თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2018, 10:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1481,
კომენტარები: 10
მარსიალი: "უფრო მეტის იმედი მაქვს"
ფრანგმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
მარსიალი:
ენტონი მარსიალი იმედოვნებს, რომ თავის შთამბეჭდავ ფორმას შეინარჩუნებს, რაც მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებაში სამჯერ დაეხმარა.

ფრანგი შემტევი "იუნაიტედის" გულშემატკივარმა იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, მანამდე კი მარსიალმა აღნიშნული ჯილდო სექტემბერსა და ოქტომბერში მოიგო.

მარსიალმა გულშემატკივართა არჩევანს დიდი პატივი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგში უფრო მეტ გოლს გაიტანს.

"ახლა თავს მართლაც კარგად ვგრძნობ. ბევრს ვვარჯიშობ და სიმართლე რომ ვთქვათ, ახალი წელი მართლაც კარგად დავიწყეთ და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ გულშემატკივრებმა ხმა მე მომცეს. თუ სწორად მახსოვს, ამ სეზონში უკვე მესამე შემთხვევაა. იმედი მაქვს, ამ სერიას არ შევწყვეტ და რამდენიმეჯერ კიდევ მოვიგებ".


წინ "იუნაიტედს" გადატვირთული გრაფიკი აქვს - პრემიერ ლიგის ეგიდით ვიზიტი "ნიუკასლთან", ინგლისის თასის ეგიდით ვიზიტი "ჰადერსფილდთან" და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასვლითი მატჩი "სევილიასთან".

"ყველას მოგვწონს ყოველ მესამე დღეს თამაში, ახლა ესაა უმაღლესი დონის ფეხბურთი. ყოველთვის მზად ვარ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკმარისად დიდი შემადგენლობა გვყავს იმისათვის, რომ მატჩების ასეთ რაოდენობას თავი გავართვათ, ასე რომ, წინ ამაღელვებელი პერიოდია".
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
10 თებერვალი 2018 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მარსიალსა და რაშფორდს შორის არის რაღაც განსხვავება.ამ ეტაპზე მარსიალი ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ჩემი გადმოსახედიდან.ერთი ერთზე უმეტესად იტანს მარსიალი ანუ ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე რაშფორდი.მაგრამ რაშფორდი ფლანგზე უფრო მეტს მუშაობს.საბოლოოდ,ისე გამოდის რომ მარსიალის პოზიცია არის LF და რაშფორდის პოზიცია LM.
0
№2
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2018 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi marso Ese unda gaagzelo da meti stabiluroba sheinarchuno❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2018 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიმსახურა ეს ჯილდო
0
№4
ავტორი: dzia_David
10 თებერვალი 2018 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ბიჭო რამაგრად ვბალეშიკობ ამას, ინგლისის ფანი ვარ რაც ფეხბურთს ვუყურებ მარა რეშფორდზე მაგრად ამ ბიჭს ვბალეშიკობ რაღაცნაირად .... დავააი მარსიიი სამი კი არაა ყოველი თვეე შენი უნდა იყოს ::D
0
№5
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2018 16:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ სწორად მახსოვს, ამ სეზონში უკვე მესამე შემთხვევაა

დიდი პატივი რომ იყოს ამას არ იტყოდი wink
0
№6
ავტორი: JuanMata
10 თებერვალი 2018 20:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩემი აზრით მარსიალზე მეტად ლუკაკუ იმსახურებს სკამზე დაჯდომას, გასაგებია, რომ სანჩესი ყველას ჯობს შეტევაში, მაგრამ არც მარსიალს დაუმსახურებია სკამი, მითუმეტეს ძალიან კარგი პერიოდი ჰქონდა და ფაქტია იანვრის თვეში საუკეთესო იყო.
0
№7
ავტორი: Svanchester
10 თებერვალი 2018 21:18
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ერთ ერთი ნათელი და საიმედო მომავალია ეს ბიჭი იუნაიტედის, იმედი მაქვს, რომ ეს იმის მინიმუმი იქნება რასაც სამომავლოდ მიაღწევს.
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
10 თებერვალი 2018 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მარსიალი ძაან მაგარია მე მაგრა მომცონს

მარსიალი ძაან მაგარია მე მაგრა მომცონს

მარსიალი ძაან მაგარია მე მაგრა მომცონს
0
№9
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Manstark_United
მარსიალსა და რაშფორდს შორის არის რაღაც განსხვავება.ამ ეტაპზე მარსიალი ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ჩემი გადმოსახედიდან.ერთი ერთზე უმეტესად იტანს მარსიალი ანუ ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე რაშფორდი.მაგრამ რაშფორდი ფლანგზე უფრო მეტს მუშაობს.საბოლოოდ,ისე გამოდის რომ მარსიალის პოზიცია არის LF და რაშფორდის პოზიცია LM.

გეთანხმები მარსი უფრო შემდგარი ფეხბურთელია უფრო დამწიფებული ესე უხეშად რომ ვთქვათ. რეშის დიდი იმედები მაქ და მიმაჩნია რომ არანაირად არ არის ნაკლები მარსიალზე არც ნიჭით და არც არაფრით მაგრამ გამოუცდელობა როგორც მანამდე ვთქვი მაგით ჯობია მარსიი. ერთი ერთებზეც მაგის ბრალია ბევრს რო აცუდებს რაშფორდი ესე მგონია რო შიშით თამაშობს ხშირ მომენტებში ეშინია რომ კარგ მომენტს ვერ გამოიყენებს და მერე კრიტიკა დაატყდება თავს.
0
№10
ავტორი: Manstark_United
11 თებერვალი 2018 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: stepno
ციტატა: Manstark_United
მარსიალსა და რაშფორდს შორის არის რაღაც განსხვავება.ამ ეტაპზე მარსიალი ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ჩემი გადმოსახედიდან.ერთი ერთზე უმეტესად იტანს მარსიალი ანუ ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე რაშფორდი.მაგრამ რაშფორდი ფლანგზე უფრო მეტს მუშაობს.საბოლოოდ,ისე გამოდის რომ მარსიალის პოზიცია არის LF და რაშფორდის პოზიცია LM.

გეთანხმები მარსი უფრო შემდგარი ფეხბურთელია უფრო დამწიფებული ესე უხეშად რომ ვთქვათ. რეშის დიდი იმედები მაქ და მიმაჩნია რომ არანაირად არ არის ნაკლები მარსიალზე არც ნიჭით და არც არაფრით მაგრამ გამოუცდელობა როგორც მანამდე ვთქვი მაგით ჯობია მარსიი. ერთი ერთებზეც მაგის ბრალია ბევრს რო აცუდებს რაშფორდი ესე მგონია რო შიშით თამაშობს ხშირ მომენტებში ეშინია რომ კარგ მომენტს ვერ გამოიყენებს და მერე კრიტიკა დაატყდება თავს.

რაშფორდი პოტენციურად არანაკლებია მარსიალზე და პირიქითაც.მაგრამ ამ ეტაპზე გუნდისთვის უფრო მეტად შედეგიანი მარსიალია.ამასთან,მარსიალი ცხრიანზეც კარგია და მარცხენა ვინგერადაც. რაშფორდი კარგია ცხრიანზე,მაგრამ ძალიან უჭირს ფლანგზე(მარჯვენაზე საერთოდ ვერ თამაშობს, მარცხენაზე კიდევ ახერხებს რაღაცას).
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top