თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2018, 10:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1400,
კომენტარები: 3
"იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა
ნიკი ბატის გუნდი ტურნირზე წინ მიიწევს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდი UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის მერვედფინალში გავიდა ბელგრადში ადგილობრივ "ბროდარაცთან" მოპოვებული გამარჯვების შედეგად.

შეხვედრა "წითლებმა" წარმატებით დაიწყეს და უკვე მე-19 წუთზე ინდი ბუუნენმა გახსნა ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ, 11 წუთში კი მასპინძელთა მცველმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

"იუნაიტედს" სხვადასხვა მიზეზის გამო აკლდა ლუკა ერკოლანი, ეიდენ ბარლოუ და ტაჰიტ ჩონგი, ხოლო ითენ ლერდმა განაცხადში მოხვედრა მოახერხა, მაგრამ მატჩის წინ ტრავმა მიიღო და ვეღარ ითამაშა.

ფეხბურთელებს საკმაოდ რთულ პირობებში მოუხდათ თამაში, რასაც მოედანი და მასპინძლების უხეში თამაში განაპირობებმა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ნიკი ბატის გუნდის წარმატებას.

საბოლოოდ "იუნაიტედი" სახლში გამარჯვებით დაბრუნდა და ახლა ელოდება თავის მომდევნო მეტოქეს, რომლის ვინაობაც პარასკევს კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2018 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian kargi..Sainteresoa vin shegvxdeba
0
№2
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2018 11:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სიმართლე რომ ვთქვა, ამ ტურნირის პროტოკოლი კარგად ვერ გავიგე. რამდენადაც მე ვიცი, ამ ტურნირზე ჯგუფში ხვდება იმ გუნდების ახალგაზრდულები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, მაგრამ საიდან აღმოჩნდა ან ეს სერბული გუნდი ან ინტერი, წარმოდგენა არ მაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2018 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, იმედია შორს წავლენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top