თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2018, 13:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1573,
კომენტარები: 7
მოურინიო: "მართლა გგონიათ, რომ გუნდის ლიდერებს გავყიდით?"
ჟოზე დავიდ დე ხეას საგას გამოეხმაურა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დავიდ დე ხეას გადასვლა სხვა კლუბში გამორიცხა, რადგან პორტუგალიელი გუნდის ლიდერებთან განშორებას არ აპირებს.

27 წლის დე ხეამ 2015 წელს "იუნაიტედთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალში" მისი ტრანსფერი არ შედგა.

ესპანელის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ "იუნაიტედს" შეთანხმების დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს და მოურინიომ მიმდინარე წლის დასაწყისში მიანიშნა, რომ დავიდი ამ პუნქტის ამოქმედების წინააღმდეგი არ არის.

"ნიუკასლთან" მატჩის წინ მოურინიოს დე ხეას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მარტივად უპასუხა:

"თქვენ გგონიათ, რომ კლუბი, რომელიც მსოფლიო დონის ფეხბურთელების შეძენას ცდილობს, თავისი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვის ვარიანტს განიხილავს? სრული სისულელეა.

თუკი გვინდა უმაღლეს დონეზე ასვლა, ისეთი ფეხბურთელები უნდა გადმოვიბიროთ, როგორებიც ალექსისი, მატიჩი და პოგბა და ა.შ. არიან, ჩვენი ლიდერები კი არ უნდა გავყიდოთ".


მედიაში ასევე იწერება, რომ ზინედინ ზიდანმა თავისი ყურადღება ტიბო კურტუასკენ მიმართა, რომელმაც ბოლო დღეებში განაცხადა, რომ მისი გული მადრიდშია. მაგრამ მოურინიომ ამაზე ლაპარაკი არ ისურვა.

"კურტუას შესახებ მე ვერ ვისაუბრებ", - დაასრულა მწვრთნელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
11 თებერვალი 2018 13:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კურტუას რაც უნდა ის უქნია მაგრამ ესპანელი ჩვენთან უნდა დარჩეს.მართალია მოიურინიო,თუ პირველობა და წინსვლა გვინდა უნდა გადმოვიბიროთ ისეთი ფეხბურთელები რომელიც გუნდს ერთი-ორად გააძლიერებს და ასევე უნდა შევინარჩუნოთ ისინიც,რომლებიც გუნდისთვის უდიდესი ძალაა.არამგონია მოურინიომ დეხეა სადმე გაუშვას.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2018 14:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დე ხეას არ უნდა უნდოდეს წასვლა თორე მოურინიო ვერ დააკავებს, ასე იძახდა კლოპიც მარა კი გაექცა კოუტინიო
0
№3
ავტორი: dybbuk
11 თებერვალი 2018 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ძალიან გამიხარდა ამის მოსმენა, ბევრს ნიშნავს გულშემატკივრისთვის ესეთი განცხადებები და ზუსტად ესეთი ხედვით შენდება ამბიციური და ძლიერი გუნდი, ჩვენ ფერგის მერე შენების პროცესში ვართ და ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს დეხეა, მეორე მომენტია თვითონ რა უნდა, ამ ზაფხულს თუ კურტუა იყიდეს საბოლოოდ დაისვენებს ყველა
0
№4
ავტორი: shotkin
11 თებერვალი 2018 15:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოურინიოსგან ეს არმიკვირს ეგეთები არეშლება ხოლმე ესეტ ხალხს არ უშვებს ვინც სტაბილურად ფორმის პიკშია და რეალურად გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუზლია , რა ახალგაზრდაა დე ხეა და უკვე მწვერვალზეა ტიპი და ესეთი მეკარე თან უკვე ამასაკიდან ინატროს ნებისმიერმა კლუბმა აი არცერთს არ ყავს მსოფლიოში.
0
№5
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2018 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol joze Aba raa❤️ Msgavsi temebi arc unda ganixilebodes
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
11 თებერვალი 2018 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მთავარია ამას არ მოუნდეს წასვლა თორე მაუ კი არა ფერგი ვერ შეაკავებს
0
№7
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:25
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
რეალი კურტუას შეიძენს ასე ვფიქრობ, ბევრი იწერება უკვე ამ ტრანსფერზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top