თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2018, 13:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1969,
კომენტარები: 8
მოურინიო: "იქნებ მეც ცოტა მეტი უნდა ვიტირო"
ჟოზეს მორიგი მინიშნება გვარდიოლას მისამართით.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო თავისი კოლეგის მსგავსად ტირილს არ დაიწყებს იმისათვის, რომ ალექსის სანჩესს გაუფრთხილდეს.

ჩილელ ფეხბურთელს გასულ შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" "ჰადერსფილდმა" მძიმე მატჩი არგუნა, როცა შვიდჯერ დაჯარიმდა მის წინააღმდეგ.

"არსენალიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ჩატარებულ სამ მატჩში მოწინააღმდეგეები 15-ჯერ დაჯარიმდნენ სანჩესის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 17 წუთში ერთხელ ირღვევა მასზე თამაშის წესები.

მაგრამ მაშინ, როცა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი შეგირდების დასაცავად მსაჯებს საჯაროდ მიმართავს, ფეხბურთელებს გაუფრთხილდნენ და უფრო მკაცრი ზომები მიიღონ, მოურინიო ფიქრობს, რომ საფეხბურთო კულტურის მშვენიერება სწორედ ამგვარ სირთულეშია.

"ალბათ სანჩესის მწვრთნელმა უფრო ხშირად უნდა იტიროს. არ ვიცი. მე ყოველთვის მომწონდა ინგლისური ფეხბურთი. ჩემი აზრით, ინგლისურ ფეხბურთს აქვს გარკვეული კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიცია, რაც ქმნის დონეს, რომელიც ძალიან მომწონს.

ალბათ უფრო ხშირად უნდა ვიტირო, რომ ჩემი ფეხბურთელები დავიცვა, რადგან ყველა დაინახავდით, როგორც დახვდნენ სანჩესს.

"ჰადერსფილდთან" მატჩში რამდენიმე ძალიან უხეში ჯარიმა იყო და მსაჯებმა უნდა... არ მიყვარს სიტყვა "დაცვა", რადგან ისე ჟღერს, თითქოს მათ მხოლოდ ტოპ-ფეხბურთელები უნდა დაიცვან, მოედანზე კი ყველა თანასწორია.

მწვრთნელებმა არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ მსაჯებმა ფეხბურთელებზე უნდა იზრუნონ, ისინი ამას ისედაც აკეთებენ.

მსაჯებმა იციან თამაშის წესები და იციან, ბარათი საჩვენებელია თუ არა. ისინი ამას აკონტროლებენ. რა გინდათ, რომ მცველებმა გააკეთონ? ტოპ-ფეხბურთელებს თავისუფლად თამაშის საშუალება მისცენ?

ეს არის თამაშის მახასიათებელი - რაც უფრო მეტად ხარ ჩართული, მით მეტად ამოგიღებენ მიზანში. შენ გეშინია ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების და ნორმალურია, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული მიდგომაა.

მსაჯებმა კი ყველა ფეხბურთელი ერთნაირად და ერთნაირი წესებით უნდა განსაზღვრონ.

ეს არის მშვენიერება, არა? ეს მართლაც ლამაზია. ამ ქვეყანაში ინტენსიურობა დიდებული რამეა და აგრესიაც დიდებულია.

მსაჯი კი იმისთვისაა, რომ ნორმალური აგრესია ძალიან სახიფათოსგან გაარჩიოს.

ზოგჯერ ისინი შეცდომას უშვებენ, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევებია და კულტურა, რომელსაც ისინი ნერგავენ, ასევე ფეხბურთის ნაწილია".


წყარო: mirror
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2018 15:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კი ბატონო ინგლისური ფეხბურთის ხიბლია მარა კარიერა არ უნდა დაუმთავრონ ფეხბურთელს :)
0
№2
ავტორი: fergia
11 თებერვალი 2018 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ციტატა: ani-reali
რაც ეს მოვიშორეთ ავეწყწეთ. ზიდანზე რას იტყვით აბა? ხოა საუკეთესო დღესდღეისობით? :)) მესამედ რი დადებს მერე ნახეთ.


აჰაჰაჰ გასაგებია გასაგებია wink wink რეალი ლიგას წლები ვეღარ მოიგებს...
0
№3
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2018 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Eset teqnikur igrokebze yoveltvis irgveoda da dairgveva tamashi sul amas Ra unda ushvelo warmodgena ar maqvs
0
№4
ავტორი: The Special One
11 თებერვალი 2018 16:48
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: ani-reali
ციტატა: fergia
ციტატა: ani-reali
რაც ეს მოვიშორეთ ავეწყწეთ. ზიდანზე რას იტყვით აბა? ხოა საუკეთესო დღესდღეისობით? :)) მესამედ რი დადებს მერე ნახეთ.


აჰაჰაჰ გასაგებია გასაგებია wink wink რეალი ლიგას წლები ვეღარ მოიგებს...

ვინ და ეწევა რო თორე კი :))) ზედიზედ ვინ ეღირსება ლიგის მოგებას ეგეც საკითხავია

შენს საცოდავ საიტზე რო გატრიალდე?ზიდანი კიდე არაფერი მწვრთნელი არაა,აგერ ნახავ რას მიაღწევს კიდე მომავალში,ან რა მოურინიო მოიშორეთ,რა საცოდაობაა,გუნდი გუნდად გიქციათ,ვირო მადლიო :(
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: Temo che
11 თებერვალი 2018 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
როჯოდიაბლო როგორმომენატრე შე ოხერო მაგარი კაცი ხარ საერთოდ რედარმის სასტავი და ახლებსაც მივესალმები დიდება იუნაიტედს
0
№6
ავტორი: vale13
11 თებერვალი 2018 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Vicodi ro gatexavdnen tamashss
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
11 თებერვალი 2018 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მალე დაგადუმებთ ყველას სხვა გუნდის ფანებს

მალე დაგადუმებთ ყველას სხვა გუნდის ფანებს
0
№8
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:26
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს პრემიერ ლიგაა, აქ უხეში და ძალისმიერი თამაშიც ალამაზებს ფეხბურთს.

წაკბენები მაგრად ეხერხება ჟოზეფინას :))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top