდენიმე თამაში ზედიზედ სასტარტოში.
4. მაიკლ კერიკი. ნუ არვიცი ბოლო სეზონი აქვს და მგონია უფრო მეტჯერ უნდა გამოიყენოს მოურინიომ. და ზოგადად დროა რო პოგბა და მარსიალი ზამენაზე გადავიდნენ და მატა და კერიკი დადგნენ რამდენიმე თამაში.
5. ასე სიარულ სიარულით თუ აპირებენ ესენი,სევილისაც ვერ გავცდებით. ასეთ ნელ ფეხბურთს მემგონი აპოელიც აღარ თამაშობს. დროა ტემპებს აყვნენ და სწრაფი თამაში და შეტევა ისწავლონ. მითუმეტეს მაგის დიდი რესურსი გვაქ
0
№4
ავტორი: Malboro463
12 თებერვალი 2018 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
26 kacidan 4 kacs ver archev gundidan karg formashi myofs. es aramgonia fexburtelebis brali iyos marto
0
№5
ავტორი: LASHQARA
12 თებერვალი 2018 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ესეთი შეტევითი ხაზი ჩვენ გვყავს და სიტის მარტო ინგლისში ფეხბურთელების კლასით თუ ვიმსჯელებთ, მაგრამ რათ გინდა გუნდი ვერ თამაშობს, თუ ვინმემ თავის თავზე არ აიღო თამაში გუნდურ ფეხბურთში ნოლია გუნდი, საერთოდ ვერ უგებენ ერთმანეთს და ვარჯიშზე რას აკეთებენ საინტერესოა. ჟოზეს მანჩესტერს სულ აკლია რაღაც თუ ძალიან სუსტს არ ვეთამაშებით და ეს რაღაცა არის მოგების ჟინი. ჟოზე მოგებაზე მეტად კარის მშრალად შენახვაზე ფიქრობს და იმიტომაც ვკარგავთ ქულებს, ფეხბურთელებიც მაგრად მიქარავენ ისეთ შანსებს ვერ იყენებენ, მაგრამ გუნდი რო შეთამაშებული იყოს იმდენი შანსი ექნებოდა რამდენიც საჭირო იქნებოდა მატჩის მოსაგებად. დაცვა არ გვყავს საერთოდ და ვიძახი ყველაზე სუსტი რგოლია გუნდში თქო, მაგრამ სმოლინგიო, ჯონსიო, კარგით რა აბსოლიტურად ახლიდანაა ასაშენენბელი დაცვა იუნაიტედში, არცერთი არაა მანჩესტერის დონის, მომავალ სეზონამდე არაფერი შეიცვლება ზაფხულის ტრანსფერები თუ უშველის გუნდს თორე წელს უკვე ყველა იმედი გადამეწურა, ლიგაზე არ შევრცხვეთ ვაბშე მაგის მეშინია ამ ფეხბურთის შემხედვარე am გულით ლიგის მოგება მინდა, მაგრამ რეალური სურათი განსხვავებულია სამწუხაროდ winked
0
№6
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2018 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Faqtia moklebuli aqvs magari da imedia male daibrunebs formas:((
0
№7
ავტორი: giorgi_mg
12 თებერვალი 2018 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გასაყვანი იყო და გაიყვანა. ცენტრში ორი ნახევარმცველი მინიმუმ მოსაყვანია ერთი ჩამშლელი და ერთიც შემტევი სტილის + ნამდვილი 10 იანია მოსაყვანი, ლინგარდის 10 იანობა არ გაიშვას, ტიპი ვერაფერს ვერ აკეთებს მხოლოდ ჯორივით დარბის, მაგას ჯობია მარჯვნივ დააყენოს და მატა მუდმივად 10 იანზე იდგეს.
0
№8
ავტორი: bziki
12 თებერვალი 2018 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პოგბა ლინგარდმა ჩაყვინთეს,მოტივაციის ამბავია ყურებ ჩამოყრილები არიან
ფა ქაფზე,ექსეულის გუნდებთან(ეგეც იმიტო რო კუდზე აზიან) და ლიგაზე იმედია განსხვავებულ რამე ვნახავთ.ემედი მაინც მაქ შეუძლიათ ერთი თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება

როგორც ჩანს წელს (ფეხბურთელები)მარტო ერთეულ თამაშებს მოეკიდებიან სერიოზულად,ჟოზე კიდე ვერანაირი სამოტივაციო სიტყვით ვერ შეცვლის ამას
0
№9
ავტორი: Manuille
12 თებერვალი 2018 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
არაა ჯიგრებოოო ცოტა პესიმისტური თვალითაც რო შევხედოთ ეს წაგებაა მოსალოდნელი იყო იმიტორო ცოტა ინტრიგა ქონდეს მეორე ადგილზე გასვლას...ჩელსიმ ჩაყვინთა და წინ ტოტე და ლივერპული ამოვიდა.. ეს თამაშიც რო მოგვეგო უკვე თითქმის გავინაღდებდით მეორე ადგილს უბრალოდ ინტრიგას არ აკარგვინებენ ეს შობელძაღლები
0
№10
ავტორი: Alexis7
12 თებერვალი 2018 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
არადა ტიპს რამდენი შეუძლია და ჩაჯმული ბავშვივით დადის.. როცა წესით მთელ ნახევარდაცვას უნდა აკონტროლებდეს და ყველა შეტევას ეს უნდა იწყებდეს.. მატა ამოუყენოს გვერდით ნუ დაალპო სკამზე.. იმედია შემდეგ თამაშებში ტრაკს გაანძრევს და სხვებიც ცოტა აზრზე მოვლენ.. სევილია უნდა გადათელონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top