თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2018, 17:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1457,
კომენტარები: 8
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ტრავმირებულებზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მალე თამაშსაც შეძლებს.

გასულ კვირაში მწვრთნელმა დაადასტურა, რომ დიდი ხანია ტრავმირებული ფეხბურთელები, ზლატანი და ერიკ ბაიი მოედანზე ვარჯიშობდნენ, მაგრამ არა თანაგუნდელებთან ერთად.

პარასკევს დილას სავარჯიშო კომპლექსზე ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პორტუგალიელმა ასევე დაადასტურა, რომ გუნდში ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის გასულ კვირაში "ჰადერსფილდ თაუნთან" მოგებული მატჩის შემდეგ.

მოგვიანებით პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ცხადყო, რომ დეილი ბლინდი "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაშს ვერ შეძლებს კვირას, როცა მისი გუნდი "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.

"გუნდი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა. ერიკ ბაიი და დეილი ბლინდი გვაკლია. ზლატანმა ორი დღის წინ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და ამ ორ დღეში უკვე პროგრესირებს. კარგად ვართ", - განაცხადა ჟოზემ.

იბრაჰიმოვიჩმა ბოლო მატჩი ბოქსინგ დეიზე ჩაატარა, როცა "იუნაიტედი" "ბარნლის" შეხვდა "ოლდ ტრაფორდზე" და მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ხოლო ბლინდს იანვარში ინგლისის თასის ეგიდით "დერბი ქაუნთისნათ" მიღებული მცირე ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.

ბაიი ნოემბრის შემდეგ უქმობს, ხოლო მარუან ფელაინი "ტოტენჰემთან" მიღებული ტრავმის რეციდივის გამო გაკეთებული ოპერაციის მიზეზით ვერ ახერხებს თამაშს. ბელგიელი ფეხბურთელი 6 კვირა ვერ დაბრუნდება მოედანზე.

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მეორე ადგილის დაკავებას ისახავს მიზნად, მაგრამ მოურინიოს შეახსენეს, რომ "ნიუკლასთან" გასვლაზე მწვრთნელის რანგში მას არასდროს გაუმარჯვია.

"ეს მართალია. გულახდილად რომ ვთქვა, იქ ყოველთვის რთული და ლამაზი შეხვედრები მქონდა. მომწონს სტადიონი და მასზე არსებული ატმოსფერო, მათ კარგი და ენთუზიაზმით სავსე გულშემატკივრები ჰყავთ.

მომწონს იქ ჩასვლა, მაგრამ აქამდე ვერ ვიმარჯვებდი. რამდენიმეჯერ წავაგე და რამდენიმე ფრეც ვითამაშე. იმედი მაქვს, რომ კვირას სხვა შედეგი დაფიქსირდება, მაგრამ ბენიტესმა კარგად იცის, როგორ დააგროვოს ქულები, ამიტომაც მგონია, რომ რთული შეხვედრა იქნება".

ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 თებერვალი 2018 17:18
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ნავსი უნდა გატეხო ჟოზე, სანჩესი დაგეხმარება ამაში აუცილებლად
0
№2
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2018 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Aqamde ver vimarjvebdio da zeg Uechveli vigebo:))❤️
0
№3
ავტორი: F1RSTA
9 თებერვალი 2018 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
დედის ხახაში უნდა ვტენოთ ნიუკასლს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2018 18:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოუთმენლად ველი ბაიის და იმედი მაქვს, ისევ ისეთ კარგ ფორმაში ჩადგება. დღესდღეობით ჩვენი გუნდის საუკეთესო ცენტრალური მცველია და ასეთ დატვირთულ პერიოდში ძალიან გვჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: SANDROGRIGA
9 თებერვალი 2018 19:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოსაგები თამაშია ნიუკასლთან, ლივერპული და ჩელსი ახლოსაა და უნდა შეინარჩუნონ უპირატესობა
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
9 თებერვალი 2018 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მზიმე მაჩი იქნება მარა უნდა მოვიგოთ

მზიმე მაჩი იქნება მარა უნდა მოვიგოთ
0
№7
ავტორი: glory28
10 თებერვალი 2018 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
რაგაც სულ არ მგონია რომ მძიმე მატჩი რომ იქნება ამოვტენით ჩემი მანტქვამი დამიახსოვრე 0:3 ან 1:4 ვიგებთ
0
№8
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
და იბრა განაცხადში იქნებაა ანუუ?????
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top