თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2018, 10:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1227,
კომენტარები: 7
მოურინიო: "სანჩესი ჩემთვის საყვარელი ფეხბურთელის ტიპს მიეკუთვნება"
ჟოზე მოხიბლულია ჩილელის მენტალიტეტით.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი შვიდიანის გამოცდილებითა და მენტალიტეტით კმაყოფილებას არ მალავს და "ნიუკასლთან" მატჩის წინ ჩილელს აქებს.

ალექსისმა თავისი პირველი გოლი "იუნაიტედის" მაისურით უკვე გაიტანა "ჰადერსფილთან" მატჩში, სადაც საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პარასკევს სავარჯიშო კომპლექსზე გამართული მატჩის წინა პრესკონფერენციისას კი მწვრთნელს ჰკითხეს, ალექსის სანჩესის რომელი უნარი მოსწონდა ყველაზე მეტად, რაზეც უპასუხა:

"მისი მენტალიტეტი. მომწონს ჩემს გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც 91-ე წუთზე ბურთს კარგავს და არ ჩერდება იმისთვის, რომ უკან დაიბრუნოს - მაშინაც კი, როცა ისეთი დაღლილია, როგორც "ჰადერსფილდთან" შეხვედრის ბოლო წუთებზე იყო.

ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა შენი გუნდი ბურთს კარგავს და შენ ამაზე აფეთქდები, იმისთვისაც კი მზად ხარ, რომ მოწინააღმდეგემ რამე გატკინოს. ამიტომ, როცა გუნდში გყავს ფეხბურთელი, რომელსაც "მე შეცდომა დავუშვი ან ბურთი დავკარგე და ახლა უკან უნდა დავიბრუნო" მენტალიტეტი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ეს შერწყმა - მისი გამოცდილება, მისი ნიჭი, მისი მენტალიტეტი - სანჩესს აქცევს ჩემთვის საყვარელ ფეხბურთელად".


ალექსისმა თავისი გოლების ანგარიში "ჰადერსფილდთან" მატჩში 11 მეტრიანის დანიშვნის შემდეგ გახსნა. შეხვედრის 68-ე წუთზე მეტოქეთა მცველმა მაიკლ ჰეფელმა სწორედ სანჩესი წააქცია საჯარიმოში, თუმცა მის მიერვე დარტყმული პენალტი იონას ლიოზლმა მოიგერია, რის შემდეგაც ჩილელმა დამატებაზე იმარჯვა და პირველი გოლი გაიტანა.

"იუნაიტედის" შვიდიანმა ასევე მოიპოვა 7 ჯარიმა - პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ მატჩში კი ამდენი ჯარიმა არცერთ ფეხბურთელს არ გამოუმუშავებია.

"ყველამ ნახეთ, როგორც დაუხვდნენ ალექსისს მეტოქეები. მასთან თამაში რთულია, ძალიან მოქნილი ბიჭია, ყველაფერს უმკლავდება. თავი გაართვა იოვილში რთულ პირობებში მის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ წესების დარღვევასც და ასევე "ჰადერსფილდთან".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2018 11:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
evaseba musha rojebi amas.vakvirdebi da vechnad chamodis ukan.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2018 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Saocari transferi saocarii❤️
0
№3
ავტორი: K1llsw1tch
11 თებერვალი 2018 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
სანჩესი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა ყოველთვის, ჯერ კიდევ უდინეზეში მაქვს ნანახი მისი რამდენიმე თამაში. დაუღალავად იბრძვის ბურთისთვის და სანამ თავისას არ მიაღწევს არასდროს ჩერდება. ტიპი მანქანასავითაა - მოედანზე არ ჩერდება, სულ მოძრაობს და იბრძვის ბურთით და ბურთის გარეშეც.
0
№4
ავტორი: gaga1987
11 თებერვალი 2018 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
martlac rom magari mushaaa
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2018 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა ასე მშრომელი რო იყოს გაცილებით უკეთეს თამაშებს ვიხილავდით
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
11 თებერვალი 2018 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ლიდერი უნდა გახდე ალექსის
0
№7
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:23
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სანჩესი ნებისმიერი მწვრთნელისთვის იქნება საყვარელი ფეხბურთელის ტიპი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top