თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2018, 10:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1442,
კომენტარები: 8
მოურინიო: "წლის ყველაზე დისციპლინირებული მწვრთნელი ვარ"
მოურინიო ახალი ჯილდოს მოგების სურვილს გამოთქვამს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ყველაზე დისციპლინირებული მწვრთნელის ჯილდო უნდა გადაეცეს.

2004 წელს პრემიერ ლიგაში გამოჩენის მომენტიდან მას ხშირად ჰქონდა სხვადასხვა ინციდენტი მოედნის კიდესთან. მოურინიო ეკამათებოდა თავის კოლეგებსა და მსაჯებს, რის გამოც არაერთხელ დასჯილა.

თუმცა, 55 წლის მწვრთნელი აცხადებს, რომ ამის გამოსასწორებლად მუშაობა დაიწყო და მიაჩნია, რომ ახლა გაცილებით უფრო თავშეკავებული გახდა.

"მიზნად ვისახავ, მიმდინარე სეზონში მოედნის კიდესთან საუკეთესო მოქცევისთვის ჯილდო მოვიგო. სერიოზულად გეუბნებით!

ბევრი ჯილდო არსებობს: კვირის საუკეთესო ასპარეზობა, თვის საუკეთესო მწვრთნელი, ესა თუ ის - მაგრამ პრემიერ ლიგის ყველაზე დისციპლინირებული მწვრთნელის გამოსავლენად მეოთხე მსაჯებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში.

პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჯილდოს მე მოვიგებდი. ამას სერიოზულად გეუბნებით! მეოთხე მსაჯისთვის არავითარი პრობლემა არ შემიქმნია, გარდა "საუთჰემპტონთან" მიღებული წითელი ბარათისა, როცა მოედანზე დავაბიჯე.

სერიოზულად ვამბობ. ჩემს თავზე ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ ჩემი ქმედებებით. იმას არ ვგულისხმობ, რომ თვითკონტროლს არ ვკარგავ. ასეთი რამ ცალკეულ მატჩში ხდება, იდეალური არ ვარ.

ცუდიდან იდეალურში უცებ ვერ გარდავისახები, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ვცდილობ, ბევრს ვშრომობ და კმაყოფილი ვარ, როგორც გამომდის",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: bbc.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
11 თებერვალი 2018 11:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძაან თე სლი ენა აქვს რა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2018 12:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რას აღარ იტყვის :D
0
№3
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2018 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ar joze Ra kacia sul gadaobs:))
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
11 თებერვალი 2018 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
თქვენი არ ვიცი და მე ნაგიჟარი ჟოზე მერჩივნა ბევრად. ახლა გამახსენდა, ინტერით იმ დროს დაუმარცხებელი ბარსა რომ გამოაგდო ლიგის ნახევარფინალში და ბარსას ფანებს რომ აწყნარებდა wink
0
№5
ავტორი: gaga1987
11 თებერვალი 2018 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
raenaaak ))))(
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
11 თებერვალი 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ტლიკინს მოუკელი და გუნდი გააძლიერე და ფერგი რასაც ტამაშობდა იმასთან მიახლოებული ფეხბურთი მაინც ითამაშე მოძველდა ეს შენი ავტობუსი არავინ აღარ თამაშობს მასე გუნდს მიხედე რო არ შეგეძლოს და არ ვიცოდე რა ხარ კიდე ხო

ტლიკინს მოუკელი და გუნდი გააძლიერე და ფერგი რასაც ტამაშობდა იმასთან მიახლოებული ფეხბურთი მაინც ითამაშე მოძველდა ეს შენი ავტობუსი არავინ აღარ თამაშობს მასე გუნდს მიხედე რო არ შეგეძლოს და არ ვიცოდე რა ხარ კიდე ხო
0
№7
ავტორი: vale13
12 თებერვალი 2018 08:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Zapxulshi transferebi gvinda minimum 3-4
0
№8
ავტორი: Svanchester
12 თებერვალი 2018 17:22
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
გეთანხმები, დისციპლინა ნამდვილად არ გაკლია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top