თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2018, 17:22
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1377,
კომენტარები: 8
იბრაჰიმოვიჩზე ფილმს გადაიღებენ
შვედეთში ზლატანის შესახებ ფილმს გადაიღებენ.
იბრაჰიმოვიჩზე ფილმს გადაიღებენ
შვედეთში, "იუნაიტედის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, ბიოგრაფიული ხასიათის ფილმის გადაღება იგეგმება. ამის შესახებ, შვედ პროდიუსერმა მატიას ნიორბორგმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელზე კინოინდუსტრიას კიდევ ერთი ახალი ფილმი შეემატება, სადაც აღწერილი იქნება ზლატანის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები.

ფილმი ზლატანის ცნობილი წიგნის "მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი" სცენარით წარიმართება. ტელეეკრანებზე წარსადგენად ეს ფილმი კი დაახლოებით 5 მაისისთვის იქნება მზად. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმის ერთ-ერთი პროდუსერი თავად იბრაჰიმოვიჩიც იქნება.

შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ამჟამად იბრაჰიმოვიჩი მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს. მუხლზე გადატანილი მძიმე ტრავმის შემდეგ, მცირე ხნით შეძლო გუნდის შემადგენლობაში დაბრუნება, მაგრამ ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აღმოჩნდა და დიდებული შვედი ფეხბურთელი ისევ "წითლების" ლაზარეთში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციებით ის მოედანზე დაბრუნებას მალე შეძლებს.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
7 თებერვალი 2018 17:40
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დიდებული ზლატანი
0
№2
ავტორი: F1RSTA
7 თებერვალი 2018 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ალექსისზე წავიკითხე პატიმრობა ემუქრებაო და მართალია?
0
№3
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2018 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: F1RSTA
ალექსისზე წავიკითხე პატიმრობა ემუქრებაო და მართალია?

მილიონს გადაიხდის და მაგით მთავრდება ეგ ამბავი არანაირი პატიმრობა:))
0
№4
ავტორი: stepno
7 თებერვალი 2018 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარი იქნება
0
№5
ავტორი: gache1991
7 თებერვალი 2018 20:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: F1RSTA
ალექსისზე წავიკითხე პატიმრობა ემუქრებაო და მართალია?

მართალი არი ეგ ამბავი მარა ესპანური კანონმდებლობით 2 წელზე ნაკლები ვადით სასჯელი არ ნიშნავს პატიმრობას და ციხეში ჩასმას.ასე რომ სანერვიული არაფერია. ფერგიმ რო ჟოზეს უთხრა მაკტომინეი ხშირად ათამაშეო ნახეთ:))? რა ტიპია:))
0
№6
ავტორი: zlatan ibrakadabra
7 თებერვალი 2018 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
დიადი am
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
7 თებერვალი 2018 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
იბრაკადაბრა

იბრაკადაბრა
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2018 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფილმი აკლდა და ისიც ექნება wink

ფილმი აკლდა და ისიც ექნება wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top