თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2018, 11:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1431,
კომენტარები: 3
ესპანური მართლმსაჯულება ერერასაც გადასწვდა
ანდერ ერერას მალე სასამართლო ელის.
ესპანური მართლმსაჯულება ერერასაც გადასწვდა
ესპანურ მართლმსაჯულებასთან პრობლემები შეიძლება შეექმნას არა მარტო ალექსის სანჩესს, არამედ ანდერ ერერასაც, რომელსაც უახლოეს მომავალში სასამართლოს მიწვევა მიუვა 2011 წელს ჩაწყობილი თამაშის საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლო დაინტერესდა 2011 წელს გამართული "ლევანტესა" და "რეალ სარაგოსას" მატჩით, რომელთაგან უკანასკნელის ღირსებას იცავდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი.

წარუმატებელი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში "სარაგოსა" ლა ლიგიდან ვარდებოდა, მაგრამ გუნდმა მატჩი 2:1 მოიგო, რის შედეგადაც ჩემპიონატს "დეპორტივო" გამოეთიშა. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულებები, რომ "სარაგოსას" ფეხბურთელები "ლევანტელ" კოლეგებს ნაღდ ფულს გადასცემდნენ მათთვის სასარგებლო შედეგის დაფიქსირებისთვის.

ანდერ ერერას ბრალს სდებენ იმაში, რომ სწორედ მან გადასცა "ლევანტეს" ფეხბურთელებს გარკვეული თანხა ეროვნულ ვალუტაში, რაც 35 ათას ფუნტის ექვივალენტია.

ამ ბრალდების შემდეგ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:

"როგორც უკვე ვთქვი 2014 წელს, მატჩის შედეგებით მანუპულირებასთან არასდროს მქონია კავშირი. სასამართლოში ჩვენების მისაცემად თუ გამომიძახებენ, სიამოვნებით მივალ, რადგან სინდისი სუფთა მაქვს. მიყვარს ფეხბურთი და მჯერა მისი სამართლიანობის როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ".


შესაძლო სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ეს არ მოახდენს "მანჩესტერ იუნაიტედში" ერერას ასპარეზობაზე გავლენას.

წყარო: independent
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2018 13:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ქაოსია ესპანეთში მოკლედ
0
№2
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2018 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia erera udanashaulo Iqneba da mjera kidec Ro aris magram Ro yomaroben egec uechvelia:)))
0
№3
ავტორი: gache1991
8 თებერვალი 2018 14:36
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არადა ამასთან ერთად გაბიც იყო გარეული ამ საქმეში მაშინ სარაგოსაში იყო ეგეც და იმას დაუმტკიცდა :))) ბევრი არაფერი არაა ესეც გადაუხდის თუ რამეა და რგაა :)) მაგრა მიყვარს ერერა ყველაზე მეტადაც კი:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top