თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2018, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1464,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდის მეტოქე ცნობილია
ახალგაზრდულ ლიგაში ინგლისური მატჩი გაიმართება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდი UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის მერვედფინალში "ლივერპულს" შეხვდება, ხოლო მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში არის შანსი, რომ თანაქალაქელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

ერტმატჩიანი დაპირისპირება მერსეისაიდში 20 ან 21 თებერვალს შედგება და მასში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე "სიტისა" და "ინტერის" მატჩში გაირკვევა.

ლივერპულში ვიზიტი ნიკი ბატის გუნდს ბელგრადში "ბროდარაცის" დამარცხების შემდეგ, სადაც ინდი ბუუნენისა და ადგილობრივი გუნდის მცველის ავტოგოლით "წითლებმა" 2-0 იმარჯვეს.

ამ მატჩის გამართვა "იუნაიტედს" იმის გამო მოუწია, რომ ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და "ბაზელს" მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ვერ აჯობა.

23 აპრილს გასამართ ფინალურ შეხვედრამდე ყველა გუნდს ოთხი მატჩის მოგება აშორებს, "უნაიტედისთვის" კი ეს განსაკუთრებულად რთული იქნება პოტენციური მეტოქეების გამო, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე 32 კლუბის ახალგაზრდულ გუნდებს წარმოადგენენ.

ტურნირი თავის მეხუთე სეზონს ითვლის და მისი მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

მიუნხენის "ბაიერნი" - მადრიდის "რეალი"
"მანჩესტერ სიტი" - მილანის "ინტერი"
მადრიდის "ატლეტიკო" - "ბაზელი"
"პორტუ" - "ზალცბურგი"
"პარი სენ-ჟერმენი" - "ბარსელონა"
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
"ტოტენჰემი" - "მონაკო"
"ჩელსი" - "ფეიენოორდი"
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2018 17:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგი წამოწყებაა ამ ტურნირის შექმნა. ახალგაზრდებს თავის გამოჩენის კარგი შანსი ეძლევათ და ჩვენი ანხელ გომეში კარგადაც იყენებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Svanchester
9 თებერვალი 2018 17:15
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
ეს ტურნირი შესნიშნავი შანსია ახალგაზრდებისთვის, იმედია ანხელ გომეში გაიბრწყინებს
0
№3
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2018 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ohoho Magari tamashi iqneba:)))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 თებერვალი 2018 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია გასვლაზე როა
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
9 თებერვალი 2018 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
წარმატებები

წარმატებები
0
№6
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვააა დაიძაბააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top