თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2018, 12:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1459,
კომენტარები: 4
შოუ ახალ კონტრაქტს მიიღებს
მოურინიო ახალგაზრდა მცველს ახალი კონტრაქტით დააჯილდოებს.
შოუ ახალ კონტრაქტს მიიღებს
ლუკ შოუ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" სეზონის ბოლომდე ახალი ხანგრძლივი კონტრაქტით დაჯილდოვდება.

ინგლისელმა მარცხენა მცველმა ჟოზე მოურინიოს გუნდში თავის დამკვიდრების სირთულე დაძლია და მწვრთნელის გული მოიგო.

22 წლის შოუს გასულ გაზაფხულს ფეხზე ოპერაციის გაკეთებისა და სათამაშო კონდიციებში ჩადგომის შემდეგ გუნდის განაცხადში მოხვედრა უჭირდა.

მოურინიომ "საუთჰემპტონის" ყოფილი ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა თანაგუნდელთა შორის ორაზროვანი დამოკიდებულება პორტუგალიელი მწვრთნელის სიტყვების სამართლიანობასთან დაკავშირებით.

გასული სეზონის ბოლოს შოუს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი მატჩი ჟოზემ შემდეგი სიტყვებით შეაფასა "მისი სხეული ჩემი გონებით", რაშიც გულისხმობდა, რომ დროდადრო ის მიუთითებდა, თუ როგორ ეთამაშა.

პორტუგალიელმა მცველს მიანიშნა, რომ სწავლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

შოუს დეკემბრამდე მოუწია ლოდინი, სანამ პრემიერ ლიგის ეგიდით გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდებოდა, ამის შემდეგ მან მიმდინარე წლის შვიდი შესაძლო შეხვედრიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა.

ლუკის თამაშმა მოურინიო დააკმაყოფილა და 5 იანვარს მასთან საუბარიც ჰქონდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სრულ მზადყოფნაში იყო თამაშისთვის.

შოუს მოქმედი კონტრაქტი "იუნაიტედმა" ავტომატურად გააქტიურა შეთანხმებაში შეტანილი პუნქტის წყალობით და მას კიდევ 18 თვე რჩება მის ამოწურვამდე. ამ ხნის განმავლობაში კი მისი ხელფასი ყოველკვირეულად 80 ათას ფუნტს შეადგენს.

ახალი კონტრაქტი კი შოუსთვის გაცილებით სარფიანი იქნება და გაცილებით უკეთეს პირობებს შესთავაზებს ინგლისელს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
8 თებერვალი 2018 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Vinme tu naxavt gundshi kontraqti rogoraa vis ramdeni rcheba erti static ki gaasworebs:d
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2018 13:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუზე უკეთესი ვარიანტი არაა ამ გუნდში, იანგი ხანდახან გამოანათებს მარა ხანდახან ისე ითამაშებს როგორც ტოტენჰემთან, როხოს დაყენებას მარცხნივ აზრი არ აქვს, ბლინდს კიდე მოურინიო საერთოდ არ განიხილავს, ამიტო შოუს კანდიდატურას ვემხრობი, დაეტყო პროგრესი იმ მძიმე ტრამვის მერე, მივესალმები ახალ კონტრაქტს.
0
№3
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2018 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dzalian kargi mag kontraqtis mere Ufro tavdajerebuli gaxdeba❤️
0
№4
ავტორი: fergia
8 თებერვალი 2018 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
გუნდში ამაზე უკეთესი მარცხენა მცველი არ გყვავს არცერთი თან აშკარად პროგრესირებს ეს ბიჭი და იქნებ სოტონში როგორიც იყო ისევ იმ ფორმაში შევიდეს. არ დაგვავიწყდეს რომ 22 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს მთავარია აღარ მიიღოს ტრავმა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top