თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2018, 10:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1335,
კომენტარები: 9
მხითარიანი: "ვენგერი უფრო მეგობრული მწვრთნელია"
ჰენრიხ მხითარიანი მოურინიოსა და ვენგერს შორის სხვაობაზე საუბრობს.
მხითარიანი:
ჰენრიხ მხითარიანი აცხადებს, რომ არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოს შორის განსხვავება მათი ტემპერამენტია.

სომეხმა ფეხბურთელმა გასულ წელს წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო, რის შემდეგაც "არსენალში" გადაბარგდა.

მოურინიომ კი სანაცვლოდ მიიღო ალექსის სანჩესი, რომელსაც თავის მხრივ "მეთოფეთა" რიგების დატოვება სურდა.

ორივე ფეხბურთელმა დაუყოვნებლივ მოახერხა ახალ გუნდში თავის დამკვიდრება და თუკი სანჩესმა თავის მეორე მატჩში გაიტანა გოლი, პირველში კი საგოლე გადაცემა გააკეთა, მხითარიანმა "ევერტონთან" შეხვედრაში სამი გოლი გაატანინა თავის თანაგუნდელებს, თუმცა მომდევნო შეხვედრა "უემბლიზე" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, ცუდად ჩაატარა.

SFR Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰენრიხმა განაცხადა, თუ რა განასხვავებს "იუნაიტედისა" და "არსენალის" მწვრთნელებს ერთმანეთისგან.

"მოურინიო ძალიან ბევრს ითხოვდა ფეხბურთელებისგან. მასთან მუშაობა ძალიან რთული იყო. არსენ ვენგერი კი უფრო მეგობრულია, ესმის და ფიქრობს ფეხბურთელთა მდგომარეობაზე, უფრო მშვიდია. ეს არის განსხვავება.

ვფიქრობ, მანჩესტერში მაინც მოვახდინე შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებს წავაწყდი.

წელიწადნახევარში სამი ტიტული მოვიგეთ, ამას კი ბევრი გუნდი ვერ ახერხებს.

ევროპა ლიგის ფინალი მოვიგეთ და გოლი გავიტანე. ხალხი თუ იტყვის, რომ იქ წარმატებას ვერ მივაღწიე, ეს მათი აზრია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ",
- განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: mirror
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
11 თებერვალი 2018 11:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნათელი მაგალითი იმისა რომ ვენგერი არარის მომთხოვნი მწვრთნელი და ეს ახალი ამბავი არც არის , როცა პერსი აქ გადმოვიდა არავის დაავიწყებია ალბათ მისი სიტყვები "ამ გუნდში ცხრილს 10 ქულითაც რომ ლიდერობდე ფერგი თითოეულ მატჩს ისე უდგება როგორც უკანასკნელ მატჩსო" ზოგადად რაც მწვრთნელია ხასიათით იგივეა გუნდიც, მეგობრულ მწვრთნელთან ურთიერთობა კარგია რათქმაუნდა მაგრამ მეგობრობას ტიტულები ჯობია, წარმატებები მინდა ვუსურვო ამ კაცს სადაც წავა და არც არსენალის ჯინი მჭირს მაგრამ თავისივე ნათქვამიდან გამომდინარე წელიწადნახევარში 3 ტიტულს ყველა ვერიგებს და იმედია რამე ტიტულს აწევს არსენალში ფა თასის და ქარაბაო თასის გარდაც )))
4
№2
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2018 11:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: shotkin
ნათელი მაგალითი იმისა რომ ვენგერი არარის მომთხოვნი მწვრთნელი და ეს ახალი ამბავი არც არის , როცა პერსი აქ გადმოვიდა არავის დაავიწყებია ალბათ მისი სიტყვები "ამ გუნდში ცხრილს 10 ქულითაც რომ ლიდერობდე ფერგი თითოეულ მატჩს ისე უდგება როგორც უკანასკნელ მატჩსო" ზოგადად რაც მწვრთნელია ხასიათით იგივეა გუნდიც, მეგობრულ მწვრთნელთან ურთიერთობა კარგია რათქმაუნდა მაგრამ მეგობრობას ტიტულები ჯობია, წარმატებები მინდა ვუსურვო ამ კაცს სადაც წავა და არც არსენალის ჯინი მჭირს მაგრამ თავისივე ნათქვამიდან გამომდინარე წელიწადნახევარში 3 ტიტულს ყველა ვერიგებს და იმედია რამე ტიტულს აწევს არსენალში ფა თასის და ქარაბაო თასის გარდაც )))
bareorma dawera guardiolaze ise uxaria titqos am matchis kogebit chempioni cdebodesoo.zustad aes unda miudget yvela matchs da mere iqneba shedegi.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2018 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imito gaqvt shedegi tqve sirebo:)))
1
№4
ავტორი: dachi_mu
11 თებერვალი 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
es kai tqvi tu cudi exla
1
№5
ავტორი: gaga1987
11 თებერვალი 2018 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
xoda iszmakacet miki.moiget facup da dgetebi.mets vergalachavt magram magis mogebac gauchirdeba arsenals
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2018 14:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შორიდანაც ასე ჩანს მარა მომთხოვნი მწვრთნელი ბევრად უკეთესია
1
№7
ავტორი: F1RSTA
11 თებერვალი 2018 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ვენგერმა მეგობრულად აჩუქა ტოტენჰემს სამი ქულა:დდდ
1
№8
ავტორი: gela-manchesteri777
11 თებერვალი 2018 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
არ მინდოდა რა მიკის წასვლა
1
№9
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:24
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მსგავსი კომენტარები იმაზე მეტყველებს რომ ვერ ქონდათ კარგი ურთიერთობა ჟოზეს და მიკის. მე მაინც ზედმეტად მიმაჩნია პარალელების გავლება და ამით ჟურნალისტებთან ლაქლაქი. შენი საქმე აკეთე რა მიკი და ფეხბურთი ითამაშე.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top