ანტონიო ვალენსია აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ბრძოლას გააგრძელეს დამოუკიდებლად იმისა, თუ რომელ ადგილზე იქნება გუნდი.
"წითლებს" სეზონის უმეტეს ნაწილში მეორე ადგილი უჭირავთ, მაგრამ გათამაშების ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 13 ქულით ჩამორჩებიან.
მიმდინარე კვირის ბოლოს "იუნაიტედი" "ნიუკასლს" ეწვევა, ხოლო "სიტი" "ლესტერ სიტის" უმასპინძლებს და ვალენსია იმედოვნებს, რომ პრემიერ ლიგაში გამეორდება 2011/12 წლების სეზონის მოვლენა, როცა მისი გუნდი რვაქულიანი უპირატესობით იკვეხნიდა "სიტისთან", მაგრამ ტიტული ბურთების სხვაობის გამო მაინც დათმო.
"ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, არ უნდა შევჩერდეთ. რამდენიმე წლის წინ ტიტული დავთმეთ, როცა რვა ქულით ვიყავით წინ და მხოლოდ რამდენიმე ტური იყო დარჩენილი. ახლა უფრო მეტი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ.
მნიშვნელოვანია ყოველთვის სამი ქულის აღება - სახლში თამაში, კარგად თამაში და ასეც მივუდგებით საქმეს სეზონის ბოლომდე. უკვე დავამტკიცეთ, რომ ყველა პირობა გვაქვს სეზონის ბოლომდე ბრძოლის გასაგრძელებლად", - განაცხადა ეკვადორელმა.