თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2018, 19:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1653,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" გაყიდვებში კვლავ პირველია
ალექსის სანჩესის ტრანსფერმა გუნდს სარეკორდი გაყიდვები დაუფიქსირა.
შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიმ" ალექსის სანჩესის შეძენაზე უარი ფინანსური მიზეზის გამო განაცხადა, მაგრამ ჩილელის ტრანსფერით "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე შოულობს ფინანსურ დივიდენდებს.

სანჩესი "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალიდან" გასულ თვეში გადაბარგდა და "იუნაიტედი" მას წლიური ხელფასის სახით 14 მლნ. ფუნტს უხდის, მის აგენტს 10 მილიონი გადაუხადა, ხოლო "არსენალს" ჰენრიხ მხითარიანი მისცა სანაცვლოდ და ბონუსის სახით დამატებით 20 მლნ. ფუნტს უხდის.

ამ ტრანსფერის შედეგად სანჩესი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ვუდვორდი ამტკიცებს, რომ გუნდი მისი სახით უკვე ნახულობს მოგებას.

სანჩესის ტრანსფერის წყალობით "იუნაიტედმა" იანვარში რეკორდული რაოდენობის მაისური გაყიდა - სამჯერ მეტი, ვიდრე წინა ჯერზე - და რამდენიმე რეკორდი მოხსნა მედიაში.

ინსტაგრამზე "იუნაიტედის" ყველაზე მოწონებადი და კომენტირებადი პოსტი სწორედ სანჩესს ეხებოდა, მისი შეძენის შესახებ 22 იანვარს დადებული პოსტი კი კლუბის ფეისბუქ-გვერდზე ყველაზე გაზიარებადი იყო, ხოლო ტვიტერის ისტორიაში "იუნაიტედის" პოსტმა რეტვიტების რეკორდი მოხსნა. 158 ათას რეტვიტს თან ახლდა 211 ათასი მოწონება და 14 ათასი კომენტარი. ჰეშთეგი #Alexis7 კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოდური თემა გახდა ტვიტერზე.

"იმისათვის, რომ ნათლად აღგიწეროთ, სანჩესის ტრანსფერის პოსტმა 75%-ით მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე "ბარსელონადან" პსჟ-ში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ტრანსფერის გამოცხადებამ", - განუცხადა ვუდვორდმა ინვესტორებს კონფერენციაზე, რომელიც გასული წლის ბოლო სამი თვის შედეგების შესაჯამებლად თებერვალში გაიმართა.

რაც შეეხება სხვა განვითარებებს, კლუბის ოფიციალური საიტი manutd.com ყველაზე ხშირად მოთხოვნადი სპორტული საიტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, "იუნაიტედი" კი ტვიტერის ისტორიაში ყველაზე მზარდი კლუბია.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2018 19:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"სიტის" რომც ეყიდა, ამდენს რას გაყიდდა. "იუნაიტედს" რომ მაისური აქვს გაყიდული, "სიტის" იმდენი გულშემატკივარი არ ეყოლება საერთო ჯამში და ვინ იყიდდა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Svanchester
8 თებერვალი 2018 20:09
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
მარკეტინგული თვალსაზრისითაც შესანიშნავი მოგება ნახა იუნაიტედმა.
0
№3
ავტორი: Alexis7
8 თებერვალი 2018 20:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიმ" ალექსის სანჩესის შეძენაზე უარი ფინანსური მიზეზის გამო განაცხადა,

გვარდიოლამ ინტერვიუშიც კი თქვა რო თავად სანჩესმა აირჩია იუნაიტედიო და ჩვენ ვერაფერს ვიზავთო ფული რა შუაშია? სიტი 6 თვის გამო ეხლა 200 მილიონს არ გადაიხდიდა მაგრამ ფულსაც მისცემდნენ ვენგერს და ვინმესაც დაუმატებდნენ ფეხბურთელის სახით ბონუსად არ ექნებოდათ პრობლემა.. გაუკეთა მანჩესტერმა შეთვაზება სანჩესს და აქ გაიჩითა ეგრევე თორე ისე წესით მანდ მიდიოდა თავიდან.. მაგრად უნდოდა გვარდიოლას ალექსას ყიდვა და კაიხანიც ეჩალიჩებოდა მითუმეტეს ლიგაზე ძაან დაეხმარებოდა სიტის..
0
№4
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2018 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ძალიან მაგარი ტრანსფერი ძალიან ამაში მალე დავრწმუნდებით კიდე არაერთხელ love
0
№5
ავტორი: gaga1987
8 თებერვალი 2018 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ggmu nomber 1
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2018 22:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იუნაიტედი მსოფლიო ბრენდია :))
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
8 თებერვალი 2018 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ალეკსისი იმედია მალე გვანახებს რაც არის

ალეკსისი იმედია მალე გვანახებს რაც არის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top