თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2018, 19:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1698,
კომენტარები: 7
მოურინიომ შოუს მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
მწვრთნელმა კონკრეტული ცნობები გაავრცელა.
მოურინიომ შოუს მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ლუკ შოუ ახალ კონტრაქტს მიიღებს და წლების განმავლობაში იქნება "წითლების" ფეხბურთელი.

პორტუგალიელი სპეციალისტის მისვლის შემდეგ შოუს თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა თავის დამკვიდრება, მაგრამ შემდეგ მოვლენების სხვაგვარად წარმართვა შეძლო და მწვრთნელის სიმპატია დაიბრუნა.

მოურინიო შოუსა და ეშლი იანგს მარცხენა ფლანგზე მონაცვლეობით იყენებს და ახალგაზრდა ინგლისელის თამაშით კმაყოფილი რჩება.

შოუს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ "იუნაიტედმა" კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედა და შეთანხმება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ამან ბოლო მოუღო საუბრებს იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" ახალი მარცხენა მცველის შეძენას აპირებდა და ახლა ჟოზე ფეხბურთელისთვის უფრო სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

"ლუკის შემთხვევაში საქმე ჩემი დამოკიდებულების შეცვლაში არ იყოს. მის შემთხვევაში საკითხი იდგა პოტენციალის განვითარებაში ან ვერ განვითარებაში, ან როგორც ჟურნალისტებს გიყვართ თქმა, გაფურჩქნვაში. მხოლოდ ეგ არის. რადგან მე ვიცნობ შოუს იმ დღიდან, როცა "საუთჰემპტონში" მოვიდა, ვიცი მისი ნიჭი და უნარები.

გაყვა თუ არა ჩემს მითითებებს და არის თუ არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელი იყოს? არა მარტო მოედანზე, არამედ ვარჯიშებზეც ამას ავლენს და თან დიდი თავდადებით.

ის ახლა კიდევ რამდენიმე თვით შორსაა მისი მძიმე ტრავმისგან, რომელიც განვითარებას ხელს უშლის და მე მართლაც ბედნიერი, რისი ნაყოფიც ის იქნება, რომ ახალ კონტრაქტს მიიღებს და წლების განმავლობაში დარჩება "იუნაიტედის" ფეხბურთელად",
- განაცხადა მოურინიომ.
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2018 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian kargi Magrad gamixarda sagol joze Magari kaci xar ❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 თებერვალი 2018 19:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეიმედება შოუსი, შედის ფორმაში იმ მძიმე ტრამვის მერე.
0
№3
ავტორი: Svanchester
9 თებერვალი 2018 19:46
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოხოდავს ჟოზე ამას. მართალიცაა როდესაც გუნდში შოუსნაირი პერსპექტიული მარცხენა მცველი გყავს ტრავმების მოყვარულლ როუზზე ფიქრი არ ღირდა. შეუძლია შოუს ალექს სანდროც და როუზიც დაჩრდილოს.



0
№4
ავტორი: gaga1987
9 თებერვალი 2018 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
imedia male sheva sauketeso formashi.
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
9 თებერვალი 2018 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
იმედია ისევ შევა ფორმაში

იმედია ისევ შევა ფორმაში
0
№6
ავტორი: PaLoMo
10 თებერვალი 2018 01:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ra formashi iyo da rauqna morenom.imedia chadgeba isev formashi.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნეტა როდის დაბრუნდება იმ საოცარ ფორმაში ბოლოს რო იყოო ტრამვამდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top