თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2018, 08:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1356,
კომენტარები: 7
ვალენსია თვის საუკეთესო გოლის ავტორია
ვალენსიამ იანვარში საუკეთესო გოლი გაიტანა.
ვალენსია თვის საუკეთესო გოლის ავტორია
ანტონიო ვალენსიას გოლი "სტოკ სიტის" კარში, გულშემატკივრებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" იანვრის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

მარჯვენა მცველმა, რომელიც "მეთუნუქეებთან" მატჩში დაბრუნდა ოთხკვირიანი უქმობის შემდეგ, "ოლდ ტრაფორდზე" 3-0 მოგებულ შეხვედრაში გახსნა ანგარიში.

იანვრის საუკეთესო გოლის გამოვლენა ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალება გამოდგა გულშემატკივრებისთვის, ვინაიდან ეკვადორელს მხოლოდ 23% ერგო გამოკითხულთა ხმებისა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.

"ევერტონის" კარში ჯესი ლინგარდის შორეული გასროლა მეორე ადგილზე გავიდა ხმების 21%-ით, ზემოაღნიშნულ მეტოქესთან ენტონი მარსიალის გოლი კი მესამე ადგილს დასჯერდა და მას 20% ერგო. ხუთეულში ასევე შევიდა ლინგარდის სოლო რეიდი "დერბი ქაუნთისთან" (15%) და მარსიალის გოლი "ბარნლისთან" (9%).

ვალენსია უკვე მეორედ ეუფლება თვის საუკეთესო გოლის ჯილდოს მიმდინარე თვეში. წინა შემთხვევა სექტემბერში იყო, როცა "ევერტონის" კარის შორეული დარტყმით აღებამ იმარჯვა.

ამ გოლმა საერთო ჯამში სამი ჯილდო მოაგროვა, რამეთუ დასახელდა სექტემბრის საუკეთესო გოლად პრემიერ ლიგის მასშტაბით და "იუნაიტედის" 2017 წლის საუკეთესო გოლად კლუბის მასშტაბით.

ეკვადორელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სამი გოლია, რაც მეტია, ვიდრე წინა სამ სეზონში გატანილი გოლების ჯამური მაჩვენებელი.

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2018 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Vale Rogorc yoveltvis sheudarebelia❤️
0
№2
ავტორი: fergia
9 თებერვალი 2018 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ლიგაზეც გაიტანს ვალენსია ლამაზ გოლს. საკაიფო დარტყმა აქვს და კიდევ გაგვახარებს მსგავსი გოლებით...
0
№3
ავტორი: dybbuk
9 თებერვალი 2018 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ტიპს ჩვეულებრივი გოლები არ გააქვს, თუ გაიტანს რაღაც სასწაულები გამოსდის, მე მქინც ბლექბერნთან გატანილი გოლი მგონია საუკეთესო, ეგეთი მახვილი კუთხიდან მსგავს გოლს ნაკლებად ნუ ნახავ კაცი.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 თებერვალი 2018 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი გოლი გამოუვიდა
0
№5
ავტორი: Buk777
9 თებერვალი 2018 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
ვალენსია გახტა გუნდის წამყვანი ფეხბურთელი უკვე მეორე წელია და იმსახურებს კაპიტნობას აი მაგის შემდეგ დეხეას უნდა ატაკოსენ კაპიტნობა და ეგ რომ მისცენ დავითს მერე ნაგდათ დამთავრდება მაგის წასვლის საკითხი
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
9 თებერვალი 2018 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
კაი გოლი გამოცხვა

კაი გოლი გამოცხვა
0
№7
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარი გოლი გამოუვიდაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top