თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2018, 12:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1491,
კომენტარები: 8
სტრაჩანი: "რეშფორდი თავისი უნივერსალურობის მსხვერპლია"
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ინგლისელი ფორვარდი თავისი უნარების გამო ისჯება.
სტრაჩანი:
მარკუს რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი უნივერსალურობის გამო ისჯება.

ეს არის მოსაზრება, რომელსაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა ყოფილი ნახევარმცველი, გორდონ სტრაჩანი იზიარებს ახალგაზრდა ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით.

რეშფორდს მიმდინარე სეზონში შერეულად მისდის თამაში მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში ყველაზე ხშირად მოთამაშე ფეხბურთელებს შორისაა.

მაგრამ ის ასპარეზობდა არა ერთ, არამედ რამდენიმე პოზიციაზე - მარცხენა ვინგერის პოზიციაზე მისი კონკურენტი ენტონი მარსიალია, ხოლო მარჯვენა ვინგერად, ცენტალურ ფორვარდად და მეორე ფორვარდად სხვადასხვა კონკურენტები ჰყავს.

შოტლანდიელ ყოფილ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც რეშფორდი თავის პოტენციალს ბოლომდე ვერ ავლენს და სასტარტო შემადგენლობის წევრი არ არის.

"მისი პრობლემა ის არის, რომ რამდენიმე პოზიციაზე თამაშობს. ამჟამად მან ისიც კი არ იცის, რომელ პოზიციაზე ასპარეზობს ყველაზე უკეთ.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" კი საეჭვოა, რომ თავდასხმის ხაზში იმ დიდ ბიჭს შეელიოს. არა მგონია, მარკუსი ასეთი ტიპის ფეხბურთელი იყოს.

შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ თამაში? ნამდვილად შეუძლია. შეუძლია 10 ნომრად თამაში? არ ვიცი. ამ დროს კი უნდა იცოდე, რომელია შენი საუკეთესო პოზიცია.

ზოგიერთი ფეხბურთელი ამბობს, "მე მხოლოდ აქ ვითამაშებ", ზოგიერთი კი სხვაგან თამაშზე გამოთქვამს პრეტენზიას. მაგრამ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: K1llsw1tch
10 თებერვალი 2018 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ზუსტად იმეორებს ჩემს აზრს გორდონ სტრაჩანი. ზოგადად, ძალიან არ მომწონს თანამედრივე ფეხბურთის ეს უაზრო ტენდენცია. ფეხბურთელები ისეთი უპრინციპოები გახდნენ, ლიჟბი ითამაშონ და ლამისაა კარშიც ჩადგნენ. შესაბამისად, ემართებათ ასე ვთქვათ "იდენტობის კრიზისი" - არ იციან სად თამაშობენ ყველაზე კარგად და სად უნდა იდგნენ.

რაც რეშფორდს ეხება, ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ მისი ადგილი წინაა - ფორვარდის პოზიციაზე. თუ შეამჩნევთ, ხაზზე თამაში ძალიან უჭირს, მოედანი არ ჰყოფნის არასდროს და სულ უშვებს ბურთს გარეთ. მოურინიოს კომპლექსი ხომ საერთოდ ამოუხსნელი ფენომენია ჩემთვის - ტიპს დაგინებული აქვს მემგონი, რომ ორი ფორვარდით არ ითამაშებს. არადა ლუკაკუს ბურთის დაჭერა და გამჭოლი პასის გაკეთება ნამდვილად არ ეშლება, რეშფორდს კი - სწრაფად ჩარბენა და ერთი-ერთზე გასვლა (შესრულებაში კი მოიკოჭლებს, მაგრამ გამოსწორებადია). ზოგადად ძალიან კარგად ჯდება ორფორვარდიან სქემაში დიდი და ძლიერი ე.წ. target man და სწრაფი, მსუბუქი ფორვარდი. მართლა არ ვიცი, ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდებთან ორი საყრდენით რატომ უნდა ითამაშო, არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, როგორ ანიავებს საყრდენობა პოგბას კრეატივს და შეტევით პოტენციალს.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2018 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნამდვილად არი სიმართლის მარცვალი, მარჯვენა ვინგერად არ გამოდგება რაშფორდი, ალბათ უფრო ცენტრ ფორვარდია, მარჯვნიდან რო ხეირი არ აქ ესეც ფაქტია
0
№3
ავტორი: PaLoMo
10 თებერვალი 2018 14:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
tipo forwardi itoda wingerad aqvies ase gauchordebodaa.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2018 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვნახოთ გვიჩვენებს მომავალი სად და როგორ ითამაშებს ფაქტია რო მანიუს მომავალია love
0
№5
ავტორი: dzia_David
10 თებერვალი 2018 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ამას და მარსიალს როცა ეხება ხოლმე საქმე სულ გული მწყდება და მაინც მგონია რო ორივეს პოტენციალი გარკვეულწილად გუნდის სათამაშო ტაქტიკას ეწირებაა და არ ეძლევად ბოლომდე გახსნის და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება...
1
№6
ავტორი: Svanchester
10 თებერვალი 2018 21:21
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მარცხნიდან ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე მარჯვნიდან, აქვს სისწრაფე ტექნიკა, მარტივად მიდის ფეხბურთელზე, თუმცა გვახსოვს ვიძახდით რეშფორდი ფინიშერად ვერ ქაჩავსო და მეც უფრო ფლანგზე მიჩევნია. მაგრამ უარს არ ვიტყოდი რამოდენიმე თამაში ცენტრ ფორვარდის პოზიციიდან მეყურებინა.
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
10 თებერვალი 2018 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
რეში მალე აიწყვითავს
0
№8
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერთი ვიცი რო დიდი დრო უნდა მისცენ ამ ბიჭს და სადაც უნდა იქ ათამაშოს დაცვის და მეკარის პოზიციის გარდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top